არ დავუშვათ, რომ არჩევნებზე საქართველო დარჩეს საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე — ლელო
ფოტო: ლელო
ლელო საქართველოსთვის მოსახლეობის, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღებას მიაპყრობს ბოლო პერიოდში კოვიდ-შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია რამდენიმე წინაპირობით:
"მკვეთრად შემცირდა სამინისტროს მხრიდან ინფექციის პრევენციის ღონისძიებები; სახელმწიფომ მოადუნა კონტროლი, რამაც მოსახლეობის დიდ ნაწილში შექმნა მოლოდინი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსი სრულად დაძლია, რაც ასე არ არის. შესუსტებულია რეაგირება რეგულაციების დარღვევის შემთხვევებზე, ფაქტობრივად არ ტარდება ღონისძიებები სასწავლო დაწესებულებების "სკოლის ექიმებით" სრულად დაკომპლექტების, ან არსებულთა გადამზადებისთვის და ა.შ. ხოლო მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, არ არის შემუშავებული, როგორც წინა, ასევე არჩევნების პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს, მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე, ინფექციების პრევენციის გაიდლაინები და პროტოკოლები; ასევე, არ არსებობს პროტოკოლები საერთაშორისო ექსპერტებისა და დამკვირვებლებისთვის"
ლელოს განცხადებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული ემსახურება მდგომარეობის მიზანმიმართულად დაძაბვას, რათა:
1. არსებულ სიტუაციაში, საერთაშორისო დამკვირვებლებმა უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე და 2020 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები დარჩეს "დისტანციური დაკვირვების" იმედად.
2. მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნების დღეს დარჩეს სახლში, ვირუსის არაეფექტიანი მართვის გამო, ხოლო ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება მიმართოს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებისკენ.
ხელისუფლებამ კოვიდ-ინფექცია საუკეთესო პოლიტიკურ პარტნიორად გაიხადა და მას საარჩევნო პროცესების მართვის ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტად იყენებს - ადამიანებში ინერგება შიში და განცდა, რომ ჯანდაცვის სექტორი ვეღარ უმკლავდება ათეულობით შემთხვევებს, რაც ადამიანებს დააფიქრებს, რამდენად უსაფრთხო იქნება საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვა, მათ შორის, 31 ოქტომბერს.
ლელო საქართველოსთვის მოითხოვს, რომ ჯანდაცვის სექტორის მიერ, უსწრაფესად იქნას შემუშავებული კონკრეტული გაიდლაინები, რათა არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშისა და გაურკვევლობის განცდა პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. "ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველო დარჩეს მარტო, საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ხოლო მოსახლეობა დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე", — აცხადებენ პარტიაში.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები