ჩრდილოეთ კორეიდან გამოძევებული BBC-ის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს
ფოტო: REUTERS
BBC ჟურნალისტი რუპერტ ვინგფილდ-ჰეიზი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს და რამდენიმე დღიანი ტყვეობის შემდეგ ქვეყნიდან გამოაძევეს, ტყვეობის დეტალებს იხსენებს.
ჟურნალისტი გათავისუფლებამდე აიძულეს, ბოდიში მოეხადა თავისი რეპორტაჟების გამო. ის თითქმის 10 საათის განმავლობაში იკითხებოდა და ახლობლებთან კომუნიკაციას იყო მოწყვეტილი.
ჟურნალისტი თავისი დაკავების, დაყოვნებისა და გათავისუფლების ისტორიას პირველად ყვება BBC-ზე:
"ჩრდილოეთ კორეაში ერთ კვირის გატარების შემდეგ ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი შინ. ფხენიანში ვიზიტი, ნობელის პრემიის ლაურეატების დელეგაციასთან ერთად, ძალიან დამღლელი და სტრესული იყო".
ჟურნალისტი იხსენებს, რომ ფხენიანში ყოფნისას მას ნებისმიერ ადგილას 5 მცველი მიჰყვებოდა, რომლებიც მისი და BBC-ის გუნდის მიმართ მტრულ განწყობას ავლენდნენ:
"თითქმის ყველასთან კამათი გვიწევდა, ღამით კი გადახურებულ ვილაში ვათევდით ღამეს და თავს ტუსაღებად ვგრძნობდით. ერთი სული გვქონდა ჩავსულიყავით პეკინში, დაგველია ცივი ლუდი და ღამით სიმშვიდეში დაგვეძინა".
თითქმის ყველასთან კამათი გვიწევდა, ღამით კი გადახურებულ ვილაში ვათევდით ღამეს და თავს ტუსაღებად ვგრძნობდით
ჟურნალისტი აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. მისი თქმით, დაკავებამდე იმიგრაციის სამსახურის ქალი ოფიცერი დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებდა მის პასპორტს, თუმცა საბოლოოდ, ბეჭედი ჩაურტყა და შემდეგ გასასვლელში გასვლის ნებართვა მისცა.
"ეს ყველაფერი უცნაური იყო, თუმცა ჩემი შეშფოთება არ გამოუწვევია".
ჰეიზის თქმით, ამის შემდეგ მას ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო პოლიციელმა უხმო, რომელსაც ხელში ჟურნალისტის ყოველდღიური ხმის ჩამწერი ეჭირა:
"- ეს უნდა შევამოწმოთ - მითხრეს, და დერეფნისკენ მიმითითეს.
ოთახში სხვა მცველიც იყო და კომპიუტერში ჩემი ხმის ჩამწერის შეერთებასა და ფაილების გახსნას ცდილობდა.
- რა პრობლემაა? ის ცარიელია - ვიკითხე.
- უბრალოდ დაიცადე, - მიპასუხეს.
- ვერ მოვიცდი, სადაცაა პეკინში უნდა გავფრინდე.
- შენი რეისი უკვე გაფრინდა, - მითხრა მცველმა და სახეში შემომხედა, - შენ პეკინში არ წახვალ.
ამ დროს ვიგრძენი, რომ ჩემს შიგნით შფოთვამ გაძლიერება დაიწყო. ღმერთო, გავიფიქრე, ეს მართლა ხდება. ჩემი რეისი და გუნდი მიფრინავს და მე ჩრდილოეთ კორეაში ვრჩები".
მარცხნიდან მარჯვნივ: რუპერტი, მეთიუ და მარია ჩრდილოეთ კორეაში.
ფოტო: BBC
სინამდვილეში, BBC-ის გუნდის დანარჩენი ორი წევრი, მარია ბარნი და მეთიუ გოდარდი, კოლეგის გარეშე თვითმფრინავის ბორტზე ასვლას არ აპირებდნენ და უყვიროდნენ ჩრდილო კორეის მესაზღვრეებს, რომლებიც თვითმფრინავში მათ ძალით შეყვანას ცდილობდნენ. თუმცა, ამის შესახებ ჰეიზმა არაფერი იცოდა.
"თავს ძალიან მარტო ვგრძნობდი" - იხსენებს ის.
ვიგრძენი, რომ ჩემს შიგნით შფოთვამ გაძლიერება დაიწყო. ღმერთო, გავიფიქრე, ეს მართლა ხდება. ჩემი რეისი და გუნდი მიფრინავს და მე ჩრდილოეთ კორეაში ვრჩები
ჟურნალისტის თქმით, მასთან მივიდნენ მცველები, რომლებიც მას მანამდე ჩრდილოეთ კორეაში დაყვებოდნენ და სიტუაციაში გასარკვევად სხვა შენობაში წაიყვანეს:
"როდესაც მანქანით ფხენიანის ცარიელ ქუჩებში მივდიოდით, არავინ საუბრობდა. ვუყურებდი უღიმღამო შენობებს და ჩემს სიტუაციას ვიაზრებდი. ჩრდილოეთ კორეაში ჟურნალისტს არ დააკავებენ, თუ ბრძანება სახელისუფლებო ორგანოებიდან არ არის მიღებული. გამახსენდა ამერიკელი სტუდენტი, ოტო ვარმბაიერი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 15 წლით მძიმე შრომა მიუსაჯა სასტუმროს კედლიდან პროპაგანდისტული შინაარსის პოსტერის ჩამოხსნის გამო. ნუთუ შემდეგი მე ვიქნები, ვისაც ტელევიზიები ამ სტატუსით გააშუქებენ?"
როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ისინი, ვინც მის დაკითხვას აწარმოებდნენ, არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებდნენ მის ინგლისურ სიტყვებს და ასევე ეუბნებოდნენ, რომ BBC-ის საიტზე გამოქვეყნებული მისი სტატიები შეურაცხყოფდნენ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას, რის გამოც ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ:
"ოთახში, სადაც ვისხედით, კედლებზე კიმ ჩენ ირისა და კიმ ერ სინის უზარმაზარი პორტრეტები ეკიდა.
- ფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კორეელები უშნოები არიან? - მკითხა ერთ-ერთმა ოფიცერმა
- არა.
- ფიქრობ რომ ისინი ძაღლებივით ლაპარაკობენ?
- არა.
- მაშინ რატომ დაწერე ეს ყველაფერი? - დამიყვირა მან" - იხსენებს ჰეიზი.
ჟურნალისტი ჰყვება, რომ ის 2 საათის განმავლობაში უშედეგოდ უარყოფდა მათ მიერ ინტერპრეტირებულ სიტყვებს. მოგვიანებით კი გამომძიებლებიდან ერთ-ერთმა უთხრა, რომ ისევე გამოიძიებდა მის საქმეს, როგორც რამდენიმე წლის წინ ეროვნებით კორეელი ამერიკელის საქმე გამოიძია. ის გულისხმობდა კენეზ ბიეის, რომელსაც 2013 წელს ჩრდილოეთ კორეაში 15 წლით მიუსაჯეს მონური შრომა.
BBC-ის ჟურნალისტს, მოგვიანებით, სამხრეთ კორეის მედიასთან თანამშრომლობა და მათთან ერთად ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ პროპაგანდის აგორება დასდეს ბრალად.
"ისინი თითოეულ ჩემს სიტყვას უარყოფით კონტექსტში განიხილავდნენ, მე კი უარვყოფდი მათთვის იმის დადასტურებას, რასაც ჩემგან ითხოვდნენ.
- ჩვენ არსად არ გვეჩქარება - მითხრეს.
უფრო და უფრო ხშირად იყენებდნენ ფრაზას "სერიოზული დანაშაული".
- რა დანაშაული? - ვიკითხე.
- კორეელი ხალხისა და ეროვნების ცილისწამება".
BBC-ის ჟურნალისტს, მოგვიანებით, სამხრეთ კორეის მედიასთან თანამშრომლობა და მათთან ერთად ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ პროპაგანდის აგორება დასდეს ბრალად.
ჰეიზი იხსენებს, რომ ის ტუალეტშიც ვერ მიდიოდა მარტო, მას ყოველთვის ახლდა ორი ოფიცერი, მათგან ერთი მის უკან დგებოდა, მეორე კი მამაკაცის უნიტაზის გვერდით.
შუაღამისას ჟურნალისტს ამცნეს, რომ BBC-ის რედაქტორი, ჯო ფლოტო ფხენიანში მის სანახავად ჩამოვიდა.
"როდესაც ჯო ოთახში შემოვიდა, საოცარი შვება ვიგრძენი, თუმცა ის აღელვებული ჩანდა, რადგან ჯერ კიდევ არ იცოდა სად იყვნენ ჩვენი ოპერატორი და პროდიუსერი მეთიუ და მარია".
მათ გადაწყვიტეს, რომ მონანიების წერილი დაეწერათ, რათა სიტუაციიდან თავის სწრაფად დაეღწიათ.
ბიბისის ჟურნალისტი და რედაქტორი ბოდიშს წერილით იხდიან. ჩრდილოეთ კორეა, 2016 წელი.
ფოტო: BBC
წერილის დაწერის შემდეგ, ჟურნალისტს ფეხზე წამოდგომა და წერილის ხმამაღლა წაკითხვა მოსთხოვეს, რასაც იქაური ოპერატორი კამერით ჩაიწერდა, ჟურნალისტმა ახალი მოთხოვნის შესრულება იუარა.
რამდენიმე საათის შემდეგ, რუპერტ ვინგფილდ-ჰეიზი და ჯო ფლოტო გაათავისუფლეს და BBC-ის იმ ორ თანამშრომელთან გადაიყვანეს, რომლებიც ცალკე შენობაში იყვნენ დაკავებულნი და გაუჩინარებული თანამშრომლის გამო ძალიან ღელავდნენ.
"დილით, როცა უფლება მოგვცეს სასტუმროში გადავსულიყავით, გარეთ მედიის უამრავი წარმომადგენელი დაგვხვდა და თავი ბევრად უსაფრთხოდ ვიგრძენით" - იხსენებს ჰეიზი.
გათავისუფლებიდან 2 დღის განმავლობაში BBC-ის გუნდს ჩრდილოეთ კორეის დატოვების უფლება არ მიეცა:
"გამომგზავრებისას შევიტყვე, რომ ისინი კი არ მიშვებდნენ, ქვეყნიდან მაძევებდნენ და ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო".
ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მისი ქვეყნიდან გაძევება მასთან ერთად ნობელის ლაურეატების ვიზიტს უკავშირდება, რაც ქვეყნისთვის დიდი მოვლენა იყო და ჩრდილოეთ კორეა ცდილობდა, მათთან მაქსიმალურად კარგი მხრიდან წარმოჩენილიყო, რასაც, ქვეყნის მთავრობის აზრით, BBC-ის ჟურნალისტმა ხელი შეუშალა.
ჰეიზის მომზადებული რეპორტაჟები ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს:
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები