ქართული ოცნების ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება ადამიანების დევნა — ლელო
დღეს ქართული ოცნების ოფისთან ლელოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით აქცია-ბრიფინგი გაიმართა. აქციის მეშვეობით პარტიის ქალი ლიდერები ზუგდიდში ლელოს ქალ წევრებზე შანტაჟის და ბოლო დროს პარტიის წევრებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურნენ.
აქციას ლელოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, ლელოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდი და ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ.
ლელოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან შანტაჟის ფაქტები წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა, თუმცა დასჯით არავინ ისჯება. ლელოს ქალთა საბჭო გმობს პირადი ცხოვრებით ადამიანების შანტაჟს და დაშინებას, სრულ სოლიდარობას უცხადებს თავის კოლეგებს ზუგდიდში და ასევე, ყველა იმ ქალს, ვინც არის და შესაძლოა, მომავალში გახდეს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი, ყოველგვარი პარტიული, თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
"გრძელდება ლელოს წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ზუგდიდში, ჩვენი პარტიის ქალ წევრებს, რომელთა მონაცემები ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ოცნების ხელისუფლების ხელში წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა და, სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებზე არასდროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადეკვატური რეაგირება, ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და შესაბამისი პირების დასჯა", — აცხადებს მედეა მეტრეველი.
ლელოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
"მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო მისიებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება მსგავს ფაქტებზე, რაც აფერხებს საარჩევნო პროცესის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. აქვე გაცნობებთ, რომ ლელოს ქალ წევრებზე სხვა არაერთი ზეწოლის და დაშინების მცდელობა განხორციელდა, კერძოდ ქ. ოზურგეთში და სამგორის ოლქში, როდესაც ჩვენს წევრ ქალებს და მათი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით. პანდემიით გამოწვეულ ურთულეს პერიოდში ადამიანების არჩევანის წინაშე დაყენება და უკანასკნელი შემოსავლის წყაროს დაკარგვით დამუქრება ყოვლად მიუღებელია", — აღნიშნა მეტრეველმა.
აქციის მსვლელობისას ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ შანტაჟი დაგმო და განაცხადა, რომ ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს ასაჯაროებს, ოქტომბერში დასრულდება.
"ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ ქვეყანაში შანტაჟი, ის მეთოდები, რაც დღეს გამოიყენეს პირადად ჩემთანაც ისნის რაიონში. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ქალებს პირად სივრცეში შეუვარდა და ამ ხელისუფლების პერიოდში მოხდა პირადი ცხოვრების გასაჯაროება და მათი კადრებით მანიპულირება. ამას კი ლელო 31 ოქტომბერს დაასრულებს, ხალხის სასარგებლოდ", — განაცხადა ლანა გალდავამ.
აქციას ესწრებოდა ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილიც, რომელმაც მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა და საკუთარი მაგალითი მოიყვანა, როდესაც მასზე ზესტაფონში ფიზიკური ზეწოლა სცადეს.
"პირადად ჩემზეც სცადეს ზეწოლა ზესტაფონში, ეს არის მოძალადე მთავრობა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს ოქტომბერში. ლელო აგრძელებს ქალთა საბჭოს გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს პროცესი არა მხოლოდ ჩვენი პარტიის დამსახურებაა, არამედ ყველა იმ ქალის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, რომელიც ყოველდღიურად გვიერთდება და ნდობას გვიცხადებს სწორედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქალების უფლებები იყოს დაცული", — აცხადებს ანა ბიბილაშვილი.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები