მოგვეცა სააკაშვილთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება, უკანონო ქმედება აღმოფხვრილია, ეს მისასალმებელია — ადვოკატი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/TV პირველი
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ადვოკატებს დღეს მასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცათ. ბასილაიას თქმით, უკანონო ქმედება უკვე აღმოფხვრილია, რაც მისასალმებელია. საუბარია შეხვედრების ოთახში ბარიერის აღმართვაზე.
"დღეს მოგვეცა მასთან სრული, განახლებული, სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ დაწესებულებაში. ეს მისასალმებელია და გუშინ რაც მოხდა და რაც არ იყო ნამდვილად კანონიერი ქმედება, ეს იყო უკანონო ქმედება, დღეს იყო აღმოფხვრილი და მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მიხეილ სააკაშვილის პროტესტის უკიდურეს ფორმაზე მიმართვა არ გახდება საჭირო იმისთვის, რომ მისი კანონიერი უფლებები იყოს უზრუნველყოფილი. საჭირო გახდა მიხეილ სააკაშვილისგან რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, მედიკოსების მომსახურებაზე უარის თქმა საიმისოდ, რომ ადვოკატებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდა", — ამბობს ის.
სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ სააკაშვილი ექიმებთან კომუნიკაციას გააგრძელებს.
"პრობლემა მოგვარდა, აღმოიფხვრა და დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა ამ მიმართულებით [საუბრის ჩეწერა]. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარი, ასევე, გააგრძელებს მედიკოსებთან და კონსილიუმის წევრებთან კომუნიკაციას", — უთხრა მან მთავარ არხს.
მისივე ინფორმაციით, დღეს კონსილიუმის წევრები ციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა სააკაშვილი პროტესტის გამო არ შეხვდა, რის გამოც წუხს, ბოდიშს უხდის და ადასტურებს ნდობას მათ მიმართ.
გუშინ, 27 ოქტომბერს დიმიტრი საძალიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც სააკაშვილს წერილებით ეკონტაქტებოდნენ, ბადით დაფარეს. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ შეხვედრათა ოთახს პირვანდელი სახე არ დაუბრუნდება, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს.
დღეს, 28 სექტემბერს პენიტენციურმა სამსახურმა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვა ახსნა იმით, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ. კერძოდ, უწყების განმარტებით, წერილებს ისინი ერთამანეთს "მაგიდაზე ასვლის გზით" აწვდიდნენ. ამასთან, სააკაშვილი უარს ამბობდა პირბადის გამოყენებაზე. აღნიშნულზე დღესვე ბასილაიამ თქვა, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ დაწესებულებაში შესასვლელად PCR ტესტი იყო საჭირო.
მანამდე, 26 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მიმსვლელებს ციხიდან წერილის გამოტანის უფლებას არ აძლევენ. როგორც მან აღნიშნა, დაწესებულებაში შესვლისას გააფრთხილეს, რომ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება. ნაყოფია ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტისგან წერილების მიღება ამიერიდან მხოლოდ ფოსტის ან ადვოკატების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნულს პენიტენციურმა სამსახურმა იმავე დღეს უპასუხა. მათი განცხადებით, პატიმართან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება. მათივე თქმით, ადვოკატიც არ არის უფლებამოსილი, რომ ციხიდან ბრალდებულის წერილები გამოიტანოს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 28-ე დღეა შიმშილობს.
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები