მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა — დააკავეს პოლიტიკური ლიდერები
ფოტო: Reuters
მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პირველი თებერვლის დილით სამხედროებმა მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს.
მიანმარში სამხედრო მმართველობა 2011 წლამდე იყო, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები დაიწყებოდა.
ქვეყანაში ერთი წლის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. განცხადების თანახმად, რომელსაც ხელი ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერა, ხელისუფლება სამხედრო ძალების მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინგს გადაეცა.
ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებასა და არმიას შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელებმა ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და გაყალბებულად მიიჩნიეს. აღნიშნულ არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტია დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პარლამენტში საკმარისი მანდატები მოიპოვა.
როგორც BBC წერს, ამჟამად ინტერნეტისა და მობილური ქსელების მუშაობა მსხვილ ქალაქებში შეფერხებული იყო. ამასთან, ტექნიკური პრობლემების გამო არ მუშაობს სახელმწიფო ტელეკომპანია MRTV. დედაქალაქ ნაიფიიდოსთან კი ყველანაირი კავშირი გაწყვეტილია.
გარდა ამისა, გადატრიალების შემდეგ მოქალაქეების რიგები შეიმჩნეოდა ბანკებთან და ბანკომატებთან. ბანკების ასოციაციის ინფორმაციით კი, ყველა ფინანსური მომსახურება ამჟამად შეწყვეტილია.
8 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ პარლამენტში ადგილების 83 პროცენტი დაიკავა. სამხედრო მმართველობის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სულ მეორე არჩევნები გაიმართა.
სამხედროებმა შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს და პრეზიდენტსა და საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარეს უჩივლეს. გადატრიალების მოწყობის საშიშროებამა შემდეგ გაჩნდა, რაც სამხედროებმა სავარაუდო თაღლითობის გამო ზომების მიღებით დაიმუქრნენ.
აუნ სან სუ ჩი მიანმარელი სამოქალაქო აქტივისტი იყო, რომელმაც 1989 წლიდან 2010 წლამდე შინაპატიმრობაში გაატარა. ის ადამიანის უფლებების მოწინავე დამცველად მიიჩნეოდა, რის გამოც 1991 წელს ნობელის პრემიითაც დაჯილდოვდა.
2015 წელს მისმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ბოლო 25 წლის განმავლობაში მიანმარის პირველ ღია არჩევნებზე. ქვეყნის კონსტიტუცია მას უკრძალავს პრეზიდენტი გახდეს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ ის მიანმარის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევა.
როჰინჯი მუსლიმების მდგომარეობის გამო კი აუნ სან სუ ჩის მმართველობამ არაერთი კრიტიკა დაიმსახურა. 2017 წელს სამხედროების მხრიდან რეპრესიის გამო ათი ათასობით როჰინჯი მუსლიმი მეზობელ ბანგლადეშში გაიქცა.
აუნ სან სუ ჩის ყოფილი მოკავშირეები და მხარდამჭერები ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან არაფერი გააკეთა ძალადობის, მკვლელობებისა და სავარაუდო გენოციდის შესაჩერებლად, ამასთან, უარი თქვა ეღიარებინა სასტიკი მოპყრობა და სამხედროები გაესამართლებინა.
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები