თეოდორე გიგნაძე

18 Apr. 2020, 12:20

ნახეთ, როგორ დადგა საკითხი: არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვისგანაა, რომ აქცენტი ჩვენზე გააკეთეს. ჩვენი ბრალია, ეშმაკის თუ ქრისტეს მტრების, მაგრამ ფაქტი ფაქტია — მთელი ყურადღება ეკლესიის გარეთ მყოფი საზოგადოებისა გამახვილებულია ჩვენზე და ისინი გაფაქიზებით გვიყურებენ, რას ვაკეთებთ: ვზრუნავთ მათზე, თუ არ გვედარდება მათი გულისტკივილი; ხელებს ვშლით და ვეუბნებით — ჩვენ ერთნი ვართ და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და ამით ჩვენს თავს და მათაც მივცეთ ქრისტეს დანახვის შესაძლებლობა, თუ ვიკეტებით, უღმერთოებს ვუწოდებთ მათ და ვაბრკოლებთ — ქრისტეს აღდგომის სიტყვათა წყობა რაღაც საშიშ და საძულველ გრძნობად გადავუქციეთ.

ამიტომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, გველის სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ მტრედის უმანკოებასთან ერთად, ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე — ჩვენ ვეზიარებით და რა გვენაღვლება სხვა, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ხვალ ჩვენი დედა ეკლესიის შვილი უნდა გახდეს. ჩვენს სამშობლოს სხვანაირად ერთობა და გადარჩენა არ უწერია. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი ხვედრი, ისტორიული გზა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნახეთ: მარათონში ჩინურმა რობოტმა ადამიანის რეკორდიც კი მოხსნა

შარშან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში რობოტების ნახევარმარათონი გაიმართა. ზოგმა მათგანმა ფინიშის ხაზამდეც კი ძლივს მიაღწია.…