6 წლის ბიჭს, რომელმაც და გადაარჩინა, კრის ევანსმა კაპიტანი ამერიკის ფარი გაუგზავნა
ფოტო: Walt Disney Studios / Instagram
კომიქსის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სუპერგმირის — კაპიტანი ამერიკის როლის შემსრულებელმა, კრის ევანსმა 6 წლის ბრიჯერ უოლკერს, რომელმაც თავისი უმცროსი და ძაღლის თავდასხმისგან დაიცვა, კაპიტანი ამერიკის ფარი გაუგზავნა.
"დარწმუნებული ვარ, ბოლო დღეების განმავლობაში ეს ბევრჯერ მოისმინე, მაგრამ მეც კიდევ ერთხელ გაგიმეორებ: შენ გმირი ხარ. რაც შენ გააკეთე, ეს საოცრად მამაცი, კეთილშობილური საქციელი იყო და შენს დას გაუმართლა, შენნაირი უფროსი ძმა რომ ჰყავს. მშობლებმა შენით უნდა იამაყონ", — ეუბნება ეს ცნობილი მსახიობი სპეციალურად მისთვის ჩაწერილ ვიდეოში 6 წლის გმირს.
ბრიჯერის ისტორია მთელ მსოფლიოს მისმა დეიდამ, ნიკოლ უოლკერმა მოუთხრო ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით, თუ როგორ გადაარჩინა მან თავისი უმცროსი და:
"მას შემდეგაც კი, რაც ძაღლმა მას სახეზე არაერთხელ უკბინა, თავის დას ხელი ჩაავლო და გაიქცა, რათა უსაფრთხო ადგილას გაეყვანა. მოგვიანებით გვითხრა: "თუ ვინმე უნდა მომკვდარიყო, ვფიქრობ, ეს მე უნდა ვყოფილიყავი". პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მას სახეზე 90 ნაკერი დაადეს და ახლა სახლში გადის რეაბილიტაციას. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი მამაცი ბიჭი და გვინდა, სხვა სუპერგმირებმაც იცოდნენ მის შესახებ", — ვკითხულობთ პოსტში.
სწორედ ამის შემდეგ გამოეხმაურა ამ ფაქტს არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის კრის ევანსი, რომელმაც განსაკუთრებულ სიურპრიზთან ერთად 6 წლის გმირი დაამშვიდა, რომ მალე ყველაფერი უკეთ იქნება:
"სულ ასეთი მამაცი იყავი, შენნაირი ადამიანები გვჭირდება. ვიცი, რომ გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენზე გავიგე, ვფიქრობ, ეს სულაც არ გაგიჭირდება".
კრის ევანსთან ერთად ბრიჯერ უოლკერის ამ საოცრად მამაც საქციელს ისეთი ცნობილი მსახიობებიც გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელებში, როგორებიც არიან ბრი ლარსონი, მარკ რუფალო და კრის ჰემსვორტი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები