ოპოზიცია გათვლას აკეთებს, რომ იქნებ რაღაც უბედურება მოხდეს და 2 თვის თავზე ხალხი გამოვიდეს გარეთ — თურნავა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციის "რადიკალური ნაწილი გათვლას აკეთებს", რომ შეიძლება "რაღაც უბედურება" მოხდეს და 2 თვის თავზე ხალხი გარეთ გამოვიდეს. მისი თქმით, აქ ჩანს ოპოზიციის მცდელობა, რომ "მიეწებონ სხვა მოვლენას". ამის შესახებ მან Postv-ის ეთერში ისაუბრა და ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქცია შეაფასა.
"ეს ნიშნავს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან [...] ეს არის ყველაზე საწყენი და გულდასაწყვეტი, რომ ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება იქნებ მოხდეს და ამ იმედად ნიშნავს ორი თვის შემდეგ აქცია, რომ ამ ორ თვეში იქნებადა რაღაცა მოხდეს, დაუშვათ, მესამე ტალღამ დაგვარტყას, ტურიზმი არ აღდგეს ან რაღაც სხვა მოხდეს, სოციალური პროტესტი და მას მივეწებოთო. სწორედ აქაც ჩანს სურვილი, რომ მიეწებო რაღაც სხვა მოვლენას.
როდესაც შენი მომავალი პოლიტიკაში ასეთ გათვლაზე კეთდება, რომ იქნებ და რამე აფეთქდეს და ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ქუჩაში გასვლა და ეს ნათლად გამოჩნდა არჩევნებზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ სცნო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, სამართლიანი, კონკურენტული. 2 მილიონზე მეტი ადამიანი ამ პანდემიის დროს მივიდა საარჩევნო ყუთთან. გარეთ კი არ გავიდა და ქუჩაში არ გაჰყვა ოპოზიციას, არამედ მივიდა საარჩევნო ყუთთან და ჯამში, 9 პარტიას მისცა ხმა. ეს არის პირდაპირი დაკვეთა, რომ მეგობრებო, შედით პარლამენტში [...] ამის ნაცვლად, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დარჩნენ გარეთ და იქნებადა რამე აფეთქდეს, 2 თვის თავზე იქნებადა ხალხი გამოვიდეს გარეთ", — თქვა მან.
20 მარტს ოპოზიციამ საკუთარი სამოქმედო გეგმა დააანონსა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ ისინი მუშაობის "საგანგებო რეჟიმზე" გადადიოდნენ. მისი განცხადებით, აპირებენ ქალაქებსა და სოფლებში ჩასვლას, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა, "რომ ბრძოლას აქვს აზრი". ამასთან, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ჩატარდება არაერთი აქცია, მათ შორის, 15 მაისს დიდი აქცია გაიმართება თბილისში.
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები