"კაწროს" საქმესთან კავშირი არ აქვს, უწყებამ დაადგინა "თეთრპერანგიანის" ვინაობა — ადვოკატი
ფოტო: ფორმულას ვიდეოდან
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატი დაკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან კავშირი არ აქვს. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გამოძიებამ ვიდეოკადრებში მონაწილე "თეთრპრეანგიანი" პირის ვინაობა დაადგინა, თუმცა მისთვის სახელი და გვარი უცნობია.
ადვოკატის განცხადებით, ბილანიშვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ტელეფონის ამონაწერით დასტურდება, რომ ის უბნიდან არ გასულა და სახლში იმყოფებოდა.
"მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წუთებში სამინისტრომ და გამომძიებლებმა დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი, რომელზეც ამბობდა მთავარი არხი, რომ ეს არის "კაწრო". სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია და საერთოდ ის პირი. ავთანდილ ბილანიშვილი არცერთს არ იცნობს არ აქვს მათთან შეხება და კონტაქტი ბილანიშვილმა დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა იმაში, რომ იქ არ ყოფილა", — თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბილანიშვილმა გამოძიებას ამომწურავი ჩვენება მისცა იმ ბრალდებებზე, რომელიც მის წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა. მისივე ინფორმაციით, უწყებას დაკითხვაზე ჰყავს დაბარებული პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეკადრებში მონაწილე "თეთრპერანგიანი" ბიჭია.
დაკითხვიდან გამოსულ ბილანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე მან TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებთან არ მეგობრობს.
"ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ნიკა ჟვანიაზე, ეს ლაპარაკი რომ წავიდა ვიკითხე, მითხრეს, რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო, ისე რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს არც ერთთან. შეიძლება უბანია და ვიღაცას ვიცნობდე გამარჯობით, ჩემი მეგობარი არცერთი არაა და ჩემი წრიდან, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ოდესმე მაგათთან ერთად ვუნახივარ", — ამბობს ავთანდილ ბილანიშვილი.
ბილანიშვილმა თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორიდან გაიგო. მისი თქმით, გავრცელებული კადრები ნახა, მაგრამ უარყოფს, რომ იქ თვითონ ფიგურირებს.
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმეში ავთანდილ ბილანიშვილია ჩართული, რომელსაც დაპირისპირებაში მონაწილეებმა დახმარებისთვის მიმართეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანია ფორმულამ და მთავარმა არხმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც აქამდე უცნობი თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ფიქსირდება.
მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლის მოქმედებები დიდუბის მეტროსთან ვითარდებოდა. კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილი მანქანიდან ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს, ის რამდენიმე მეტრს გადის, გზის გადაკვეთას ცდილობს, თუმცა უკან ბრუნდება და სიბნელეში ჩერდება.
მალევე ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდება თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც ფანჯრები არ აქვს. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც ამირხანაშვილისკენ მიდის. მთავარი არხის ინფორმაციით, სწორედ ეს თეთრპერანგიანი პირი შეიძლება იყოს ან ავთანდილ ბილანიშვილი ან მისი მეგობარი, რომელიც მას ვიზუალურად ჰგავს.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
კომენტარები