ლევან რატიანი

21 Apr. 2020, 12:33

მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ იმ აჟიოტაჟზე, რაც სახელმწიფო გაიდლაინის ირგვლივაა ატეხილი. [...] უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით და მინდა ვუთხრა ყველას, ბატონებსა და ქალბატონებს, ერსა და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს: ახლა დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ; არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო იმიტომ, რომ ორივე მხარზე, სამწუხაროდ, გვაზის უხილავი მტერი. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა შეუძლია მობრძანდნენ და იმ სივრცეში, რასაც სასკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ. ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს. სამწუხაროდ, გვეშინია შესვლის იმიტომ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები; ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. [...]

ძალიან ძნელია, როცა ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა

შარშან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რობოტების ნახევარმარათონი გაიმართა. ზოგმა მათგანმა ფინიშის ხაზამდეც კი ძლივს მიაღწია.…