გთავაზობთ გზას, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაიაფოთ კრედიტები, უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა — ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს, სამოქმედო გეგმები გააცნო და მთავრობაში მოსვლის მთავარ მიზნებზე ესაუბრა.
"აღმშენებლობის სტრატეგიაზე ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, მასში დეტალურად გაწერილია, თუ რა უნდა გავაკეთოთ ქალაქებში, რეგიონებსა და სოფელში: როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გავაიაფოთ კრედიტები, როგორ უნდა გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ ვეტერანები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ არავის ახსოვს, როგორ დავეხმაროთ იძულებით გადადგილებულ თანამოქალაქეებს, როგორ შევუქმნათ მათ ღირსეული ცხოვრების პირობები და როგორ მივაღწიოთ მათი საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მშვიდობიანი დაბრუნება.
ნუთუ არ დაიმსახურეს ამ ადამიანებმა 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მათზე ეზრუნა, ნუთუ არ შეიძლებოდა მოეკლოთ საკუთარი კომფორტისთვის გაწეული სახელმწიფო ხარჯები და მათ დახმარებოდნენ. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში გყავს იმ ადამიანების ერთობლიობა, რომლებსაც არ აწუხებთ ხალხის ბედი და რომლებიც მოწყვეტილნი არიან მთლიანად საზოგადოებრივ პრობლემებსა და ქვეყნის რეალობას, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მათ ერთადერთი, რაც აინტერესებთ არის უფრო მეტი სიმდიდრის დაგროვება კრიმინალებთან თანამშრომლობის ხარჯზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ, ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენს წინაშე ვდგევარ. ესაა სწორედ, სტრატეგია აღმაშენებელის უმთავრესი და უპირველესი ამოცანა - ერთიანი ძლიერი საქართველო", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ადგილობრივებთან შეხვედრისას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა ქვეყნის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 900 წლის წინ სწორედ სამეგრელოში, უფრო ზუსტად, ჭყონდიდში, დღევანდელ მარტვილში დაისახა საქართველოს აღმშენებლობის იდეა, დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა შექმნა იმდროინდელი აღმშენებლობის სტრატეგია საკუთარ მასწავლებელთან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად.
"900 წლის წინ, როცა მოქმედებაში მოვიდა აღმშენებლობის სტრატეგია არავის სჯეროდა, რომ საქართველო იმ უკიდეგანო ქაოსს დაამარცხებდა, რაც მაშინ ქვეყანაში იყო, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს, ეს პერიოდი დღემდე ოქროს ხანად მოიხსენება. სწორედ ერთად დგომით, ერთიანობით ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დაპირისპირებაზე, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ახალი ოქროს ხანის მშენებლობა საქართველოში, რომლითაც ვიამაყებთ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები. ახალი ოქროს ხანა, რომელიც მოიტანს თითოეული მოქალაქის ოჯახში სიკეთეს და სიძლიერეს, დაუბრუნებს სიამაყეს საქართველოს მოქალაქეს! მე მინდა ის საქართველო თქვენთან ერთად, სადაც თითოეული ჩვენგანი ამაყი იქნება, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ.
მე არ მივიღებ მონაწილეობას კინკლაობასა და ერთანეთის დაპირისპირებაში. ერთადერთი რაც ჩემს გუნდთან ერთად შემიძლია ეს არის დღე და ღამე ვიფიქრო საქმის კეთებაზე, ხალხის პრობლემებსა და გაჭირვებაზე, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გაუჩნდეს პერსპექტივა, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ საკუთარ თავზე არ იგრძნობს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება! ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ირგვლი უნდა გავერთიანდეთ", — აღნიშნა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები