ანიტა რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ არ იცის, რომ არ ვარ მინისტრი, ვარ პატიმარი, რადგან FB-ზე გამასამართლა — წულუკიანი
"ანიტა, ანიტაა, რასაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ #5 ქალთა კოლონიის პატიმარი, რადგან, როცა ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ქალბატონმა ანიტამ ფეისბუქზე გამასამართლა და ჩამსვა ციხეში", — ასე გამოეხმაურა მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის კრიტიკას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. რადიო იმედის ეთერში მან თქვა ისიც, რომ რაჭველიშვილს ან ქართველი ქალი პოლიტიკოსები არ უყვარს, ან კონკრეტულად წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს.
"ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, Instagram-ზე ქალბატონმა ანიტამ გაასამართლა და ისიც ჩასვა ციხეში“. რატომღაც ქალბატონ ანიტას, არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები, ან უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ", — აღნიშნა მან.
წულუკიანი ამბობს, რომ მის ნათქვამს ინტერპრეტაცია მოყვა და არასწორად გაიგეს. მისი თქმით, ამას კრიტიკულად გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძეც, რომელსაც მან დიდი ხელოვანი, მაგრამ ხელმოცარული პოლიტიკოსი უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ "ეს მისთვის პრობლემა არ არის".
"ისინი ილაპარაკებენ იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა — არა. თუ შენ ხარ ამ დონის ხელოვანი და ქართველებს ეუბნები, რომ ეს ვიღაცა მინისტრი არ მომწონს და მე შენ ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ დასანანია. მინისტრი დღეს არის, ხვალ არ იქნება და ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება დარჩება საუკუნეებს", — განაცხადა მან.
წულუკიანი აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ამაზე დასაკარგი დრო, რადგან "იდეალურ ვარიანტში" მხოლოდ 4 წელი აქვს რაიმეს შესაცვლელად. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ განსხვავებულ აზრის წარმომავლობა იმიტომ აინტერესებს, რომ იცოდეს რისი გაკეთება შეუძლია.
"მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვისაც ამის სურვილი ექნება, ჩაერთვება ჩემთან ერთად ამ პროცესში, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავიგო საიდან მოდის, რა აწუხებს და მე რა შემიძლია გავაკეთო. თორემ ჩემს აზრზე ვინც არის, იმის მოსმენა არ არის პრობლემა", — აღნიშნა მან.
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები