ლელოს ჯანდაცვის ჯგუფი მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლისთვის რეკომენდაციებს სთავაზობს
ფოტო: ლელო
ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის მართვას ლელო საქართველოსთვის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე გამოეხმაურნენ და საზოგადოებას ჯანდაცვის ის რეკომენდაციები წარუდგინეს, რისი საშუალებითაც პანდემიის დროს ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს.
ლელო საქართველოსთვის ჯანდაცვის ჯგუფის 15 პუნქტიან რეკომენდაციას ასაჯაროვებს, რომელიც მთავრობას კოვიდ19-ის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან ეფექტური ბრძოლისთვის გამოადგება:
- რეკომენდაციების, პროტოკოლების და გაიდლაინების უპირობო დაცვა ყველასათვის, გამონაკლისების გარეშე. მათი შესრულების მუდმივი მხარდაჭერა, კონტროლის უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან;
- საბავშვო ბაღების, სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების კოვიდ-19 ვირუსის ეპიდემიის დროს მართვის მზადყოფნის და მათი ფუნქციონირების მუდმივი კონტროლი;
- საშუალო სკოლების, საბავშვო ბაღების, ყველა მასწავლებლების, აღმზრდელების, ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილებების თანამშრომლების სწავლის დაწყებამდე კოვიდ-19 ვირუსზე ტესტირების ჩატარება;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული კონტროლიორების და მძღოლების დატრეინინგება, მათ მიერ მონიტორინგის ფუნქციის აღება და პასუხისმგებლობის დაკისრება;
- პირველადი ჯანდაცვის ობიექტების აღჭურვა პირადი დაცვის საშუალებებით, ოჯახის ექიმების (ქალაქებში, სოფლად) და ექთნების მზაობის ხარისხის დადგენა და მათი გადამზადება კოვიდ19 ინფექციის მართვის საკითხებში;
- თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ყოველდღიური კონტროლი და მხარდაჭერა;
- სახელმწიფოს მხრიდან კოვიდ-19 ეპიდემიასთან დაკავშირებული სრულყოფილი და გამჭირვალე საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება;
- საავადმყოფოების მზაობის და ფუნქციონირების მუდმივი მხარდამჭერი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან;
- სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - წვრთნა და აღჭურვა. ცხელების ცენტრებისა და პროფილური კლინიკების სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური შემოწმება/ტესტირება (სამუშაოს დაწყებამდე) PCR დაჩქარებული ტესტებით;
- ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუშაობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- დაავადებათა კონტროლის რეგიონალური ცენტრების გაძლიერება — ადამიანური რესურსები, ტექნიკური აღჭურვილობა და გადამზადება;
- საარჩევნო უბნების რეგულაციების დროული შემუშავება, თანამშრომლების გაზრდა. იზოლაციაში და სტაციონარში მყოფ ადამიანებზე ხმის მიცემის უფლების რეალიზაცია;
- კარანტინში და კოვიდ19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულთა სამკურნალოდ მყოფი პაციენტების სასტუმროების პერსონალის ტრენინგი და მუდმივი კონტროლი;
- მოსახლეობასთან ეფექტიანი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოება მიმდინარე და მოსალოდნელი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციული და გადაუდებელი ღონისძიებებისა შესახებ. კონკრეტულ სოციალურ გარემოსა და სიტუაციებში ქცევების წესების ნორმირება;
- წინსაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში მკაფიო გაიდლაინებისა და რეკომენდაციის შემუშავება მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიებისათვის და საარჩევნო პროცესის მიმართ პანიკისა და შიშის პრევენციის მიზნით.
ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის თქმით, ხელისულება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემოლოგიურ ფონს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის იყენებს.
"პოლიტიკურ ინტერესაა დაქვემდებარებული სრულიად ჯანდაცვის სისტემა და მათი გადაწყეტილებები ამ მიმართულებას ექვემდებარება, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად აისახება ეპიდამიის არასწორ მართვაზე. ეპიდემიის გამწვავებას კი ხელისუფლება ხალხს აბრალებს და თავის პასუხისმგებლობას განიხილავს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც მართვის ფაზაზე არასდროს არ გადასულა. მათ უნდა ესწავლებინათ მოსახლეობისთვის ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და არა შეკეტვა, რადგან კიდევ ერთ სახლში ჩაკეტვას საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გადაიტანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დათესოს პანიკა და შიში, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ, რადგან გვიახლოვდება არჩევნები და ფიქრობენ, რომ ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, რაც მხოლოდ მათი პოლიტიკის ნაწილია", — განაცხადა ლევან კობერიძემ.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები