ხელი შეუწყვეს გზის უფრო მარტივად გადაკეტვას, აქციებიც გაგრძელდება და პიკეტიც — ხოშტარია მწვანე ღობეზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ პარლამენტის წინ მწვანე ღობის აღმართვა და რეაბილიტაციის შესახებ განცხადება სასაცილოა. მისი თქმით, ეს საპროტესტო მუხტს ვერ შეაჩერებს და პირიქით, ასე ქუჩის გადაკეტვა უფრო მარტივი იქნება.
"პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რომ ოღონდ არ შეიკრიბოთ და აღმშენებლობას დავიწყებთ ამ ადგილასო... ეს მარტო არაადეკვატურობა კი არ არის, შეშინებულები არიან, რომ აქ აქცია არ იყოს.
რა თქმა უნდა, აქ აქცია იქნება. პირიქით ხელი შეუწყვეს გზის გადაკეტვას უფრო მარტივად. აქციები ამ ტერიტორიაზეც იქნება, ბიძინას სახლთანაც, მათ ტერიტორიაზეც, პიკეტიც იქნება", — განუცხადა მან მთავარ არხს.
მწვანე ღობე პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიდგა, რაც გუშინ, 21 იანვარს საახალწლო ატრაქციონები აიღეს, რომლებიც 2019 წლის 31 დეკემბერს აქტივისტებთან დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე დაიდგა. დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ, იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იდგა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტეს.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი პროტესტი იქ მაინც გაგრძელდება და "კარვებიც დაიდგმება და ბანერიც".
"ჯებირი კი არა ჩინური კედელი რომ აღმართონ, ჩემი პროტესტი იქ გაგრძელდება, მე ამათ დავანგრევ, მე ამათ დავამთავრებ გახარიას თქმის არ იყოს. კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმევა", — ამბობს მაჩალიკაშვილი, რომელიც მესამე ზამთარია პარლამენტთან შვილის მკვლელობის მიზეზების დადგენას მოითხოვს.
პარლამენტის წინა ტერიტორია თბილისი მერიამ 30 დეკემბერს, ღამით მორეცხა. კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მერიამ აქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. 31 დეკემბერს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ძალით გაიყვანეს #სირცხვილიას აქტივისტები და ჯამში 9 პირი დააკავეს.
მერიამ პარლამენტის შენობის წინ შადრევნის გარემონტებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. 2018 წელს მომზადებული სატენდერო პირობების მიხედვით პროექტის ღირებულება 19 706 ლარი იყო. საპროექტო ობიექტის აღწერაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებულია შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწის ქვეშ. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს კი წყალი ჟონავს, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
კომენტარები