10 ტიპის რუმმეითი, რომელსაც კომუნალურებთან ერთად უნდა გაუმკლავდე
ფოტო: Warner Bros. Television
ხშირად დაუგეგმავად თუ დიდხნიანი ნატვრის შემდეგ სხვადასხვა ადამიანთან ერთად გვიწევს ცხოვრება, რასაც სირთულეები და გაცრუებული იმედებიც თან სდევს. იმის გათვალისწინებით, რომ ხანდახან საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი წვრილმან დეტალებზე უთანხმოება მოგვდის, სრულიად უცხო ადამიანთან ცხოვრების დაწყება რომ უფრო სარისკოა, ალბათ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით.
არც ის არის გამორიცხული, ადამიანს მთელი ცხოვრება იცნობდე, მაგრამ თანაცხოვრებისას უამრავი ისეთი დეტალი აღმოაჩინო, რაც აქამდე არ შეგიმჩნევია და არც მოგწონს. მოკლედ, სტატიაში იმ ტიპის რუმმეითებს გაეცნობით, რომლებთანაც ცხოვრება რთულია, მაგრამ თან დიდი გამოცდილების მომცემი.
სპოილერი: სტატიის წაკითხვის შემდეგ მინიმუმ 10 ტიპის ადამიანის გამორიცხვის შესაძლებლობა გეძლევათ, თუ სხვასთან ერთად თანაცხოვრებას აპირებთ.
1. წვეულების მოყვარული
ფოტო: Gifer
თუ საკუთარ სახლში შესვლისას ხშირად ფიქრობთ, რომ მისამართი აგერიათ, ესე იგი, თქვენ წვეულებების მოყვარული რუმმეითი გყავთ. თქვენს საწოლზე ჩამომსხდარი ადამიანების უმრავლესობას თუ ვერ ცნობთ, არა უშავს, დიდი შანსია, მათ არც თქვენი რუმმეითი იცნობდეს.
გირჩევთ, ასეთი შეკრებების სიხშირეზე გონივრული ლიმიტი თავიდანვე განსაზღვროთ ან მინიმუმ ის მაინც შეგატყობინონ, როდის იგეგმება "წვეულება". წინააღმდეგ შემთხვევაში, დედლაინის წინ გამწარებული მუშაობის დროს ვინმე ექსტრემის მოყვარული თქვენს გაცნობას შეეცდება და ისედაც დაძაბულ საათებს უარეს ჯოჯოხეთად გიქცევთ.
2. გინდ ყოფილა, გინდ არა
ფოტო: Gifer
ამ კატეგორიის რუმმეითები ხშირად კვირაობით იკარგებიან და შეიძლება, თანდათან იმის განცდაც გაგიჩნდეთ, რომ სრულიად მარტო ცხოვრობთ. თავიდან კი გაფრთხილებენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აღარც ამის შეტყობინებით იწუხებენ თავს.
აქ ჩამოთვლილი რუმმეითებიდან, ალბათ, ყველაზე სასურველი სწორედ ეს კატეგორიაა. თუმცა მათთან ერთად ცხოვრებას ერთი პრობლემა მაინც ახლავს თან: მისი მშობლები, ნათესავები და შორეული მეგობრები ყოველ საღამოს მისტიკურ გარემოებაში თქვენგან ელიან პასუხს, თუ სად არის ის ამჯერად.
3. ჩუმად პრეტენზიული
ფოტო: Gifer
ამ ტიპის რუმმეითები, ერთი შეხედვით, ძალიან საყვარელი და თავაზიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ! რეალურად, მათ ბევრი რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ ამის შესახებ არასდროს არაფერს ამბობენ. რა თემაზეც უნდა სცადოთ საუბარი, როგორი გასართობი იდეაც უნდა შესთავაზოთ ან რამდენჯერაც მისი საყვარელი ტკბილეულით მზრუნველობა გამოხატოთ, ისინი გულწრფელად არასდროს დაგელაპარაკებიან.
ასე რომ, ნურც იმაზე ფიქრით დაიტანჯავთ თავს, ეს ადამიანები საერთოდ საიდან მოვიდნენ და არც იმაზე იღელვოთ, შემდეგ რა მიზეზით წავლენ. ამას ვერასდროს გაიგებთ!
4. დალაგების ობსესიით შეპყრობილი
ფოტო: Giphy
ჰიგიენის საწინააღმდეგო, ალბათ, არავის არაფერი გვაქვს, მაგრამ სუფთა ჭურჭლის თავიდან დარეცხვის ფაქტს თუ შეესწრებით, სამომავლოდ ფრთხილად იყავით! დალაგების ობსესიით შეპყრობილ ადამიანებთან ცხოვრებისას არც იმან უნდა გაგაკვირვოთ, რომ საღამოსთვის შერჩეული კაბა სარეცხ მანქანაში დაგხვდეთ. რატომ? იმიტომ რომ იფიქრა, იქნებ ესეც ჭუჭყიანი ხომ არ იყოო.
ასეთ დროს ერთადერთი რჩევა ის იქნება, რომ თავიდანვე შეთანხმდეთ ერთმანეთის ნივთების ხელშეუხებლობაზე. იქნებ ეს მცდელობა თქვენს შემთხვევაში მაინც წარმატებული აღმოჩნდეს.
5. მეწვრილმანე
ფოტო: Gifer
ასეთი რუმმეითები საკმაოდ სასურველი თანამაცხოვრებლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. არც გადასახადების გადახდას აგვიანებენ და არც მაღაზიიდან საჭირო ნივთების ამოტანა ავიწყდებათ, მაგრამ არ შეცდეთ, ყველაფერი ასე მარტივად ვერ იქნება.
როცა პირველად მოგთხოვთ, რომ გაზის დავალიანება 17 ლარი და 67 თეთრი ზუსტად შუაზე გაიყოთ, შეიძლება გაგეცინოთ და ხუმრობად ჩათვალოთ. აი, ერთად შეძენილი კევის დათვლისას თუ გამოიჭერთ, უკვე ნამდვილად დაფიქრება გმართებთ, იქნებ საერთოდ არ იცნობთ ამ ადამიანს? ბოლოს კი, დილით სამსახურისკენ მორბენალს ყავის სათავსო ცარიელი შეიძლება დაგხვდეთ, რადგან თქვენმა რუმმეითმა მოგზაურობისას თან გაიყოლა. მიზეზი მარტივია: ბოლოს ხომ ყავა მან შეიძინა?!
6. ხმაურიანი
ფოტო: Gife
ასეთი რუმმეითების ხმა მაშინაც კი გესმის, როცა სახლში არ არიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სიმშვიდის არსებობის აღარ გჯერა. თუ თვლით, რომ ხმაურიანი რუმმეითები გაუჩერებელი ლაპარაკით მხოლოდ მაშინ გაწუხებენ, როცა დაკავებულები ხართ, ცდებით.
მათ თითოეულ მოძრაობას, სახლიდან მუშაობას, მეცადინეობას და გართობასაც კი, სიმშვიდის დარღვევა შეუძლია. ეს განსაკუთრებით მტკივნეული მაშინ არის, როცა თქვენ დილის 7 საათზე გაღვიძებას სულაც არ აპირებდით, მაგრამ მათი სახლიდან გასვლისა და მომზადების რიტუალი ნახევრად სიზმარში გადაგეზრდებათ და ბოლოს აღარ გჯერათ, რომ ნამდვილად წავიდა და უკვე მარტო ხართ.
ბონუსი: როგორც წესი, მათი მეგობრებიც ხმაურიანები არიან ხოლმე.
7. მოუწესრიგებელი
ფოტო: tenor
მართალია, თავის მოვლა ან საკუთარი ჩაცმულობის არჩევა ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური საკითხია და ამაში ჩარევის უფლება ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა პირად ჰიგიენაში არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის გადალახვითაც შენთან თანამცხოვრები ადამიანი უსიამოვნო მდგომარეობაში შეიძლება ჩააგდო.
თუ სახლში დაბრუნებული სუფთა ჭიქას ვერ პოულობთ, რათა ყავა მოიმზადოთ, ეს იმის პირველი ნიშანია, რომ თქვენი რუმმეითი მოუწესრიგებელი ადამიანია. როგორც წესი, ამას თან სდევს მუდმივად უწესრიგოდ მიყრილი ნივთები და სახლის დალაგების მუდმივი პრობლემა, რომელიც რატომღაც მხოლოდ თქვენი ვალდებულებაა. ამ სიტუაციის მოგვარების გზა რთული საპოვნელია, რადგან ზრდასრული ადამიანის ჩვევების შეცვლის მცდელობა, ძირითადად, უშედეგოა.
