გირჩი მოუწოდებს ყველას, მხარი არ დაუჭირონ ქორწინების არსის კონსტიტუციით განსაზღვრას
ფოტო: OlegDoroshin / Shutterstock
გირჩის ხელისუფლებას და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ღია წერილით მიმართავს, რომ ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით:
"არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა, პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო".
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამიტომ, სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს რა არის ოჯახი.
გირჩის მიმართვას On.ge უცვლელად გთავაზობთ:
"საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ქართულ ოცნებას შემდეგი 4 წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტში ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.
როგორც ახალ არჩეულ დეპუტატთა ნაწილმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი რის გადასაწყვეტადაც ისინი გამოიყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას არის ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება ქორწინების განმარტება, როგორც ქალის და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირის - ოჯახის შექმნის მიზნით.
საზოგადოებისთვის ცნობილია გირჩის პოზიცია ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ერთად ცხოვრების შედეგად დაგროვილი ქონება და შვილების წინაშე პასუხისმგებლობის ზომა თავად ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევაში გააზრებული შეთანხმებით. ოჯახი საზოგადოების პირველადი და ბუნებრივი ერთეულია სახელმწიფოსთან შედარებით. ამიტომ, სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს რა არის ოჯახი.
არასწორი და მოქმედი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის პირდაპირ საწინააღმდეგოა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების კავშირს არქმევს ოჯახს და ერთნაირი პირობებით ათანხმებს თანაცხოვრების წესებზე და განქორწინების შემდგომ ვალდებულებებზე.
კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ და ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვის, გარკვეული უფლების მინიჭება, მაშინაც კი თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ამ რეალობამდე.
ასეთი ცვლილებით ქართველი ერი მისი ნების გამომხატველი ქართული ოცნების მეშვეობით დააფუძნებს ახალ ქვეყანას, ახალი კონსტიტუციით. ახალი კონსტიტუციით ის იტყვის რის უფლებას აძლევს თავს როგორც კოლექტივი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან მიმართებაში.
ხალხის ნება შესაძლოა იყოს ემოციაზე დაფუძნებული, მ.შ. ისეთი რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა თავადაც მცდარად მიიჩნევს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ადამიანს,მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ექნება თანაბარი უფლებები. არავინ იცის როდის და რა პროცესების შედეგად დადგება ასეთი დრო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი ასეთი პროცესის დასაჩქარებლად.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ყოველმხრივ არიდებენ თავს ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ყველა ხერხს იყენებენ იმისათვის, რომ მათი პოზიცია იყოს მაქსიმალურად ბუნდოვანი და ორაზროვანი, რაც აძლევს დამატებით სტიმულს ხელისუფლებას, მსგავსი მავნებლური და პოპულისტური ცვლილების განსახორციელებლად.
ამ მიმართვის ადრესატია ქართველი ხალხი, მისი კონსტიტუციური ნების აღმსრულებელი ქართული ოცნება, ზომით მეორე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა, დემოკრატიის როგორც იდეის დიაგნოზი - პატრიოტთა ალიანსი და ყველა ვინც აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკურ პარტიობაზე ან პოლიტიკოსობაზე".
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები