არც კი დაელოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, ისე დააანონსეს აქცია — პაპუაშვილი ენმ-ზე
ფოტო: ანა მსხალაძე/On.ge
ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უჭირს "ობიექტური ჭეშმარიტებების" აღიარება. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციის მიერ აქციის დაანონსებას. პაპუაშვილის თქმით, ის, რომ აქციის ჩატარება ოპოზიციამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასების გაცნობამდე გადაწყვიტა ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი აღქმებითა და სურვილებით ხელმძღვანელობენ.
"ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრების გაცნობამდე ნაციონალურმა მოძრაობამ, ერთი საათით ადრე დააანონსა, რომ ისინი აპირებენ აქციების მოწყობას. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ სწორედ იმას, რასაც ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ ეს პოლარიზაცია, მიუღებლობა სხვისი აზრის და ზოგადად, ობიექტური ჭეშმარიტებების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, ვნებს საერთო ჯამში ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს.
არც კი დაელოდნენ სადამკვირვებლო მისიების შეფასებას, თავისი აღქმებით, თავისი დამოკიდებულებებით, თავისი სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს აქცია", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ისინი სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებენ. მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ "მოპარული არჩევნები" რომელიმე ხელისუფალს შერჩება.
რაც შეეხება ეუთო/ოდირის შეფასებას, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა უბნების გარეთ მობილიზებული პირები და დამკვირვებლები, რომლებიც პარტიული მხარდამჭერების როლში მოქმედებდნენ.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დელეგაციის დაკვირვებით, ადგილი ჰქონდა ძალადობას, ძალაუფლების არასათანადო გამოყენებას და დაშინებას ძირითადად ოპოზიციის მისამართით.
გაიგე მეტი:
- როგორ აფასებს ეუთო/ოდირი 30 ოქტომბრის არჩევნებს
- ძალადობა, ძალაუფლების არასათანადო გამოყენება, დაშინება — ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის შეჯამება
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
კომენტარები