"ჩაიშალა", "გაფუჭდა", "დაგვიანდა" ძალიან დამაბნეველია ისედაც მერყეობის ფაზაში მყოფი ადამიანისთვის — გაბუნია ვაქცინაციაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცრების ტემპის შენელების ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინის გვიან შემოტანისა და არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიის გამო ხელისუფლების კრიტიკას ასახელებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ვაქცინის სიკეთეებზე ინფორმაციას სჭარბობდა პოლიტიკურად მოტივირებული მესიჯები, როგორებიცაა — "ჩაიშალა", "ჩაფლავდა", "გაფუჭდა", "დაგვიანდა". მისი თქმით, პირს, რომელმაც ვაქცინაციის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, "საინფორმაციო უზრუნველყოფა სჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენი საინფორმაციო კამპანია "უფრო მეტად ნეგატიურ მესიჯებზე იყო დამყარებული, ვიდრე პოზიტიურ მესიჯებზე".
"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სტაბილურად და თანმიმდევრულად ვაზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინა და რა სიკეთის მომტანია და ნამდვილად არის და დღითი დღე უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ ეს ნამდვილად ასეა, ხშირად ამ ტიპის კამპანიას გადაფარავს გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული მესიჯები — ჩაიშალა, ჩაფლავდა, გაფუჭდა, დაგვიანდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაბნეველია ისედაც მერყეობის ფაზაში მყოფი მოქალაქისთვის. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რაღაცნაირად ერთიან, დადებით, პოზიტიურ მესიჯებს შევინარჩუნებთ ვაქცინაციასთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, ვის წარმოვადგენთ, რა ინტერესი გვაქვს სხვა არენაზე... ვაქცინაციასთან მიმართებაში ყველა ინტერესის გაერთიანება დღეს არის კრიტიკული", — თქვა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილეს ვაქცინაციის ტემპის შენელების მიზეზებზე პარლამენტში ჰკითხეს. მან გამოყო ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემაც, თუმცა თქვა, რომ ეს შედარებით მარტივად მოგვარებადია.
"ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორი არის ის, განსაკუთრებით რაიონებში, რამდენად აქტიურად იმუშავა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შეძლო თუ არა, მოსახლეობას რამდენად ჰქონდა მხარდაჭერა თავისივე სოფლის თემისგან, იქნებოდა ეს მერი, გუბერნატორი, თუ სხვა, რომელიც დაეხმარებოდა ტრანსპორტის ორგანიზებაში, პირადად დაელაპარაკა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დღეს ერთ-ერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდეს, იქნება უშუალოს სოფლის დონეზე მოსახლეობასთან მუშაობა", — თქვა გაბუნიამ.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმზე და აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვეტილება მიიღოს იმის შესახებ, რა ინტერვენციას ჩაიტარებს დაა ვაქცინას გაიკეთებს თუ არა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ის, რომ როდესაც მიდის სამუშაო გარემოში, ბიზნეს გარემოში, სოციალურ ღონისძიებაზე, დაცული იყოს ეპიდემიური რისკებისგან. აქ არჩევანის საფუძველზეა ვაქცინაცია ან PCR ტესტირება დაბალანსებულია ამ შემთხვევაში უფლებრივი საკითხები", — თქვა მან.
ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წუხან და გვეხმარებიან. მისი თქმით, მსჯელობენ მექანიზმზე, როგორ შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური მწვანე საშვის ამოქმედება როგორც უფლებრივ, ისე აღსრულების ჭრილში.
მინისტრის მოადგილემ თქვა ისიც, რომ მოსახლეობის დაახლოებით 80% უნდა იყოს აცრილი, რათა ქვეყანამ შეზღუდვების გარეშე სტაბილურად შეძლოს ფუნქციონირება.
18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებული აცრების რაოდენობაა — 1 899 938, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 892 410 ადამიანი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 374, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
კომენტარები