10 სისულელე, რომლითაც ცნობილი ადამიანები პანდემიის ისტერიას გამოეხმაურნენ
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. გასულ წელს ბევრი უცნაურობა ახსოვს: სახლში გამოკეტვა, ონლაინ კურსების გავლა, ზუმის მოსაწყენი შეხვედრები, ხელების დაბანის ახალი წესები, მაღაზიიდან ამოტანილი პროდუქტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება და ა.შ.
რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანების პანიკასა თუ სახლში დროის პროდუქტიულად გატარების შესაძლებლობით აღფრთოვანებას ვარსკვლავებიც შეუერთდნენ. მათ ერთ ნაწილს ვირუსის არ სჯეროდა, მეორე ნაწილი მღეროდა და გვამშვიდებდა, ზოგი კი უბრალოდ ძვირადღირებული სასახლიდან გვმოძღვრავდა და სოციალური დისტანციის დაცვასა და დროის პროდუქტიულად გამოყენებისკენ მოგვიწოდებდა.
გავიხსენოთ 10 სისულელესა თუ უცნაურობას, რომლითაც ცნობილი ადამიანები პანდემიის ისტერიას გამოეხმაურნენ:
1. Sia-მ სიტყვა "ვირუსში" დამალული მნიშვნელოვანი მესიჯი აღმოაჩინა
უცნობია, რისი თქმა სურდა ამ აღმოჩენით მომღერალს, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ამ მიგნებამ ტვიტერის სხვა მომხმარებლებიც შთააგონა.
2. ილონ მასკმა კორონავირუსის პანიკას სისულელე უწოდა
"შიში აზროვნებას კლავს", — ამაყად განაცხადა და შიში, ფაქტობრივად, დაგვაძლევინა.
3. ილონ მასკს არც ვანესა ჰაჯენსი ჩამორჩა, თუმცა საკუთარი აზრი არც ისე კორექტულად გამოხატა
"თუნდაც ვირუსი ყველას შეხვდეს... კი, ადამიანები მოკვდებიან, მაგრამ ეგ ხომ ისედაც გარდაუვალია?!" ამ ვიდეოს გამო მოგვიანებით ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
4. მადონამ კორონავირუსს "დიდი გამთანაბრებელი" უწოდა
"პანდემიას არ აინტერესებს, თუ რამდენად მდიდარი, ცნობილი, სასაცილო, ჭკვიანი ხარ. სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ, რამდენად გასაოცარი ამბების მოყოლა შეგიძლია. ის დიდი გამთანაბრებელია", — ამბობს მომღერალი, რომელმაც გულისამაჩუყებელი მონოლოგისთვის მშვენიერი ადგილი — ვარდის ფურცლებით მორთული აბაზანა შეარჩია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიისას მადონას ერთ-ერთი პოსტი ინსტამგრამმა კორონავირუსზე გავრცელებული შეთქმულების თეორიის გამო დააცენზურა.
5. კიმ კარდაშიანმა კი ჩვენი დარწმუნება სცადა, თითქოს სოციალურ დისტანციას იცავდა
და ეს "სოციალური დისტანცია" მოგვიანებით კერძო კუნძულზე განაგრძო, სადაც დაბადებისდღე ხალხმრავლობაში აღნიშნა.
6. კეტი პერი დატროლეს და აფიქრებინეს, რომ აივნებზე გამოსული იტალიელები მის სიმღერას, Roar-ს ასრულებდნენ
"ადამიანის სულის გატეხვა შეუძლებელია" — განაცხადა მომღერალმა ყალბი ვიდეოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ იმავე ტყუილს სხვა ვარსკვლავებიც წამოეგნენ, მათ შორის, მადონა.
7. გალ გადოტმა ცნობილი ადამიანები Imagine-ის შესასრულებლად შეკრიბა
სიმღერამ მსმენელების ნაწილი დიდად ვერ მოხიბლა. ამ ამბავს ინტერნეტში, როგორც ყოველთვის, სასაცილო რეაქციები მოჰყვა.
"ცნობილი ადამიანები პანდემიის დროს ღარიბ ხალხს Imagine-ს გვიმღერიან":
8. მილიარდერმა დევიდ გეფენმა კი თვითიზოლაციის შესახებ პირადი იახტიდან გვამცნო
რაც მისთვის, ალბათ, ძალიან რთული აღმოჩნდა.
9. ჯენიფერ ენისტონმა გულშემატკივრებს პანდემიის თემაზე შექმნილი ნაძვის ხის სათამაშო გაუზიარა
ჯენიფერ ენისტონის ნაძვის ხის სათამაშომ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კორონავირუსით შთაგონებულ სათამაშოს "ჩვენი პირველი პანდემია" აწერია. ერთი რამ, რაზეც ყველა ვთანხმდებით ისაა, რომ იმედი გვაქვს, ეს ჩვენთვის პირველი და ბოლო პანდემიაა.
10. ჯენიფერ ლოპესმა კი ბევრჯერ შეგვახსენა, რომ შინ დარჩენა არც ისე ცუდია, როდესაც მსგავს ადგილას ცხოვრობ
ამავე თემაზე:
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები