თიბისისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში "დეკანტერი" ქართული ღვინის შესახებ სტატია დაიბეჭდა
ფოტო: თიბისი
თიბისის ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალ "დეკანტერში" თიბისის პარტნიორი ღვინის 7 კომპანიის პროდუქციის შესახებ დაიბეჭდა.
ღვინის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ოქტომბრის ნომერში საქართველოზე, ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე მომზადდა სტატია სათაურით — "ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა".
სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: "ასკანელი ძმების" მუზა, "თბილღვინოს" ქვევრის რქაწითელი, "ბადაგონის" ალავერდის ტრადიციები, "ქართველის" საფერავი ქვევრი, "შატო მუხრანის" ქვევრის საფერავი 2017, "მარნისკარის" შატო ნეკრესი-სანავარდო და "კორპორაცია ქართული ღვინოს" აკიდო — წინანდალი.
სტატიაში საუბარია ქართული ღვინის კულტურის რვაათასწლიან ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებზე.
"პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებაში, მაშინ, როდესაც ფიზიკური გამოფენები და ღონისძიებები შეჩერებულია და შესაბამისად, მეღვინეების წვდომა საერთაშორისო აუდიტორიაზე — შეფერხებული, თიბისისთვის კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა მეღვინე პარტნიორებისათვის მხარდაჭერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არ შეჩერდეს იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ ღვინოს გაყიდვების დიდი პოტენციალი აქვს — დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ჩინეთში. ჟურნალ "დეკანტერში" მომზადებული სტატია, რომელსაც საერთაშორისო აუდიტორია გაეცნობა, ვფიქრობთ, დროული და სწორი გადაწყვეტა იყო. ზოგადად, სხვადასხვა ინიციატივის პარალელურად, მეღვინეებს წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში ვუჭერთ მხარს — ვენახის მოვლიდან დაწყებული, პროდუქტის ექსპორტზე გატანით დამთავრებული. თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, ღვინის სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. სფეროს განვითარებისთვის და მისთვის დამატებითი რესურების მოძიების მიზნით, სახელმწიფო პროგრამებთან არაერთი ინიციატივის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიები, თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იყვნენ აღჭურვილები და საბოლოოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია შექმნან, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მეღვინეობის პროექტებში თიბისის განხორციელებული ინვესტიცია 450 მილიონ ლარამდეა“, — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს "ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის" ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის დეგუსტაციები და პრეზენტაციები ეწყობა. სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღვინის კონკურსებში, გამოფენებსა და ფესტივალებში. ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე 3 ძირითადი გზავნილით წარსდგება: "საქართველო ღვინის სამშობლო", რაც დაფუძნებულია მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებზე. მნიშვნელოვანი გზავნილია "8 ათასი უწყვეტი რთველი" — საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის წინ დაიწყეს ღვინის წარმოება და დღემდე უწყვეტად გრძელდება ეს ტრადიცია. მესამე ძირითადი გზავნილია — 525 უნიკალური ადგილობრივი ჯიში, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოს მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის. ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქართული ქვევრის ღვინო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგია, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე ითვალისწინებს სტატიების განთავსებას მსოფლიოს პრესტიჟულ გამოცემებში, მათ შორის, ისეთში, როგორიცაა ჟურნალი "დეკანტერი". ამ გზით ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება პროფესიონალებისა და მოყვარულების წინაშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. პანდემიის პირობებშიც, ჩვენ ვაგრძლებთ ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც სახელმწიფომ მეღვინეობის დარგის განვითრების ხელშეწყობისთვის შეიმუშავა", — ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
ჟურნალი "დეკანტერი" 100-მდე ქვეყანაში ვრცელდება და მას ღვინის სექტორის პროფესიონალი წარმომადგენლები, კოლექციონერები თუ მოყვარულები ეცნობიან. "დეკანტერის" ექსპერტები და დეგუსტატორები ყოველწლიურად ათასობით ღვინოს უწევენ რეკომენდაციას.
ჟურნალ "დეკანტერის" სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: Decanter.com
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები