ერთი წამითაც რომ მეპარებოდეს ეჭვი ამ პროექტის სტრატეგიულობაში, აქ არ ვიდგებოდი — თურნავა გადადგომაზე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ერთი წამით რომ ეპარებოდეს ეჭვი ნამახვანჰესის სტრატეგიულ მნიშვნელობაში, ჟურნალისტების წინაშე არ იდგებოდა. ასე გამოეხმაურა მინისტრი მისი გადადგომის მოთხოვნას მედიასთან.
"მე ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებით მოწოდება არ დამჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი, რომ ნამახვანჰესი, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას", — განაცხადა მან.
ნათია თურნავამ თქვა ისიც, რომ მსხვილი ჰიდროსადგურები პროტესტს სხვა ქვეყნებშიც იწვევს და "რაღაცა განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის", მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მისი განცხადებით, როცა საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით და "არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით.
"ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ სიმართლე გაიგოს", — აღნიშნა მან.
თურნავა მიუთითებს, რომ კითხვებზე პასუხების გასაცემად რამდენიმე პლატფორმა შეიქმნა, კერძოდ, ექსპერტთა საბჭო და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის ჩართულობა. მისი თქმით, ყველა ამ პლატფორმის ფარგლებში და 12-თვიანი მორატორიუმის პირობებში, ნამახვანი გაცილებით უფრო სრულყოფილი პროექტი გახდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მინისტრმა აქტივისტებს "კონსტრუქციულ დიალოგში" ჩართვისკენ მოუწოდა.
"რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი, რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელი ხელისუფლების მიმართაც და საზოგადოების მიმართაც. განსაკუთრებით მიუღებელია მოწოდება იმისკენ რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ", — ამბობს თურნავა და დასძენს, რომ პანდემიამ ისედაც ეკონომიკის თითქმის პარალიზება მოახდინა და ახლა "ქვეყანა უნდა გავხსნათ, ავამოქმედოთ, გამოვაცოცხლოთ და ტურისტებს დავახვედროთ უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო".
ეკონომიკის მინისტრმა თქვა ისიც, რომ როგორც სახელმწიფოს, ასევე, ინვესტორის მხრიდან თავდაპირველად იყო კომუნიკაციის პრობლემა და ბევრი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა, რამაც რეალური სურათის დანახვა შეაფერხა, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა" მისცა "დავალება კომუნიკაციის", ენერგეტიკაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი ძალიან გააქტიურებულია.
"ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო — დიალოგი, კომუნიკაცია. მაგრამ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სწორ ფორმატში, ექსპერტების, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგიაზე და ჰიდრონაგებობების მდგრადობაზე. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც უპრიანია, რომ გაირკვეს ექსპერტების ჩართულობით", — განაცხადა თურნავამ.
მეორე დღეა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. აქტივისტებთან ერთად, პროტესტს უერთდებიან ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები, ასევე, მართლმადიდებელთა მშობელთა კავშირი და სხვა სასულიერო პირები. 24 მაისის აქციაზე მივიდნენ სირცხვილიას აქტივისტებიც, თუმცა მათ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები ლგბტ სამკლაურის გამო დაუპირისპირდნენ, ვარლამ გოლეთიანმა კი ძალადობა ზოგადად დაგმო, თუმცა დაპირისპირების მიზეზად ლგბტ სიმბოლიკა წარმოაჩინა და არა აგრესიული ჯგუფები.
მოთხოვნები, რომლებიც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა, შემდეგია:
- დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
- გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.
აქციის ორგანიზატორებმა ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დედაქალის პარალიზება დააანონსეს.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.
პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.
გაიგე მეტი:
- აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში მიიღებენ პასუხს — ბარნაბიშვილი აქტივისტების პირობებზე
- რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ, მაგრამ, ეს მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ — გოლეთიანი
- მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება — მუსელიანი ნამახვანის თემაზე შეხვედრის შემდეგ
- შევთანხმდით, რომ წითელი ხაზების გარეშე ვლაპარაკობთ — სუბარი აქტივისტებთან დიალოგის დასრულების შემდეგ
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
კომენტარები