უელტი: თვალი უნდა მივადევნოთ, რაში გამოიყენებს ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას
ფოტო: AFP
ამერიკის ხმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რუსეთის და ევრაზიის საკთხების მკვლევართან, კორი უელტთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ის საუბრობს, რომ ახლა "თვალი უნდა მივადევნოთ და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას". უელტის თქმით, საქართველო მმართველობის მთლიანად ერთი ჯგუფის ხელში მოქცევის რისკის წინ დგას:
"არჩევნების შედეგი იქნება მთავრობა, რომელსაც პარლამენტში სამი-მეოთხედი ჰყავს, ოპოზიციური პარტია მცირე შემადგენლობითაა წარმოდგენილი. არსებობს რისკი იმისა, რომ ჩვენ ვნახავთ იმის განმეორებას, რაც საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხდებოდა - ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ მმართველობის ძალის კონსოლიდაცია, ხელში ჩაგდება. საქართველოს ბოლო ორი მმართველობისას ვნახეთ თუ რა ხდება მაშინ, როცა მმართველობა მთლიანად ერთი გუნდის ხელშია".
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ ისმოდა კითხვები, დარჩება თუ არა საქართველო დასავლეთის ორბიტაზე, თუ დაუბრუნდება ის რუსეთს:
"ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ნაწილი თავს ღიად წარმოადგენდა, როგორც პრორუსულ პოლიტიკურ ძალას, ზოგიერთი საქართველოს ევრაზიული კავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა. მათმა დიდმა ნაწილმა არჩევნებზე კარგი შედეგი ვერ აჩვენა. ამ პარტიებიდან ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ერთმა გადალახა და პარლამენტში პატრიოტთა ალიანსი შევიდა. პატრიოტთა ალიანსიც კი აცხადებს, რომ პრორუსული ძალა არ არის, არამედ აქვს კითხვები დასავლეთთან ინტეგრაციაზე".
მისივე აზრით, ასევე ხაზგასასმელია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მისი მოსახლეობის თანმიმდევრული სწრაფვა დასავლეთისკენ:
"აზრის კვლევები უჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობა თანმიმდევრული რჩება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მონაცემები ოდნავ იცვლება, მაგრამ უმეტესად 72 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის კავშირში წევრობას, 64 პროცენტი კი ნატოს წევრობას, ეს იმის მიუხედავად რომ სირთულეებიც ახლავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას".
მისი შეფასებით, საქართველო პოლიტიკურად პოლარიზებულია, თუმცა მთავრობების ცვლილების მიუხედავად გრძელდება ამერიკა-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა:
„შეერთებულ შტატებს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში მყარი თანამშრომლობა განსაკუთრებით წინა პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჰქონდა. დროთა განმავლობაში გამოჩნდა პრობლემები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩვენს საერთო ღირებულებებს. პრობლემები მმართველობის ფორმებს ეხებოდა. ამას საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა არ შეუმცირებია, მაგრამ მას გარკვეული დაძაბულობა შეჰმატა.“
უელტი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა უფრო მყარია, ვიდრე ამერიკის კავშირები რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან. ამ ღრმა თანამშრომლობის საფუძვლად მას საერთო ღირებულებები მიაჩნია:
"ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ქართული ოცნების მთავრობებთან. სტრატეგიული თანამშრომლობა ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, ვაშინგტონსა და საქართველოში, გრძელდება. საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას მხარს უჭერენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები".
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები