თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან — რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზი
ფოტო: TBC
თიბისი კაპიტალმა რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის განახლებული ანალიზი გამოაქვეყნა. უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება გრძელდება და თიბისი კაპიტალის წინა პუბლიკაციაში განხილული სწრაფი გადაწყვეტის სცენარი არ ვითარდება. ასეთ ემოციურ ფონზე ეკონომიკური სცენარების განხილვა საკმაოდ რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ისეთი მკაცრი მაინც არაა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის გადავადებული გადაწყვეტის სცენარით იყო დაშვებული. გრძელდება ენერგო-რესურსების ექსპორტი, უფრო მაღალი ფასებით და ასევე საგადახდო სისტემების მხრივ შეფერხება მხოლოდ ნაწილობრივია. ამდენად, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენაც შედარებით ნაკლებია.
რუბლში გადარიცხვებში მნიშვნელოვანი შეფერხება არ იკვეთება და ასევე, რუბლი კონვერტირებადია. უფრო მეტიც, შესაძლოა რუბლის გაუფასურებამ უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს, ვინაიდან მთლიანობაში დაწესებული სანქციები და რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები ნეგატიურად უფრო რუსეთიდან ვალუტის გადინებაზე მოქმედებს, ვიდრე მის მიღებაზე. სავარაუდოა, რომ რუსეთის მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი სალდო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგანაც საქონლის ექსპორტის შემცირების მოლოდინი არ არის და ამავდროულად, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების კლებაა მოსალოდნელი. ასევე ნაკლები იქნება რუსეთიდან კაპიტალის გადინებაც, რაც შემოდინებას ყოველთვის აჭარბებდა. ამდენად, მართალია გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უფრო პირველი სცენარით გათვალისწინებულ 3,5-4,0%-თანაა ახლოს, ვიდრე მეორე სცენარში არსებულ ნეგატიურ 1,5% - პოზიტიურ 0,5%-ის მაჩვენებლებთან. ამ შეფასებას ასევე აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე პერიოდში, საქართველოში არარეზიდენტების ჩამოსვლის, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება. თიბისი კაპიტალის დღეს არსებული შეფასებით, წლიურ ჭრილში ეს დაახლოებით 100 მლნ ან მეტი აშშ დოლარის დამატებითი სავალუტო შემოდინების ტოლფასია. ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრის უფრო დეტალური მიმოხილვა თიბისი კაპიტალის სექტორულ კვლევებში იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე აღსანიშნავია, რომ საუბარია საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის შესაძლო ზრდაზე, ვინაიდან ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო რისკიანი გახდა. ეკონომიკის ფაქტობრივი ზრდის მხრივ, ჯერჯერობით მხოლოდ იანვრის მაჩვენებელია ხელმისაწვდომი, რომლის მიხედვითაც ზრდა როგორც წლიურ ჭრილში, ასევე პანდემიის ეფექტის გამორიცხვითაც მოსალოდნელზე მაღალი იყო.
მართალია მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, მაგრამ შედარებით ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ლარის ასევე ნაკლებ გაუფასურებაში უნდა აისახოს. მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარი დოლართან, ნეგატიური მოლოდინების გამო, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. არაა გამორიცხული, რომ გაუფასურებამ უკვე პიკს მიაღწია. ტრადიციულად, ლარის კურსი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფასდება:
- სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი;
- ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან;
- ინფლაციის პროგნოზი.
ერთი კვირის წინ, თიბისი კაპიტალის დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარში, 2022 წელს წმინდა სავალუტო შემოდინებების დანაკლისი დაახლოებით 550 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, რაც ძირითადად საქონლით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, გზავნილებისა და ასევე დეპოზიტების უფრო მეტად ვალუტაში განთავსების და სესხების უფრო მეტად ლარში აღების შეფასების შედეგს წარმოადგენდა, ვინაიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ აქტივობა ისედაც დაბალ დონეზე იყო მოსალოდნელი. ასევე, ვალების გადახდის მხრივ, რაიმე მნიშვნელოვანი საჭიროება თუ პრობლემა სახეზე არ იყო და სადღეისოდაც არ არის. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ეს დანაკლისი ლარის მხოლოდ 3,15-მდე ან მცირედით უფრო მეტად გაუფასურებას გულისხმობდა. ახლა, მხოლოდ შედარებით, მაგრამ მაინც უკეთესი მაკროეკონომიკური სცენარისა და ლარის კურსის 3,35 ნიშნულის გათვალისწინებით, რაც იმპორტს, თუმცა ასევე თიბისი კაპიტალის აზრით, ეკონომიკის ზრდას ამცირებს, დანაკლისი როგორც ჩანს სულ მცირე განახევრებულია და ეროვნული ბანკისა და მთავრობისათვის გაცილებით უფრო მართვად ოდენობას შეადგენს. ამდენად, ამ არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ასევე, ლარის საშუალო კურსის მხრივ, თურქული ლირის გარეშე, მისი გამყარება არ იკვეთება და თიბისი კაპიტალის აზრით, კონკურენტუნარიანობის — საქართველოს კონტექსტში ზოგადად სუსტი არგუმენტი — ძალაში არ არის. ინფლაციის მხრივ კი, რისკები ცალსახად მკვეთრადაა გაზრდილი.
ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაღალი ყოველთვიური ინფლაცია უკვე თებერვალში დაფიქსირდა. ბუნებრივია, ამას დაემატება ლარის კურსის გაუფასურების ეფექტიც. თიბისი კაპიტალი შორსაა იმ აზრისგან, რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით ინფლაცია მაღალი იქნება, წელს 3%-იან ნიშნულთან ახლო ინფლაციის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამასთან, განსაკუთრებით წინა წლის 13,9%-იანი ინფლაციის შემდეგ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, სამიზნე მაჩვენებლის კვლავ ძალზედ მაღალი გადაცილების აპეტიტი შედარებით ნაკლებია. ამდენად, არსებული მაკროეკონომიკური სცენარის გათვალიწინებით, ლარის კიდევ უფრო მეტი გაუფასურება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ მისი არსებული დონე უკვე ზედმეტად გაუფასურებულად შეფასდეს და ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებს, ლარში საპროცენტო განაკვეთების აწევას, საჯარო კომუნიკაციასა და ლარის კურსის მხარდამჭერი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ჰქონდეს ადგილი.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 7 მარტის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები