პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2016 წელს სამართალდარღვევის 221 შემთხვევა გამოავლინა
ფოტო: On.ge
2016 წლის განმავლობაში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 221 სამართალდარღვევის შემთხვევა გამოავლინა. მათგან ნაწილს ჯარიმა დაეკისრა, ნაწილს მონაცემთა დაცვა დაევალა, ნაწილ შემთხვევაში კი უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გასული წლის მონაცემების შედეგები დღეს გაასაჯაროვა.
სამართალდარღვევის 221 შემთხვევიდან: 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა; 35-ს გაფრთხილება; არაერთ საჯარო და კერძო დაწესებულებას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია; 47 შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, ხოლო 6 შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, საქმე გადაეცა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.
საჯარო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ყველაზე მეტი შემთხვევა (35) საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეისწავლა, რომელსაც მოჰყვებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (14) და სასჯელაღსრულების სამინისტრო (9). რაც შეეხება კერძო კომპანიებს, კერძო სექტორში ყველაზე მეტი შემთხვევა (59) ონლაინსესხების და სესხის ამომღები კომპანიებში შეისწავლეს, რომელსაც მარკეტინგის განმახორციელებელი კომპანიები (39) და ბანკების, მიკროსაფინანსო კომპანიებისა და კრედიტინფო (37) მოჰყვებოდა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ე.წ. სარეკლამო შეტყობინების - პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით ინსპექტორს 2016 წელს 48 მოქალაქემ მიმართა. აქედან, გამოვლინდა დარღვევის 30 შემთხვევა, 27 შემთხვევაში დამრღვევ ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, ხოლო სამ შემთხვევაში სანქციის შეფარდება ვერ მოხდა კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
როგორც ანგარიშშია ასახული, 2015 წელთან შედარებით 2016-ში სამჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა; ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი კი ორჯერ.
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა

კომენტარები