არ ვიცი, რას ნიშნავს ოჯახში უფროსი, ეს გასაგები არ არის — სარჯველაძე ხუნდაძეს
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ხუნდაძის ინიციატივას ამნისტიის შესახებ კანონში ოჯახში მოძალადეთა ნაწილის გათვალისწინებაზე და აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის გავრცელების ხარისხი სისტემურ პრობლემად იქცა. იქვე სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არ ესმის, რას ნიშნავს ხუნდაძის მიერ ნათქვამი "ოჯახის უფროსი"
"თქვენ ბრძანეთ, ამ სოციალურ ფონზე მკაცრი დამოკიდებულება შესაძლოა, შესაცვლელია, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია, რომ სოციალური გარემო, სადაც ვცხოვრობთ, არის სწორედ ისეთი, სადაც სისტემურ პრობლემად იქცა ოჯახში დანაშაულის გავრცელების ხარისხი. ამას რომ ანგარიში არ გავუწიოთ, არ ივარგებს, ამიტომ, მე იქითკენ ვარ, რომ აუცილებელი იქნება უფრო ინდივიდუალური მექანიზმებით, ასე ვთქვათ, პრობლემის გადაჭრა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არის რთული დანაშაული, ბევრი ლატენტურია. მეორე, მტკიცების თვალსაზრისით, არის რთული დანაშაული. რაც შეეხება ოჯახის უფროსს, არ ვიცი, რას ნიშნავს, ეს გასაგები არ არის. თუ მარჩენალს გულისხმობთ, ესეც არ შეიძლება გახდეს მთავარი ფაქტორი, გადაწყვეტილების მიღებისთვის...სოციალური პრობლემა არსებობს. ჩვენი საზოგადოება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს საჭიროებს. ალბათ, ღირს, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება და ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ეს გათვალისწინებული უნდა იყოს.
"ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი და მათი ნათქვამი მოვიტანე. არა მხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ამიტომ, ვთვლი ვალდებულად თავს, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო. არის ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები, რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ნაწილი გაგვეთვალისწინებინა. პირველ რიგში გათვალისწინება სოციალური ფონის, როცა ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს. ოჯახები არის გახლეჩილი. აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიურად უჭირს და ოჯახის უფროსები (უფრო ხშირად ოჯახის უფროსია ამის ჩამდენი) არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიური მხარეც ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება ამ რეალობაში. მე არ ვამბობ, რომ ხელაღებით, სრული ამნისტირება მოვახდინოთ ამ დანაშაულის", — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ განმარტა, რა შემთხვევაში უნდა შეეხოს ამნისტია ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ პირებს.
"თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე ჩაიდინა (რა თქმა უნდა, გამართლება შორსაა ამისგან), თუ დახასიათება ისეთია, რომ რისკები მინიმალურ დონეზე იქნას აღქმული, ოჯახიც თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი და აუცილებელიც", — აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ასევე, ხუნდაძემ განმარტა, რომ თუ ძალადობის შემთხვევა არის მეორე ან მესამე, პირიქით, უკვე აღარ უნდა გაითვალისწინონ ოჯახის თანხმობა, რადგან ციხიდან გამოსულ მოძალადეს, შესაძლოა, პირიქით, ისევ სამაგიეროს გადახდის სურვილი გაუჩნდეს. ამიტომ ამ ტიპის მოძალადეებს ამნისტია არ უნდა შეეხოთ.
2 კვირის წინ პარლამენტში დააინიცირეს საქართველოს კანონის პროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამინისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ დროისთვის კანონპროექტი არ მოიცავს ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახში ძალადობა და ასე შემდეგ.
ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 11 მკვლელობით დასრულდა. 15 ივლისამდე პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ოჯახში ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები