ჭყონდიდში განკვეთილი მღვდელმსახურების შევიწროება სისტემური დევნის ფორმას იღებს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭყონდიდში კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების სისტემური დევნა მიმდინარეობს და პოლიცია ვერ ახერხებს კანონის მიუმხრობელი დამცველის როლის შესრულებას.
"ჭყონდიდის ეპარქიაში კრიტიკული აზრის მქონე სასულიერო პირების მიმართ მოპყრობამ სისტემური დევნის ხასიათი მიიღო. თუმცა, სამწუხაროდ, საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში შექმნილ კრიზისზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს და ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნული ლეჩხუმისა და ცაგერის ეპისკოპოსი სტეფანეს რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც მრევლის შიგნით დაძაბულობის მიზეზიც ხდება, ეკლესიის ადმინისტრაციის მხრიდან სრულად არის შეწყნარებული", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადგილზე შეისწავლა 5-7 ნოემბერს მარტვილის რამდენიმე მონასტერში განვითარებული მოვლენები. მათი თქმით, პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტერში საცხოვრებელი სივრცეებიდან საპატრიარქომ, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, სათანადო პროცედურების გარეშე გამოასახლა.
"ჩვენი ორგანიზაცია ვერ შევა განკვეთისა და განკვეთილი სასულიერო პირების/ბერების საცხოვრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საეკლესიო სამართლებრივ განხილვაში, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის პერსპექტივიდან ცალსახაა გამოსახლების პროცედურის დარღვევა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს მხრიდან. აშკარაა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასულიერო პირების იძულებითი გამოსახლება საპატრიარქომ დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა დაწყებული გამოსახლების არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლებრივი პროცედურა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, იძულებით დაატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი სასულიერო პირებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცენტრი ადგილობრივი პოლიციის როლის პრობლემურობაზეც ამახვილებს ყურადღებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია განკვეთილი სასულიერო პირების მიმართ ძალადობისა და დევნის ფაქტებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებას დემონსტრაციულად არ ახდენს. ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზე, მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები. მათივე განცხადებით, საჭიროა შსს-ს მენეჯმენტმა გაითვალისწინოს ადგილობრივი პოლიციის წინაშე მდგარი სირთულეები და მიიღოს ადეკვატური ინსტიტუციური ზომები პოლიციის მხრიდან ეპარქიაში შექმნილი კონფლიქტების ეფექტიანი პრევენციისა და მართვისთვის.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასაც, დაიწყოს გამოძიება 5-7 ნოემბერს მიმდინარე მოვლენების დროს დევნისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე.
გარდა ამისა, ცენტრი მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების მძიმე სოციალური შედეგები მრევლისთვის და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოებისთვის და მიიღოს ყველა ზომა ეპარქიაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. ასევე, დაიცვას ბერებისა და მონაზვნების სოციალური ინტერესები და უსაფრთხოება ამ პროცესში.
19 სექტემბერს მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. ბერებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს და ადგილზე რჩებოდნენ. 3 ნოემბერს მათ საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ 4 ნოემბრამდე შეეწყვიტათ "საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა". წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერდა. ბერებმა ისევ უარი თქვეს ტერიტორიიდან გასვლაზე.
5 ნოემბერს ისინი მონასტერში აღარ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ბერები ამბობენ, რომ იბრძოლებენ და მონასტერს არ დატოვებენ.
7 ნოემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მონასტრიდან ბერების გაშვება "ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებას" შეადარა. ამ მონასტრის ამბიონიდან მან განაცხადა, რომ ეს ყველასთვის გაფრთხილება უნდა იყოს და დღეიდან ცხოვრება გაგრძელდება "ეკლესიისადმი მორჩილებით და პატრიარქის მოხსენიებით". იმავე დღეს დაპირისპირებისას პოლიციამ 7 პირი დაკაავა. უწყების განმარტებით, 6 მათგანი ადმინისტრაციული წესით პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ხოლო ერთი პოლიციელზე თავდასხმისთვის არის დაკავებული.
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
კომენტარები