15 კლიშე, რომელსაც ჩვენი მკითხველები სერიალებსა და ფილმებში აწყდებიან
ფილმებისა და სერიალების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ კონკრეტული ჟანრის ნამუშევრებს შორის მსგავსებებს გვერდს ვერ ავუვლით. მართლაც, მაშინ, როცა თითქმის ყოველ კვირას ახალი ფილმი ან სერიალი გამოდის, შეუძლებელია, თითოეულ მათგანს განუმეორებელი და მთლიანად ორიგინალური სიუჟეტი ჰქონდეს. ამის მიუხედავად, მაინც არსებობს გაცვეთილი კლიშეები, რომლებიც ძალიან ხშირად გვხვდება და თავიც მოგვაბეზრეს.
On.ge-ის სერიალების ჯგუფში ჩვენმა მკითხველებმა სწორედ ისეთი კლიშეები და ფრაზები გაიხსენეს, რომლებიც თითქმის ყველა ფილმსა თუ სერიალში ხვდებათ და მათგან 15 გამორჩეულს გთავაზობთ:
1. "-მემუქრები?
-არა, გაფრთხილებ!"
ფოტო: Giphy
2. პროგნოზირებადი სექსის სცენები
ფოტო: Giphy
"სექსის მერე რომ მძიმედ ვარდებიან ხოლმე ლოგინზე. თან გოგო და ბიჭი ერთდროულად. აი რას აკეთებდნენ ასეთს? და მერე რომ ამბობენ 'გავიმეოროთ?"
3. ბომბი, რომელიც ყოველთვის მთავარი პერსონაჟების მხარესაა
ფოტო: Giphy
"ბომბს რომ ბოლო წამზე ანეიტრალებს ყველა? არსად მინახავს, დრო ყოფილიყო დარჩენილი ან განეიტრალება ვერ მოესწრო და აფეთქებულიყო".
4. მეგობრების დრამატული შერიგება
ფოტო: Giphy
"მთავარ გმირებს რომ კონფლიქტი აქვთ, ერთი რომ იბუტება, მიდის და მეორე რჩება მარტო ბოროტებასთან საბრძოლველად, მაგრამ ზუსტად ბოლო წუთზე ბრუნდება ეს გაბუტული ტიპი და ერთიანი ძალებით ამარცხებენ ბოროტებას. 'ჯეეკ, აქ რას აკეთებ??" და მერე რამე ქრინჯი პასუხი: 'აქვე ვიყავი და შემოვიარე კარლ".
5. აეროპორტის სცენა
ფოტო: Giphy
"გოგო რომ სხვა ქვეყანაში მიდის იმის გამო, რომ ბიჭმა მისთვის არ იბრძოლა და ბიჭი ამ ყველაფერს რომ ზუსტად იმ დროს იაზრებს, როცა გოგო უკვე მიფრინავს. გიჟივით მირბის აეროპორტში, ეძებს, დარბის, ყველას ეჯახება, ბოდიშებს იხდის და ბოლოს იპოვის. დგას და უყურებს როგორ მიდის... მერე დაუძახებს და ეს გოგო ეკითხება: 'შენ აქ რას აკეთებ, გაგიჟდი?' და მერე ეს ბიჭი უხსნის, რა სულელია და როგორ არ უნდა მისი დაკარგვა და ბოლოს ზასაობენ".
6. უკვდავი მთავარი პერსონაჟები
ფოტო: Giphy
"სიუჟეტისთვის უმნიშვნელო ტიპები თავიდანვე გვამის როლზე რომ არიან აყვანილები. ვიღაცას იდაყვი რომ მოუხვდება უხერხულად და ეგრევე იხოცებიან. ამ დროს მთავარი გმირი კაი ხნის დაჩეხილია, მარა არააა — სანამ 9 ძმა ხერხეულიძის დედა არ დაწყევლის და მეფე ნარიმანის ნაკურთხი ტყვია არ მოხვდება არრრ კვდება იქამდე".
7. როცა სათვალის მოხსნის შემდეგ მთავარ პერსონაჟს ვეღარავინ ცნობს
ფოტო: Giphy
"გოგო რომ პროსტა კაბას გამოიცვლის, მის პარტნიორი შეხედავს, პირს დააღებს და 'wow... you look amazing".
8. როცა დაშავებულ ადამიანს არწმუნებენ, რომ კარგადაა
ფოტო: Giphy
"მაგალითად, როდესაც ორივე ხელი და ფეხი მოგლეჯილი აქვს ადამიანს და სისხლისგან იცლება და ვინმე უახლოვდება, მკლავებს შემოხვევს და ეუბნება: 'აი, ნახავ, კარგად იქნები'. რა კარგად იქნები, კვდება ადამიანი, ეტირა დედა".
"როდესაც კვდებიან: 'ყველაფერი კარაგდაააა… მე შენთან ვარ... ყველაფერი კარგადააა...' სასწრაფოში მაინც დაეკერათ და იქნებ მართლა ყოფილიყო კარგად ყველაფერი???????"
9. გრძელი მონოლოგი გადამწყვეტი მომენტის წინ
ფოტო: Giphy
"სერიული მკვლელი რომ მთავარ გმირს დაიჭერს და მთელი ბავშვობის ტრავმებს უყვება სანამ მოკლავს და ამ პერიოდში მთავარი გმირი რომ გამოსავალს პოულობს და გარბის ან თვითონ კლავს".
10. მანქანა, რომელიც არაფერში გამოგადგება
ფოტო: Giphy
"ნაჯახიანი მკვლელი რომ მისდევთ და მანქანა არ იქოქება, ან გასაღები უვარდებათ".
11. როცა წყვილი ერთმანეთის ცქერით მორიგეობით ტკბება
ფოტო: Giphy
"ბიჭი გახედავს გოგოს და გოგო არ უყურებს, მერე გოგო გახედავს, მერე ბიჭი და ასე უსასრულოდ. გააჩნია სერიალს ან ფილმს".
12. გულისრევა ყოველთვის ორსულობას ნიშნავს
ფოტო: Giphy
"მარტო ორსულობის გამჟღავნებამდე რომ მისდით და ერევათ გული და რომ გაბაზრდება უკვე, კარგად ხდებიან??"
13. "თქვენ წადით, ამას მე შევაჩერებ"
ფოტო: Giphy
14. როცა დანიშნულების ადგილი ყველამ კარგად იცის
ფოტო: Giphy
"-სად ხარ?
-საავადმყოფოში.
-კარგი, მოვდივარ.
რანაირად? როგორ? მთელ ქვეყანაში 1 საავადმყოფო აქვთ?"
15. "სახლში მივდივარ"
ფოტო: Giphy
"ყველაზე გავრცელებული: ფილმის ბოლოს უამრავი დრამის შემდეგ მთავარი გმირი ტაქსიში რომ ჯდება და მძღოლი ეკითხება: 'საით?' ეს რომ პასუხობს — 'სახლში, სახლში მივდივარ".
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები