#მომავალიშენზეა — როგორ შეიცვალა მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრება თავშესაფარში
ფოტო: ASB საქართველო
მარტოხელა დედათა და ბავშვთა საერთო თავშესაფრის იდეა 90-იან წლებში გაჩნდა და ეს კეთილშობილური იდეა 10 წლის მანძილზე ვითარდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში იდეის ავტორებში მოტივაცია, სურვილი და ძალა უფროდაუფრო იმატებდა.
რეაბილიტაციის ცენტრი —თანა 2002 წელს ქალაქ ბათუმში ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მიზანი მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათი ჯანმრთელობისა და განათლების დონის ამაღლება და სოციუმში ინტეგრაცია იყო.
დღეისათვის თანა მარტოხელა და ძალადობის მსხვერპლ დედებს სთავაზობს თავშესაფარს, სადაც ისინი თავიანთ შვილებთან ერთად ცხოვრებას, პროფესიული განათლების მიღებასა და დასაქმებას შეძლებენ. ამ დროისთვის თავშესაფარს 40 ბენეფიციარი ჰყავს.
თანას 20-წლიანი ისტორია
ორგანიზაციის დამფუძნებელი ნანა საყვარელიძე გვიყვება რა გზის გავლა მოუწია თანას 1992 წლიდან დღემდე, რა ძალა აქვს მოტივირებულ ადამიანს და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას.
ფოტო: ASB საქართველო
საიდან გაჩნდა იდეა?
დედათა და ბავშვთა საერთო თავშესაფრის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1992 წელს გაჩნდა, როდესაც ჩვილ ბავშვთა სახლს ვხელმძღვანელობდი. მშობელთა ზრუნვას მოკლებულ ბავშვთა უმრავლესობა ჩვენს თავშესაფარში დროებით იყო დატოვებული, ვინაიდან დედებს მათი აღზრდის საშუალება არ ჰქონდათ. იდეა, რომელიც მანამდე არავის ჰქონდა განხორციელებული, რეალობად 2013 წელს ვაქციეთ. ამ თავშესაფარმა უამრავი დედა და შვილი იხსნა განშორებისაგან. ჩვენს ბენეფიციარ დედებს აღარ უწევთ შვილების რომელიმე ინსტიტუციაში ან მინდობით აღზრდაში გაშვება.
როგორი იყო ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები?
თავდაპირველად, აჭარის მოსახლეობაში ჩავატარეთ კვლევები, რათა გაგვეგო თუ რა პრობლემები იდგა რეგიონში. კვლევებმა აჩვენა, რომ მარტოხელა დედებსა და მათ შვილებს ჩვენი თანადგომა სჭირდებოდათ. შედეგად, 2013 წელს გავხსენით თავშესაფარი მარტოხელა დედებისა და ბავშვებისათვის. თავდაპირველად, თავშესაფარი 20 ბენეფიციარზე იყო გათვლილი, მაგრამ რეგიონში მოთხოვნა თანდათან იზრდებოდა. პროექტში ჩავრთეთ ძალადობის მსხვერპლი ქალები, თავიანთი ბავშვებით და დღეისათვის ჩვენ გვყავს 40 ბენეფიციარი.
ფოტო: ASB საქართველო
ფოტო: ASB საქართველო
სერვისები, რომლებსაც თანა ბენეფიციარებს სთავაზობს
რას სთავაზობს თანა ბენეფიციარებს?
მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს, ძირითადად ქალებს, განვუსაზღვროთ თავიანთი უფლებები. როდესაც ქალების უფლებები დარღვეულია, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ამ უფლებების აღდგენაში. ქალები ხშირად რჩებიან ალიმენტისა და ფართის გარეშე. ხან მეუღლეები, ხან კი მშობლები არ აძლევენ ქალებს იმას, რაც მათ ეკუთვნით. შედეგად, ქალი და ბავშვი რჩებიან სრულიად უსახსროდ და უფართოდ, როდესაც კონფლიქტი ხდება ოჯახში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქალებმა გაიგონ თავიანთი უფლებები და შემდეგ შეძლონ მათი განხორციელება.
ჩვენს ბენეფიციარებს, თავიანთი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, ვეხმარებით განათლების მიღებაში. ჩვენი დახმარებით, ისინი იწყებენ მუშაობას, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ შემდგომში მათ შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება და თავიანთი შვილების რჩენა.
როგორ ხდება ბენეფიციარების მიღება?
როდესაც პიროვნება მოგვმართავს დახმარების თხოვნით, ჩვენ მას ვამისამართებთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ის წერს განცხადებას, რომ სურს ჩვენი სერვისის მიღება. ამის შემდეგ, ეს განცხადება გადადის სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც ხდება მოკვლევა რამდენად საჭიროებს ეს ქალი თავშესაფრის მომსახურეობას.
შეისწავლიან ოჯახს, რატომ აღმოჩნდა ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში. თავისთავად, ატარებენ პრევენციულ სამუშაოებს იმისათვის, რომ ქალი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელია თავშესაფრის მომსახურეობა, დასკვნაში მიუთითებენ, რომ ეს ქალი და ბავშვი საჭიროებენ თავშესაფრის დახმარებას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გამოყოფს შესაბამის ვაუჩერს, რომელიც არის 1 წლიანი და ეს ვაუჩერი მოიცავს თავშესაფარს, კვებას, ბენეფიციარების ტანსაცმლით უზრუნველყოფას სხვადასხვა სეზონის მიხედვით და ამბულატორიულ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში როგორც დედაზე, ისე ბავშვზე. ამის გარდა, ბენეფიციარის სოციალური ინტეგრაციისათვის ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ბენეფიციარები
ფოტო: ASB საქართველო
ჩვენ გვყავს ბენეფიციარები, რომლებიც 3-4 წლის განმავლობაში სარგებლობენ ჩვენი თავშესაფრით. ვცდილობთ, რომ ამ პერიოდში მათ შეიძინონ ის უნარჩვევები, რითიც ის შემდგომში შეძლებენ ცხოვრებას.
ასევე, თავშესაფარში ცხოვრობენ ქალები, რომელთაც მეუღლის გარეშე შეეძინათ ბავშვი და ამის გამო არც ოჯახმა მიიღო და მამაკაცმაც უარი თქვა მის ოჯახში მიყვანაზე, ისინი აღმოჩდნენ აბსოლიტურად მარტონი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩვილი ბავშვებით. ზოგიერთი ფეხმძიმე მოვიდა ჩვენთან, რადგან სულ მარტო, უსახლკაროდ იყო დარჩენილი.
ჩვენ ვეცადეთ გვქონოდა მოლაპარაკებები მათ მშობლებთან, ოჯახებთან, რომ როგორმე ისინი დაგვებრუნებინა თავიანთ სახლში, მაგრამ რადგან არ მოხერხდა ეს, დარჩნენ თავშესაფარში, მიიღეს შესაბამისი პროფესიული განათლება. ერთ-ერთი მათგანი გახდა სტილისტი, მეორემ დაამთავრა კულინარიის კურსები და დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ, მათ დატოვეს თავშესაფარი. სხვათა შორის, ორივე დაქორწინდა, ჰყავთ თავიანთი ოჯახები და ზრდიან ბავშვებს.
რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა?
საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს აქტიური. ვინაიდან, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის ის პრობლემები, რაც ირგვლივაა და რისი გამოსწორებაც საჭიროა. საზოგადოებას აუცილებლად სჭირდება აქტიური ადამიანები, ჩამოყალიბებული ლიდერები, რადგან ამის გარეშე ძალიან ძნელია მუშაობა და რა საკვირველია, საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია და განათლება. განათლება არის ის, რაზეც დგას განვითარება. ხოლო თუ ზუსტი ინფორმაცია არ იქნება, არ ეცოდინება ადამიანს რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, რისი უფლება აქვს, რისი მოვალეობა აქვს. მთავარია, საზოგადოების განვითარება და განათლება პირველ რიგში და შემდეგ უკვე სურვილი, რომ იმოქმედოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ ვიყოთ აქტიური მოქალაქეები და სხვა მოქალაქეებს მივცეთ მაგალითი, ინფორმაცია და განათლება, რათა მიაღწიონ საკუთარ სურვილებს და ირწმუნონ, რომ მომავალი მათზეა.
თანა კეთილშობილური და ინოვაციური იდეის საფუძველზე შეიქმნა. მისი გუნდის წევრები აცნობიერებდნენ, რომ იდეის განსახორციელებლად უნდა ეპოვნათ გზები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჯანსაღი და პარტნიორული ურთიერთობა დაემყარებინათ. არაერთი ადვოკატირების კამპანიის და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გამოყენების შედეგად, რეაბილიტაციის ცენტრ თანას 2013 წელს აჭარის მთავრობამ ოთხსართულიანი შენობა გადასცა იმ პირობით, რომ ორგანიზაცია ამ შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებდა და იქ სოციალურ პროგრამებს განახორციელებდა.
თანა სამოქალაქო ჩართულობის წარმატებული მაგალითია, რომელმაც დონორის დახმარებით 3600 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა. ამ შენობაში 26 ადამიანი სრულ შტატზეა დასაქმებული, 40 მარტოხელა ქალი კი შვილებთან ერთად ცხოვრობს, იძენს მისთვის საინტერესო პროფესიას და წარმატებით გადის დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას.
ინიციატივა განხორციელებულია პროექტი "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (European Union in Georgia) და მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან CHCA და Kakheti Regional Development Foundation (KRDF) ერთად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები