სანამ ენმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს არ აღიარებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია — თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სანამ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს არ აღიარებს, რაიმე შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. მისივე თქმით, შერიგება და შეთანხმება ყოველთვის სამართლიანობასა და მის პრინციპებს ეფუძნება.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნამდვილად წარმოადგენს ზეპარტიულ ინსტიტუტს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. შერიგება და შეთანხმება ყოველთვის ეფუძნება სამართლიანობასა და მის პრინციპებს და სანამ ნაციონალური მოძრაობა სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა არაერთი მისი პოლიტიკური ლიდერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება რაიმე შერიგებაზე საუბარი", — განაცხადა თალაკვაძემ.
გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსი, წარსულზე საუბარი და იმის გააზრება რაც მოხდა.
6 დეკემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ქართული ოცნების დამარცხებამდე. ალტერნატივად სააკაშვილი მმართველ პარტიას "გონს მოსვლას" და ეროვნულ შერიგება შესთავაზა. მისი თქმით, "ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია". მესამე პრეზიდენტს "დიდი შერიგების" იდეა მანამდეც არაერთხელ ჰქონია.
ამავე თემაზე:
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები