მოვუწოდებთ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ინკლუზიური მთავრობის შექმნისკენ — NATO ავღანეთზე
ფოტო: NATO
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთის საკითხზე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერენ, რომ შეშფოთებულები არიან მიმდინარე მოვლენების გამო და მოუწოდებენ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. მინისტრები აღნიშნავენ, რომ შემაშფოთებელია ცნობები ავღანეთში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების შესახებ და მოუწოდებენ, რომ დაცული იყოს საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები ყველა გარემოებაში.
"ახლა ჩვენი უშუალო ამოცანაა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების და ავღანელების უსაფრთხო ევაკუაცია, მათ შორის, მათი ვინც გვეხმარებოდა. ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში უფლებამოსილ პირებს პატივი სცენ და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და მოწესრიგებულ გამგზავრებას, მათ შორის, ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. სანამ ევაკუაციის ოპერაციები გაგრძელდება, ჩვენ შევინარჩუნებთ მჭიდრო ოპერატიულ კოორდინაციას მოკავშირეთა სამხედრო საშუალებებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
მინისტრები ამბობენ, რომ ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად და გააგრძელოს იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ მიღწევების მშენებლობა, რომელსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწიეს. მათივე თქმით, გვერდით უდგანან სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ავღანურ საზოგადოებაში.
"ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთის ყველა მხარეს კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით", — აცხადებენ ისინი.
მინისტრები განმარტავენ, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულად შეწყვიტეს ავღანეთის ხელისუფლების დახმარება და ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ ავღანეთში უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები — კანონის უზენაესობის დაცვა, ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლობის უზრუნველყოფა და ის, რომ ავღანეთი ვერადროს იქცეს ტერორიზმის სამიზნედ.
ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.
გაიგეთ მეტი:
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები