ჩანაწერი ფაილიდან: ივანიშვილი იაკობს ფოსტალიონად იხსენიებს, რომელსაც სერიოზულ ფიგურად არავინ განიხილავს
ფოტო: საპატრიარქო
საპატრიარქოსთან დაკავშირებულ ფაილებში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს "ფოსტალიონად" მოიხსენიებს. ამის შესახებ დოკუმენტებში არქიმანდრიტ ბართლომეზე დაყრდნობითაა დაწერილი.
კერძოდ, ფაილებში გვხვდება, სავარაუდოდ, ბართლომე ფირცხალაშვილის საუბარი ერთ-ერთ მონაზონთან, რომელშიც ის ყვება, რომ საჩხერეში სტუმრად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახში. მისი მტკიცებით, ივანიშვილთან პატრიარქობის სავარუდო კანდიდატები განიხილეს და იმაზე ისაუბრეს, რომ მეუფე იაკობი მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ე.წ. ფოსტალიონის როლს ასრულებს და მას სერიზოულ ფიგურად არავინ განიხილავს.
"ბ.ფირცხალაშვილის სიტყვებით ბ.ივანიშვილი დაინტერესდა თუ რომელ მღვდელმთავრებს აქვთ პატრიარქობის ამბიცია, რაზეც ბ.ფირცხალაშვილმა დაასახელა მიტროპოლიტები იობი აქიაშვილი, დანიელ დათუათვილი, დიმიტრი შიოლაშვილი და აბრაამ გარმელია. ბ.ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ხსენებული მიტროპოლიტებიდან ბ.ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ დადებითად დაახასიათეს აბრაამ გარმელია, რომელიც მოიხსენიეს განათლებულ და რეფორმატორ პიროვნებად. უარყოფითად შეაფასეს იობი აქიაშვილი.
ბ.ფირცხალაშვილის სიტყვებით მისი და ბ.ივანიშვილის საუბარი შეეხო ქორეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილსაც. ამ უკანასკნელს ბ.ივანიშვილი იხსენიებს "ფოსტალიონად" მთავრობასა და საპატრიარქოს შორის, რომელსაც სერიოზულ ფიგურად არავინ განიხილავს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე ფაილში ფირცხალაშვილი სხვა მონაზონს უყვება კიდევ ერთ ისტორიას, სავარაუდოდ, ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ. ჩანაწერის მიხედით, ივანიშვილი ნაწყენი იყო იმაზე, რომ პატრიარქმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ახალი წელი მიულოცა, თუმცა "არ უნდოდა მოხუცის განაწყენება" და შენიშვნა მის მდივან რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს მისცა.
"აცნობა, რომ ბ.ივანიშვილი განაწყენებულია და არასწორად მიიჩნევს პატრიარქის მიერ საახალწლო მისალოცი ბარათის გაგზავნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით. ბ.ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ბ.ივანიშვილმა ზემოთხსენებული ფაქტის გამო მხოლოდ იმიტომ უსაყვედურა შორენა თეთრუაშვილს, რადგან არ უნდოდა მოხუცის განაწყენება და არ ადანაშაულებს თეთრუაშვილს წერილთან მიმართებაში. ივანიშვილი ამჟამად ცდილობს მისი პოზიცია მივიდეს პატრიარქის ყურამდე", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები