გახარია დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ბრალს ოპოზიციას დებს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა, ზუსტად წელიწადნახევრის წინ დაიწყო. საკითხის გამწვავებაში კი ის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს ადანაშაულებს, რომლებიც მისი თქმით, პროვოკაციულ კითხვებს სვამენ. ოპოზიცია, საზოგადოების ნაწილი და მათ შორის უცხოელი დიპლომატები სვამენ კითხვას, რატომ დაიწყო 2007 წლით დათარიღებული საქმის გამოძიება ხელისუფლებამ ახლა. საუბარია აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებზე — ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე.
"დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. ამიტომ, მათ ეს კითხვა თავის თავს უნდა დაუსვან პირველ რიგში — რატომ მაინცდამაინც ახლა", — განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები