პრემიერმინისტრი ცდილობს სერიოზულობით მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული — წულუკიანი
ფოტო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა პრემიერმინისტრის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ის ეთანხმება ღარიბაშვილს. მისივე თქმით, პრემიერმინისტრი ცდილობს სერიოზულობით მართოს ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია.
"ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ საქართველოში, დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა უკვე არაერთი წლის წინ. თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და მე მესმის, რომ თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ, მაგრამ ისე იქცევით, რომ ყოველდღიურად საჭიროა ამის შეხსენება. ამის საპირისპიროდ დღეს ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული.
დღეს ევროპაში ომია, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს, ქალბატონო ნინო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესიდან, ჩვენი ხალხის ინტერესიდან და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომელმაც უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და ომი", — მიმართა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა. მისი თქმით, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არაა.
25 თებერვალს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მისი მტიცებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
ამავე დღეს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არავითარ საჭიროებას არ ხედავს უკრაინის საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის და მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტსაც თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
კომენტარები