8. იდეოლოგიებით შეპყრობილი
ფოტო: tenor
რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს სხვა ადამიანების მსოფლმხედველობა, მათ ვერ ვაიძულებთ, რომ თავიანთ რწმენებზე უარი თქვან. თუმცა მედლის მეორე მხარეა, როცა თითქმის ფანატიკურად განწყობილი რუმმეითები ჩვენს ინდოქტრინაციას საკმაოდ სახალისო და უცნაური მეთოდებით ცდილობენ.
თუ თქვენს საერთო ოთახში რელიგიური ნივთების რაოდენობა ნელ-ნელა იმატეს, ეს მხოლოდ დასაწყისია. თანდათან თქვენი პირადი სივრცე არა მხოლოდ პირდაპირი გაგებოთ ვიწროვდება, არამედ მენტალურადაც. ამას თან სდევს გაუთავებელი და წრიული არგუმენტების მქონე საუბრები პოლიტიკის, ეკონომიკისა და ადამიანთა უფლებების შესახებ, რაზეც ვერც ვერასდროს შეთანხმდებით. ალბათ, საუკეთესო გამოსავალია, რომ ამ ყველაფერს იუმორით შეხედოთ და დიალოგისას კარგადაც გაერთოთ, თუმცა ბოლოს ესეც ძალიან მომაბეზრებელი ხდება.
9. ის, ვისთვისაც პირადი სივრცე უცხო ხილია
ფოტო: Tenor
თუ პერიოდულად ამჩნევთ, რომ თქვენმა ნივთებმა სახლიდან წასვლა და უკან დაბრუნება დაიწყეს, სანამ მისტიკაზე ფიქრს დაიწყებთ, ჯერ თქვენი რუმმეითი გაიხსენეთ. არც ისე ხშირი შემთხვევაა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირად და საერთო საკუთრებას შორის საზღვარს ვერ ავლებენ.
თუ ამის განმარტების შემდეგ პრობლემა მოგვარდა, მაშინ გაგიმართლათ. სხვა შემთხვევაში, ზოგჯერ მოდის ახალი ტენდენციების დამკვიდრება და ქუჩაში ისეთი თავდაჯერებული მზერით სიარულის შესწავლა მოგიწევთ, თითქოს თქვენს ჩაცმულობაში არც არაფერია უცნაური: თქვენს გარდერობში პირად სამოსს რომ ვეღარ იპოვით, მოგიწევთ, იმის ჩაცმას დაჯერდეთ, რაც რუმმეითმა თქვენთვის დატოვა.
10. კონკურენტი
ფოტო: Giphy
ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომლის მამოძრავებელი ღერძიც კონკურენციაა და თან ამას ადრეული ასაკიდან, სკოლაშივე, გვაჩვევენ. აქედან გამომდინარე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც კონკურენციას სრულიად უადგილო სიტუაციებშიც კი ხედავენ, მაგრამ ეს მაინც სახალისოა.
თუ თქვენ ბოლო პერიოდში ტექნიკა განაახლეთ ან ფეხსაცმელი/ტანსაცმელი შეიძინეთ, თქვენი კონკურენტი რუმმეითი არაფრით არ უნდა ჩამოგრჩეთ და დაახლოებით ერთ კვირაში იმავე კატეგორიის ნივთის ყიდვას სხვათა შორის გამცნობთ. შეგიძლიათ, გამიზნულად სწორედ ის ნივთი შეიძინოთ, რისი შეცვლის საჭიროება მას ნამდვილად არ აქვს და რეაქციას ჩუმად დააკვირდეთ. ერთი შეხედვით, ეს იდეა საკმაოდ სასტიკად ჟღერს, მაგრამ ცხოვრება თავადაც ხომ უნდა გავიხალისოთ.
ფოტო: Tenor
და ბოლოს, დიდი ალბათობით, იდეალური რუმმეითები არ არსებობენ და სხვებისთვის არც ჩვენ ვართ ასეთები. ვიღაცას შეიძლება ლეპტოპზე აკრეფილი ასოების ხმითაც კი ვაღიზიანებთ, ვიღაცას კი — საწოლში გადატრიალებით.
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები