გრანდ ელექტრონიქსის კიდევ ერთი ფილიალი იხსნება
სექტემბრის დასაწყისიდან ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიქსს მომხმარებლისთვის სიახლე აქვს - კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ამჯერად საბურთალოს სითი მოლში გაიხსნება.
ახალი ფილიალი ტექნიკის მაღაზიათა ქსელისთვის განსაკუთრებული და შედარებით განსხვავებული კონცეფციის მქონე იქნება. ცენტრი სხვადასხვა ტიპის ზონებად დაიყოფა, რათა მომხმარებელს გაუმარტივდეს სასურველი ნივთის პოვნა. სამზარეულოს ტექნიკა, აუდიოსისტემები, მსხვილი ტექნიკა, გათბობა-გაგრილების სისტემები, კომპიუტერები და მობილურები, აქსესუარები — ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რასაც გრანდ ელექტრონიქსი მომხმარებელს შესთავაზებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე აცხადებს, სითი მოლი საბურთალოს ფილიალში მომხმარებელს ტექნიკის მაღაზია უფრო ციფრული, თანამედროვე და ინოვაციური დახვდება.
"ჩვენ ვთვლით, რომ ტექნიკის მაღაზია მაქსიმალურად უნდა მოერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს ეხება არამხოლოდ იმ პროდუქტს, რასაც მომხმარებელს შევთავაზებთ, არამედ - გარემოსაც", — აღნიშნავს ნინი.
ელექტრონული ფასმაჩვენებლები, კონკრეტული კატეგორიების ზონები, ექსპერტი კონსულტანტები, რომლებიც ზონების მიხედვით იქნებიან დაყოფილები; პრემიუმ და ბიუჯეტური მოხმარების საერთაშორისო ბრენდები — ესაა ის, რასაც მომხმარებელი გრანდ ელექტრონიქსის ახალ ფილიალში თავად გამოცდის.
მაღაზიაში მომხმარებელი არაერთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდს იპოვის: TOSHIBA, Midea, Sharp, Mitsubishi Electric, Warmhaus, Ardesto, Philips და სხვა მრავალი. სასურველი ტექნიკის შერჩევაში კი მომხმარებელს გრანდ ელექტრონიქსის მიერ სპეციალურად გადამზადებული ექსპერტ-კონსულტანტები დაეხმარებიან. კონსულტანტები კატეგორიების მიხედვით არიან დატრენინგებულები. მაგალითად, საკუთარი ექსპერტები ეყოლებათ გათბობისა და გაგრილების პროდუქტებსა თუ აუდიოსისტემებს. მათ არამხოლოდ დაწვრილებით იციან ამა თუ იმ კონკრეტული პროდუქტის მახასიათებელი, თავადაც აქვთ გამოცდილი, რეალურად, რომელი ტექნიკა როგორ მუშაობს.
"ჩვენმა ექსპერტმა-კონსულტანტებმა დღეს ზუსტად იციან არამხოლოდ პროდუქტების რეჟიმები და მახასიათებლები, არამედ მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, რომელი ტექნიკური მოწყობილობა როგორი ტიპის ოჯახს ან ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. ისინი სიამოვნებით გირჩევენ რამდენკაციანი ოჯახისთვისაა განკუთვნილი, მაგალითად, მულტისახარში ქვაბი, ან რამხელა ფართობს გაათბობს ან გააგრილებს ესა თუ ის გამათბობელი ან კონდიციონერი", — აღნიშნავს ნინი ნიქაბაძე.
პრემიუმკლასისა და ბიუჯეტური საერთაშორისო ბრენდების ასობით ტექნიკური მოწყობილობა სითი მოლი საბურთალოს გრანდ ელექტრონიქსის დახლებზე, სულ მალე გამოჩნდება. კომპანიას კი შემოდგომის დასაწყისიდანვე თავისი მომხმარებლისთვის კიდევ უამრავი სიურპრიზი აქვს მომზადებული, რომლებსაც სულ მალე შემოგთავაზებთ.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები