ევროკავშირი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღარ აღიარებს
ფოტო: EFE
ევროკავშირი ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღარ აღიარებს, რადგან ის პარლამენტის სპიკერის პოსტს აღარ იკავებს. Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა მადუროს რეჟიმი და მის მთავრობას სამომავლო სანქციებით ემუქრება.
გუაიდოს ვენესუელის ლიდერად კვლავ აღიარებენ აშშ და დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირმა თავის განცხადებაში ხუან გუაიდო "წარმავალი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ" მოიხსენია. გარდა ამისა, მათ გააკრიტიკეს 6 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ბევრი ქვეყნის აზრით, ფალსიფიცირებული იყო.
როგორც ევროკავშირის ორმა დიპლომატმა განმარტა, გუაიდო კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვან პროდემოკრატ ფიგურად ვენესუელაში, თუმცა მის თვითგამოცხადებულ დროებით პრეზიდენტობას აღარ აქვს ინსტიტუციონალური სტატუსი, რადგან პარლამენტზე კონტროლი მადურომ მოიპოვა.
6 იანვარს ვენესუელაში მუშაობა დაიწყო ეროვნული ასამბლეის ახალმა მოწვევამ, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს სოციალისტური პარტია წარმოადგენს. აქამდე ქვეყნის პარლამენტი იყო ერთადერთი პოლიტიკური ორგანო ქვეყანაში, რომელსაც მადურო ვერ აკონტროლებდა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ხუან გუაიდომ ფიცი წინა მოწვევის პარლამენტარებთან ერთად პარლამენტის შენობის გარეთ დადო. ჯერ კიდევ 26 დეკემბერს მან განაცხადა, რომ ძველი ასამბლეა საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდა.
ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი 2019 წლის იანვარში გამწვავდა, როცა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი ლეგიტიმურობა 50-მდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის საქართველომ.
გუაიდო და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც მადურო ხელისუფლებაში დარჩა, გაყალბდა. მისივე სიტყვებით, რადგან არჩევნები არასამართლიანი და არადემოკრატიული იყო, შესაბამისად პრეზიდენტის პოსტით თავისუფალი დარჩა. მან კონსტიტუცია მოიშველია, რომლის თანახმადაც, პარლამენტის სპიკერი დროებითი პრეზიდენტი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ გუაიდოს ლეგიტიმურობა ქვეყნების დიდმა ნაწილმა აღიარა, მადურომა შეინარჩუნა გავლენა ძალოვან სტრუქტურებზე, საარჩევნო ორგანოებსა და სასამართლოების დიდ ნაწილზე. ამასთან, მას მხარს უჭერენ რუსეთი და ჩინეთი.
ოპოზიციის უმრავლესობამ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა მადუროს არჩევნებისთვის, რადგან მიაჩნდათ, რომ ის თავისუფალი და სამართლიანი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, ასამბლეამ ოპოზიციის ხელმძღვანელობით საკანონმდებლო ვადა გაიხანგრძლივა, სანამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება აღდგენილი. მათ ფიცის დადების ცერემონია ეროვნული ასამბლეის კედლებს გარეთ ჩაატარეს, სადაც სპიკერად კვლავ ხუან გუაიდო აირჩიეს.
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
კომენტარები