ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არაა — საია-ს ანგარიში
ფოტო: Scientific American
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა სფეროს ძირითადი გამოწვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საია-ს განცხადებით, 2021 წელი განსაკუთრებით მძიმე წელი იყო არაერთი მიმართულებით — პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ორგანიზაციის თქმით კი, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები წინა წლის მსგავსად არ აღმოჩნდა საკმარისი.
პანდემია
"პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული სირთულეების წინაშე არიან სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირები, როგორც მძიმე შრომითი პირობების, ასევე დაბალი შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით. 2021 წელს დაფიქსირდა არაერთი გაფიცვა თუ სოციალური საპროტესტო აქცია, სადაც დასაქმებულები ითხოვდნენ ღირსეულ ანაზღაურებასა და საბაზისო შრომით უფლებებს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
საია-ს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ ბევრ ადამიანს სამსახური დააკარგინა. ამან საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების საკითხი. ხოლო, საბანკო დაწესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედებამდე.
დისტანციური სწავლება
ეკონომიკური საკითხების გარდა საია-ს ანგარიშში მოხვდა განათლების ხარისხი და ამ მიმართულებით ბავშვების უფლებები.
"პანდემიისას განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის სრულფასოვანი განათლების უფლების რეალიზების საკითხი. დისტანციურად წარმართული საგანმანათლებლო პროცესი სრულყოფილად ვერ ცვლის საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილებს, მითუფრო მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი სოციალურად დაუცველია და არ აქვს წვდომა ინტერნეტზე ან შესაბამის ელექტრონულ მოწყობილობებზე", — ვკითხულობთ ანგარიშში.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ლგბტქი თემის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევები.
"ლგბტქი თემის წევრებისთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. აგრეთვე, გაიზარდა მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. გარდა ამისა, ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები ძირითადად გამოუძიებელია.
ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს "ღირსების მარშის" დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა", — აცხადებს საია.
ორგანიზაციის ცნობით, ეს ფუნდამენტური უფლებები დაირღვა როგორც სახელმწიფოს აქტიური ჩარევით, დემონსტრანტების დაკავებით და მათ მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებით, ასევე სამართალდამცავების უმოქმედობით უზრუნველეყოთ გარკვეულ პირთა მიერ შეკრება.
ანგარიშში განხილულია მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები, რომლის დროსაც პოლიციამ ჯამში 46 მოქალაქე დააკავა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.
10 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებში იკვეთება საპოლიციო იძულების ღონისძიებების დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად გამოყენების ნიშნები.იმავდროულად, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა დაკავების შემდგომ მოქალაქეებისთვის ადვოკატზე წვდომის და ადგილსამყოფლის შესახებ ოჯახის წევრების ინფორმირების შესაძლებლობის შეზღუდვა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციის თქმით, მიმდინარე წელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც გამკაცრდა სანქციები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე, ამასთან შემცირდა მოსამართლის როლი განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა, გაუმართლებელია და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს.
"პრაქტიკაში უკვე გამოჩნდა, რომ შსს პრაქტიკაში ბოროტად იყენებს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია 24 საათიანი დაკავების ვადა ერთჯერადად გაახანგრძლივოს 24 საათით და შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი პატიმრობაში ჯამში 48 საათით ამყოფოს", — აცხადებს საია.
სასამართლოს სისტემა
საია-ს ცნობით, სასამართლოს სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. ორგანიზაციიც თქმით, "კლანის" ძალაუფლების ძირითად ბერკეტს იუსტიციის საბჭო და სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას", — აცხადებს საია.
ორგანიზაცია ახალი მოსამართლეების დანიშვნას ე.წ. კლანური მმართველობის მორიგ მანიპულაციად მიიჩნევს. საია-ს განცხადებით, მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას და გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები უზენაეს სასამართლოში.
"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას. ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიო ხდება არსებითი და გადამწყვეტი რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში. რეფორმების, რომელიც კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული, აღმოფხვრის კლანურ მმართველობას და მართლმსაჯულებას სანდოობას დაუბრუნებს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
არჩევნები
ანგარიშში განხილულია 2021 წლის არჩევნებიც. ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების კამპანიის პერიოდი ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე წარიმართა.
"საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციის მიმართ ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან", — ვკითხულობთ ანგარიშში.
საია აცხადებს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს შექმნილმა დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ქცევაზე და რიგ შემთხვევებში, ხელი შეუშალა საარჩევნო უფლების თავისუფალ გამოვლინებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის რეფორმამ შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ სიებში სქესთა თანაფარდობა. ცვლილებებით განისაზღვრა, რომ პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამით კი გაუარესდა საარჩევნო კოდექსის არსებული ნორმა, რომელიც პარტიებს ავალდებულებდა, პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის ყოფილიყო.
გარემოსდაცვა
საია-ს ანგარიშის მიხედვით, გარემოსდაცვითი კუთხით ქვეყანა კვლავ დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორცილების დროს ადამიანის უფლებათა გაუთვალისწინებლობისა და მათი დარღვევის ფაქტებზე.
"ქვეყანას ამ ეტაპამდე არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს მსგავსი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ამასთან, კვლავ პრობლემაა წიაღის მომპოვებელი კომპანიების საქმიანობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურების საკითხი, სახელმწიფოს მხრიდან ამ კომპანიების საქმიანობაზე არასათანადო ზედამხედველობა და ლიცენზიის პირობებთან მათი საქმიანობის შესაბამისობის შესწავლა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე "სამოქალაქო ომი" აღწერეს
გადახედვა
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კომენტარები