ნინო კასრაძე

6 Feb. 2022, 16:10

ჩვენ ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად — გაუნათლებლობის. გვეშინია, ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი, გვეშინია, ვაღიაროთ, რომ რაღაც არ ვიცით. ამის გამო, არც სიყვარული, არც თანაგრძნობა და არც სოლიდარობა არ შეგვიძლია. გრძნობებისგან დაცლილები ვართ. და, ამ დროს ისეთი მოვლენა, როგორიც არის [თავისუფალი] ლიტერა, სოლიდარობის მაგალითია — როდესაც ჩვენმა ავტორებმა, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანებმა ერთი იდეის გარშემო გამოამჟღავნეს სოლიდარობა და ეს [იდეა] სიყვარულია. ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისათვის, ეს არის მაგალითი — სოლიდარობის მაგალითი. როცა ძალიან მიჭირდა, როცა ძალიან მიხაროდა, როცა ძალიან მეშინოდა, ქართულ მწერლობაშიც ვეძებდი პასუხებს. მწერლები, ვინც აქ არიან და არ არიან, მხარში მედგნენ და ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ და სწორ გზაზე დავეყენებინე. ყველას ვგულისხმობ: მწერლებს, გამომცემლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, ლიტერატორებსა და სხვას. მე ამით ვცხოვრობ და ასე მოვედი აქამდეც, ამიტომ ვარ თქვენი სოლიდარული. სხვა გზა არ მქონდა — თქვენ გამოგყევით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
  2. კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
  3. რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
  4. ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
  5. 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…