სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
ფოტო: SAMSUNG
სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში Lifestyle ტელევიზორების სამოდელო რიგის გაყიდვები დაიწყო. წარმოდგენილი ინოვაციური მოდელებიდან, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სმარტ ტელევიზორია The Serif რომელიც დიზაინერებისა და ტექნოლოგიური კომპანიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს.
ინოვაცია დიზაინით
სამსუნგმა 2019 წელს სრულიად შეცვალა კომპანიის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ტელევიზორი. გარდა იმ ფაქტისა, რომ იგი უნდა პასუხობდეს არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამოწვევებს, ასევე, ის აუცილებლად უნდა გახდეს ინტერიერის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.
The Serif კორეული გიგანტისა და ფრანგი დიზაინერი ძმების, რონან და ერვან ბურულეკების კოლაბორაციის შედეგია. ფრანგმა ძმებმა სახელი გაითქვეს ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით. მათ აქვთ უნარი ერთი შეხედვით სტანდარტულ ავეჯსა და საოჯახო ატრიბუტს მიანიჭონ ისეთი ელეგანტურობა, რომელიც ამ უკანასკნელს ხელოვნების ნიმუშის დონემდე აიყვანს.
"ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ნივთები, რომლებსაც დროში მოგზაურობა შეუძლიათ... იმის ნაცვლად, რომ გვეცადა წარმოგვედგინა მომავალი - ჩვენ ის შევქმენით ახლა..."
Samsung The Serif-ის გადაწყვეტილება უმარტივესი აღმოჩდა. იმდენად მარტივი, რომ მისი დიზაინი აღფრთოვანებას იწვევს. ძმებმა ბურულეკებმა გამოიყენეს ინგლისური ფონტის The Serif (სერიფის) მხედრული ასო I და დიზაინი აღნიშნულ კონცეფციას მოარგეს. The Serif ტელევიზორის ჩარჩო ზუსტად ამ სიმბოლოს მოგვაგონებს, ფონტის გამეორება კი ტელევიზორის სხვადასხვა დეტალში გვხდება, მათ შორის, ტელევიზორის სადგამში.
როგორც ფრანგი ძმების სხვა ნამუშევრები, The Serif ტელევიზორიც იდეალურად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს და მის მთავარ ატრიბუტად გადაიქცევა. ტელევიზორის უმთავრეს ფუნქციას ე.წ. Ambient Mode წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც მის ეკრანზე შესაძლებელია გამოიტანოთ ნებისმიერი დიზაინი, სხვადასხვა რეპროდუქციები, ან, თუნდაც, წვიმის წვეთები, ოთახში განსაკუთრებული ემოციური და ვიზუალური ფონის შესაქმნელად.
The Serif-ის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი განთავსება შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას — სადგამზე, ან მის გარეშე, კუთხეში, ან თუნდაც მისაღები ოთახის ცენტრში. The Serif არის საგანი, რომელიც შეავსებს თქვენს სივრცეს, როგორც თანამედროვე ავეჯი.
კომუნიკაცია
როგორც აღვნიშნეთ, სამსუნგის The Serif ტელევიზორი ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიას მოიცავს, რომელსაც კომპანია დღესდღეობით ფლაგმანურ მოწყობილობებში იყენებს. ტელევიზორი ბაზირებულია Tizen-ის ოპერაციულ სისტემაზე და რა თქმა უნდა, გარე მოწყობილობებთან კავშირი ყველა შესაძლო არხით შეუძლია. თუმცა, სამსუნგმა აქ მეტი ყურადღება კომუნიკაციის გამარტივებაზე გაამახვილა.
The Serif ჭკვიანი ტელევიზორი აღჭურვილია NFC მიმღებით, რომლის ლოგოტიპიც ტელევიზორის ზედა მხარეზეა განთავსებული და სხვა ჭკვიან მოწყობილობის შეხებისთანავე გადადის კავშირის რეჟიმში. Just tap, connect, and enjoy (მხოლოდ შეეხე, დაუკავშირდი და ისიამოვნე) ეს არის ის მოტო, რომელიც ტელევიზორის ტექნოლოგიურ ხაზს გასდევს. არ აქვს მნიშვნელობა სმარტფონში უსმენ მუსიკას, თუ უყურებ საყვარელ იუთუბ შოუს, ტელევიზორთან ერთი შეხებით იგი ავტომატურად გადადის სტრიმინგის რეჟიმში და აუდიო-ვიდეო კონტენტი დიდ ეკრანზე გადააქვს.
The Serif-ში გამოყენებულია სტრიმინგის ყველა თანამედროვე პროტოკოლი, მათ შორის Airplay 2, რომელიც კონტენტის ყველაზე მაღალი ხარისხით, უდანაკარგოდ გაგზავნის საშუალებას იძლევა. ტელევიზორი, ასევე, თავსებადია ანდროიდის გუგლ ასისტანტთან, სამსუნგის ბიქსბისა და ამაზონის ალექსასთან.
ტექნოლოგიები
The Serif სმარტ ტელევიზორი იყენებს სამსუნგის QLED ეკრანის კვანტური წერტილების ტექნოლოგიას. ტელევიზორის ეკრანში გამოყენებული კვანტური წერტილები ძალიან პატარა ზომის კრისტალებია, რომლებსაც, ასევე, მეტალის ნანო-კრისტალებს ეძახიან. ისინი თვალისთვის უხილავია, თუმცა როდესაც შუქი ეცემა, ბზინვას იწყებენ. ამის ხარჯზე ეკრანზე მიიღება უფრო მკვეთრი ფერთა სპექტრი, იზრდება სიკაშკაშე, კონტრასტი, დინამიური დიაპაზონი და რაც მთავარია, ფერთა სიზუსტე.
The Serif-ში გამოყენებულ 4K გაფართოების მქონე QLED ეკრანს, ფერების 100%-იანი სიზუსტით გადმოცემა შეუძლია. კვანტური წერტილების საშუალებით ეკრანზე მილიარდზე მეტი ფერის აღწარმოებაა შესაძლებელი, რაც უთანაბრდება კინოთეატრებში განთავსებულ ტექნოლოგიებს და ფართო ეკრანის გამოცდილება პერსონალურ სივრცეში გადმოაქვს. იმ შეთხვევაში, თუ შემავალი გამოსახულება 4K რეზოლუციაზე ნაკლებია, ტელევიზორი იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებულ AI Upscaling ტექნოლოგიას, რომელიც გამოსახულების 4K რეზოლუციამდე კონვერტაციას ახდენს ისეთი ელემენტების დამუშავებით, როგორიცაა: ხარვეზების გასწორება, საზღვრების, ტექსტურისა და დეტალიზაციის აღდგენა.
აუცილებელია ვახსენოთ Adaptive Picture და Active Voice Amplifier ფუნქციები, რომლებიც გარშემო სივრცისა და გარე ხმაურის ანალიზით ახორციელებენ ტელევიზორში ნაჩვენები სცენის გამოსახულებისა და აუდიო ნაწილის კორექტირებას, ისე, რომ მაყურებელი სრულიად ფოკუსირებული იყოს სანახაობაზე.
რა ხდება საქართველოში
როგორც სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობიდან გვაცნობეს, The Serif-ის გაყიდვები სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უკვე დაიწყო. წარმოდგენილია 43, 49 და 55 ინჩის დიაგონალის მქონე მოდელები. რაც შეეხება ფერებს, საქართველოში სერიფის Cloud White და Cotton Blue ფერის მოდელები იყიდება.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები