ინოვაციები, ტექნოლოგიები და პროგრამირება - თბილისმა Google-ის ფესტივალს უმასპინძლა
ვორქშოფები, გასართობი თამაშები, ღია ლექციები, CodeLabs - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, 27 ნოემბერს, Google-ის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიების DevFest თბილისი 2016-ის ფარგლებში მოეწყო.
ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა ბევრი საინტერესო თემა განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული მთავრული ასოების უნიკოდში დამატება იყო. აღნიშნულ თემაზე მაიკლ ევერსონმა ისაუბრა, რომელიც სპეციალურად DevFest-ისთვის და ქართველ მსმენელებთან შესახვედრად ჩამოვიდა ირლანდიიდან.
როგორც ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერი, პოლ ლამერთსმა ამბობს, DevFest მაგალითია ყველასთვის, თავისი ფენომენალური ტექნიკური სესიებითა და Codelab-ებით:
"აღფრთოვანებული ვიყავი არა მხოლოდ სავსე დარბაზების ხილვით, არამედ მსმენელთა ჩართულობით. ქართველების სწავლის სურვილი და ტექნიკური უნარები საშინლად შთამაგონებელია. კონფერენციებზე ჩემი მოგზაურობის მრავალი წლის განმავლობაში, იშვიათად მინახავს ასეთი აქტუალური და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება.
ადგილობრივების სტუმართმოყვარეობამ ღონისძიებაზე დასწრება ძალიან სასიამოვნო გახადა. დაწყებული ჩემი მასპინძლებისა და ფესტივალის სპონსორების გულისხმიერებით და დამთავრებული გულწრფელი მადლობებით, რომლებიც დამსწრეებისგან მივიღე.
აუცილებლად დავბრუნდები ამ ფანტასტიურად ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რეგიონის გულში, რომელსაც უამრავი გამოწვევა და შესაძლებლობა აქვს."
გავსებული დარბაზები და ინტერაქტიული დიალოგები ღონისძიების წარმატებაზე მიუთითებს. ტექნოპარკის სტუმრები დაახლოებით 9 საათის განმავლობაში თანაბარი ინტერესით უსმენდნენ სპიკერებს. როგორც ჩანს, ქართველი დეველოპერებისთვის და არამხოლოდ მათთვის, DevFest ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. ამაზე On.ge-სთან ღონისძიების სტუმრებმაც ისაუბრეს.
ჰაკათონების ორგანიზატორის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, სწორედ ასეთი ღონისძიებების დამსახურებაა, რომ საქართველოში ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რიცხვი იზრდება:
"DevFest-ი და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისთვის. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის გამოცდილების გაზიარებას და კავშირების შექმნას. კონკრეტულად გუშინ ჩატარებულ DevFest-ზე დამსწრეების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ტექ საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა და ეს ასეთი ღონისძიებების დამსახურებაა".
ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს ნინო მაჭარაშვილიც. მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები არა მხოლოდ ახალი ნაცნობების შეძენისთვის არის კარგი, არამედ ქმნის სივრცეს, სადაც უკვე ნაცნობ ადამიანებთან აღრმავებ ურთიერთობებს:
"მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან, დამწყები თუ უკვე გამოცდილი სპეციალისტები ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს, თემებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და იდეებს; ხდება ე.წ. "ქომიუნითის" შეკვრა, ჩამოყალიბება, რომელთაც საერთო ინტერესები აქვთ. მსგავსი ღონისძიებებიდან დაწყებული ნაცნობობა, დიდი შანსია, გადაიზარდოს პროფესიულ კავშირად და ამ ადამიანებმა ერთად დაიწყონ სხვადასხვა იდეასა, თუ პროექტზე მუშაობა.
"მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები, თუნდაც ნაკლებად მასშტაბური, ხშირად ჩატარდეს, რათა შეიქმნას ძლიერი ეკოსისტემა, სადაც საჭირო კადრისა თუ გამოცდილების მოძიება უკვე ჩამოყალიბებული "ქომიუნითის" დახმარებით უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ახლაა. გრძელვადიან პერიოდში, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესების განვითარებას, ინვესტორების დაინტერესებას, და, ზოგადად, ეკონომიკურ წინსვლას."
როგორც აღმოჩნდა, ფესტივალით მხოლოდ დეველოპერები არ დაინტერესებულან:
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დეველოპერებისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ამდენი ადამიანის ინტერესი ასეთ ფესტივალზე. ძალიან ინტერაქტიული იყო. სასიამოვნოა, როცა ხედავ რომ ამდენ ადამიანს აინტერესებს ინოვაციები და პროგრამირება. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ დეველოპერი, მაინც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის." - უთხრა On.ge-ს საკო კოჭლამაზიშვილმა.
ფესტივალის წარმატებაზე საუბრობენ ორგანიზატორებიც. 400-მდე დამსწრე და სავსე დარბაზები ორგანიზატორებს საშუალებას აძლევს თქვან, რომ ინტერესი ახალი ტექნოლოგიების მიმართ საქართველოში გაიზარდა:
"ფესტივალმა წარმატებულად ჩაიარა და ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერესი ახალი ტექნოლოგიების მიმართ საქართველოში გაიზარდა. საჭიროა ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდებოდეს და ქართველ აუდიტორიას ჰქონდეს ამ სფეროში უკვე წარმატებულ პირებთან კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარების საშუალება."
DevFest თბილისი 2016 27 ნოემბერს, ტექნოპარკში გაიმართა. ფესტივაზლე მოწვეული სპიკერები იყვნენ: სანდრო დოლუა, გიორგი მამალაძე, აკაკი რაზმაძე, მაიკლ ევერსონი, ოთო ფრანგიშვილი, პოლ ლამერთსმა, სალომე ვახტანგაძე, ტატო კუტალია, ვახო ვახტანგიშვილი, პავლე გაბრიჭიძე, ანდრო ბორცვაძე და სხვა ქართველი და უცხოელი სპიკერები.
წელს ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები Google Developers Group (GDG) Tbilisi, Google Business Group (GBG) Tbilisi და GeoLab იყვნენ.
ფესტივალის მხარდამჭერები კი Google და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იყვნენ.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები