კიბერთაღლითებზე არაერთხელ გვისაუბრია და ჩვენი მკითხველისთვის ახალი არ არის, რომ სკამერებს თავიანთ არსენალში უამრავი რამ აქვთ ჩვენს მოსატყუებლად, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო მიმართულება, რომელსაც FBI "რომანტიკულ სკამერებს" (Romance scammers) უწოდებს.

Romance scammers არიან სკამერები, რომლებიც მსხვერპლებს ფეიქ ექაუნთებით უკავშირდებიან და ემოციური კავშირის დამყარებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ, მათგან გარკვეული თანხების მითვისებას ცდილობენ.

ასევე: რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტ თაღლითებისგან თავის დასაცავად

"რომანტიკულმა სკამერებმა" გასულ წელს, 139 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტების მითვისება შეძლებს. ეს 2020 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ავრცელებს. კრიპტოვალუტების გადარიცხვებით დაკარგული ფულის უდიდესი ნაწილი სწორედ სკამერებზე მოდის. 2021 წელს თაღლითური სქემებით ჯამში მათ $547 მილიონის მითვისება შეძლეს. საშუალოდ, თითო მსხვერპლი კრიპტოვალუტების სახით სკამერებს 9 770 დოლარს ურიცხავდა.

"რომანტიკული სკამერებები" ხშირად სხვა ადამიანების პიროვნებას ითვისებენ. ცრუ ფოტოებისა და სახელების გამოყენებით, ისინი რეალურთან მიმსგავსებულ ანგარიშებს ქმნიან. ხშირად ისინი მსხვერპლებს აჯერებენ, რომ მათ ფინანსური კრიზისი აქვთ და დახმარება სჭირდებათ. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც სკამერები ფინანსური ექსპერტების როლს ირგებენ. ამაში ისინი იმდენად დახვეწილები არიან, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი რეალობად აღიქვამს და იმ იმედით, რომ ისინი მათი თანხის გაბევრებას შეძლებენ, საკმაოდ მსხვილ თანხებს ურიცხავენ.

მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკულმა სკმარებმა თანხების დიდი ნაწილი კრიპტოვალუტებით მიითვისეს, არის კიდევ ერთი განშტოება — სასაჩუქრე ბარათები. მსხვერპლებთან ემოციური კავშირის დამყარების შემდეგ სკამერებმა სასაჩუქრე ბარათებით 36 მილიონი დოლარის მითვისება შეძლეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.