შერონ სტოუნმა ახალგაზრდა დიკაპრიოს თავად მისცა ხელფასი, როცა როლზე მისი აყვანაც კი არ უნდოდათ
ფოტო: Rose Hartman / Getty Images
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა შერონ სტოუნმა ავტობიოგრაფიული წიგნი The Beauty of Living Twice (ორჯერ ცხოვრების მშვენიერება) გამოსცა, სადაც თავისი კარიერისა და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან მოგონებებთან ერთად, ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიოს გაცნობას და მასთან მუშაობას იხსენებს.
შერონ სტოუნი და ლეონარდო დიკაპრიო ერთად თამაშობენ ფილმში The Quick and the Dead (სწრაფი და მკვდარი), რომელიც კინოთეატრებში 1995 წელს გამოვიდა. ამ ფილმის გადაღებები 1993 წელს დაიწყო, როცა ლეონარდო დიკაპრიო დაახლოებით 19 წლის იყო და მას ჯერ არ ჰქონდა ოსკარის ნომინაცია მოპოვებული ფილმში What's Eating Gilbert Grape (რა აწუხებს გილბერტ გრეიპს) შესრულებული როლისთვის. მეტიც, მას ჯერ წინ ელოდა ფილმები რომეო და ჯულიეტა, კალათბურთელის დღიური და ტიტანიკი, რომლებმაც მას საყოველთაო აღიარება მოუტანა.
"ბავშვი, სახელად ლეონარდო დიკაპრიო, ერთადერთი იყო, ვინც კასტინგზე დავალებას გაართვა თავი. ჩემი აზრით, ის იყო ერთადერთი, ვინც როლში ზუსტად შევიდა და მამამისს, რომელიც იმ სცენაში იღუპებოდა, ცრემლებით ევედრებოდა სიყვარულს", — წერს სტოუნი.
შერონ სტოუნი, რომელიც ფილმის სწრაფი და მკვდარი მსახიობი და პროდიუსერიც იყო, იხსენებს, რომ გადამღები კინოსტუდიის მესვეურები იმავე აზრზე არ იყვნენ და დიკაპრიოს როლზე დამტკიცებას სულაც არ აპირებდნენ, თუმცა რადგანაც სტოუნი არ ნებდებოდა, შემდეგი რამ შესთავაზეს:
"[მითხრეს,] თუ მისი როლზე აყვანა ასე ძალიან გინდა, შენს ადგილზე მას ანაზღაურებას საკუთარი ჯიბიდან გადავუხდიდიო. და ასეც მოვიქეცი".
შერონ სტოუნი და ლეონარდო დიკაპრიო ფილმში სწრაფი და მკვდარი.
ფოტო: Sony Pictures Releasing
შერონ სტოუნი იხსენებს იმასაც, რომ კინოსტუდიას ამავე ფილმის რეჟისორად სემ რეიმის განხილვა არ სურდა, თუმცა მან ამ კინოხელოვანსაც დაუჭირა მხარი და საბოლოოდ, მართლაც მას ანდეს გადაღება.
"მსახიობისთვის პროდიუსერის სტატუსის მინიჭება ამ სფეროში "ფუჭი შეთანხმებაა", რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასს გადაგიხდიან, მაგრამ საქმეში ზედმეტად არ უნდა ჩაერიო. მე კი მსგავს უსარგებლო სტატუსს არ მივიღებდი და მათ ეს დავუმტკიცე" — წერს ის თავის მემუარებში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები