10 მიზეზი, რატომ უნდა გვიხაროდეს ტროლგვერდების წაშლა
ფოტო: Shutterstock
20 დეკემბერს ფეისბუქმა საქართველოში მოქმედი 344 გვერდი, 39 ყალბი ანგარიში, 22 ინსტაგრამის გვერდი და 54 ჯგუფი წაშალა. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ. ჯამში ამ გვერდების რეკლამირებაში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე თითქმის 316 000 დოლარი იყო დახარჯული.
სიახლე, რომელიც უეცრად დაგვატყდა თავს, სწრაფადვე გავრცელდა. დავიწყეთ ამ ამბის აღსანიშნი მიმების კეთება, იუმორისტული სტატუსების წერა და ერთმანეთისთვის მილოცვა.
ამბის საყოველთაობა რომ კარგად გვესმოდეს, ვწერ 10 მიზეზს, რის გამოც ეს ფაქტი ნამდვილად უნდა იწვევდეს სიხარულს.
1. ეს არის დეკლარირება იმისა, რომ მართლები ვართ
ტროლებისა და ბოტების შესახებ, განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში (20 ივნისის ამბების შემდეგ), ბევრს ვსაუბრობდით. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია, ამ თემაზე მუშაობენ და არსებობდა სხვადასხვა მტკიცებულება, რომ ხელისუფლება მსგავსი პროპაგანდისტული მეთოდებით ებრძვის კრიტიკულ აზრსა და ქმნის პროსამთავრობო განწყობას, მაინც გვჭირდებოდა კიდევ რაღაც, რაც ამაში ზუსტად დაგვარწმუნებდა. ჰოდა, პროტესტიდან ზუსტად ნახევარი წლის თავზე, პირდაპირ ფეისბუქმა გვითხრა - მართლები ხართ! არსებობს ასობით გვერდი და ყალბი ანგარიში, რომლებიც ზუსტად მაგას აკეთებენ, რაზეც ამდენი ხანია საუბრობთო.
სწორედ ამიტომ გაუჭირდება ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს ამ ამბის ან უარყოფა ან ისევ სხვებისთვის დაბრალება. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ მარკ ცუკერბერგი ნაცია?!
2. ეს გვერდები ხალხის მოტყუებასა და მანიპულირებას ემსახურებოდნენ
არ დაგვავიწყდეს, რომ როგორ ბევრსაც არ უნდა ვხუმრობდეთ ტროლებსა და ბოტებზე, არიან ადამიანები, რომლებიც მარტივად ექცეოდნენ მათი ზეგავლენის ქვეშ. საქართველოში მედიაწიგნიერების დონით მაინცდამაინც ვერ ვიამაყებთ, ონლაინმედიაში ნანახი, ყოველგვარი წყაროს გარეშე დაწერილი ინფორმაცია ისეთივე ნდობით სარგებლობს, როგორც ტრადიციულ მედიაში, სანდო სააგენტოების მიერ მომზადებული ახალი ამბები. გაუქმებული გვერდების მნიშვნელოვანი ნაწილი მედიასააგენტოობას იბრალებდა და ხელისუფლების შესახებ დიდწილად სიცრუის შემცველ დადებით ინფორმაციას ავრცელებდა, პარალელურად კი, ოპოზიციურ აზრს ებრძოდა.
ეს გვერდები და მათი შემქმნელ-მმართველები, ყველა, ვისაც რაიმე წვლილი შეჰქონდა მათ მუშაობაში, მიზანმიმართულად და გააზრებულად ატყუებდნენ ხალხს და ცდილობდნენ ყალბი რეალობის შექმნას. ეს არც სასაცილოა და არც ზერელედ გასატარებელი ამბავი, ესაა დანაშაული, რომელსაც ხელისუფლება მისი ხელქვეითების მეშვეობით სჩადიოდა და სჩადის თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ.
3. აწ უკვე წაშლილი გვერდები დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას ეწეოდნენ
გაუქმებული გვერდები დასავლური ღირებულებების, დასავლელი პარტნიორებისა და ქვეყნის პროდასავლური კურსის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით უპირისპირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ხალხს. ეს ამბავი მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ჭრილში კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ ზოგადად, იდეოლოგიური თვალსაზრისით. ამ გვერდების ერთ-ერთი მთავარი ხაზი დასავლური ღირებულებების კრიტიკა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მარგინალიზაცია იყო. ეს გვერდები ასევე აგორებდნენ ანტიპიარს საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების წინააღმდეგ, მაგალითად, პერიოდულად ესხმოდნენ თავს გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორს - ეკა გიგაურს. ასევე, ჰქონდათ მესიჯები ღია საზოგადოების, ე.წ. სოროსის ფონდის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამ გვერდებით ვრცელდებოდა რუსული ნარატივი, რომ "თურქეთიც ოკუპანტია" და ნებისმიერი ტიპის კონტენტი, რაც ისრებს მთავარი მტრისგან - რუსეთისგან, სხვა მიმართულებით წარმართავდა.
4. კოორდინირებულად მოქმედი ტროლები და ბოტები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ხელს უშლიდნენ
ეს გვერდები ინდივიდუალურად ესხმოდნენ თავს როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, მაგ: სირცხვილიას ლიდერებს. მიუხედავად ყველანაირი მზაობისა და იმის გააანალიზებისა, რომ საჯარო აქტივობები იწვევს კიდევაც საჯარო კრიტიკას, ამ გვერდების ქმედებები იყო მიზანმიმართული სიბინძურის გავრცელება და ემსახურებოდა ადამიანებისთვის საჯაროდ აზრის დაფიქსირების ხელშეშლასა და დემორალიზებას. ძლიერი ფსიქოლოგიური მზაობა სჭირდება იმას, რომ შენი ფოტოები ყალბი აღწერებითა და მოგონილი ისტორიებით აფრიალონ, ასი ათასობით ადამიანს უთხრან, რომ საშინელი ადამიანი ხარ და რაც მთავარია, დააჯერონ ამაში. ხშირად, მსგავსი ბულინგის ტალღის შემდეგ, ადამიანები ერიდებიან საჯარო აქტივობას, იწყებენ რისკების აწონ-დაწონვას და ა.შ. რაც, დამეთანხმებით, რომ გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
5. ფული, ფული, ფული
ფეისბუქი გვეუბნება, რომ ამ გვერდების რეკლამირებაში 316 000 დოლარამდეა გადახდილი, რაც, თითქმის მილიონ ლარამდეა. ამ თანხაში არ შედის ამ საქმის მკადრებელთა ხელფასები, ქირა, ტექნიკის საფასური, ყოველდღიური საოპერაციო ხარჯები, კომუნალურები და ა.შ. აქ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - საიდან მოდიოდა ეს თანხა? ვინ იყვნენ "შემომწირველები"? რამდენიმე ვერსიაა: ან პირდაპირ ბიუჯეტიდან იღებდნენ, ან კონკრეტული ადამიანები აფინანსებდნენ, ან რუსეთიდან შემოდიოდა. რაც არ უნდა იყოს, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული არც სადმე აღირიცხებოდა და არც ჩვენი ეკონომიკისთვის იყო სარგებლის მომტანი. ამიტომ, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ფინანსურ დანაშაულთანაც.
6. ტროლ-ფეიჯების წლობით ნაშენები "რეპუტაცია" წყალში ჩაიყარა
ფეისბუქის ალგორითმი ასე მუშაობს: გვერდს სჭირდება თანმიმდევრული, რეგულარული და უწყვეტი მუშაობა, განვითარება, რეკლამირება… ამის შემდეგ კი, გვერდები იძენენ გარკვეულ რეპუტაციას და მათ უმარტივდებათ კონტენტის გავრცელება. წარმოიდგინეთ, ფესისბუქმა გააუქმა წლობით ნამუშევარი გვერდები, რომლებშიც მილიონ ლარამდე თანხა მარტო რეკლამაშია გადახდილი. წვალებით ნაშენები რეპუტაცია და სანდოობა, ნახევარ მილიონამდე გამომწერი და აქტიური ჯგუფები ერთიანად წაეშალათ.
თუ მეცნიერი ხართ, წარმოიდგინეთ, დისერტაციას რომ წერდეთ და ბოლო აბზაცის დაწერამდე ნაშრომი რომ წაგეშალოთ. ხვდებით ხომ, რა სიმწარეა? ან, თუ გრაფიკოსი ხართ - რამდენიმე დღის მუშაობის შემდეგ აწყობილი ვიდეო რომ წაიშალოს. ან თუ დიზაინერი - ფოტოშოპის ფაილი, თუ ჟურნალისტი - ეთერში გაშვებამდე 5 წუთით ადრე სიუჟეტი რომ გაქრეს. ჰოდა, ეს სიმწარე ახლა 400-ზე გაამრავლეთ იმისთვის, რომ დაახლოებით მაინც წარმოიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე. განსხვავებით ყველა ამ მაგალითისგან, ყველაფერის აღდგენა/თავიდან გაკეთება შეიძლება, ამ გვერდების შემთხვევაში კი ეს გამორიცხულია - ფეისბუქი ავტორებს ამ გვერდებს აღარ აღადგენინებს.
ჩემი მეგობარი წერდა: "და რა, ვერ გააკეთებენ ახალ ტროლგვერდებს და ბოტებს?" - კი, გააკეთებენ, მაგრამ იმაზე ბევრად მეტი დრო და რესურსი დასჭირდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სადღაც წელიწად-ნახევარი მაინც იქნება საჭირო იგივე პოზიციებზე დასაბრუნებლად.
7. ეს არის გაფრთხილება სხვებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები წაიშალა, ისევ დარჩნენ გვერდებიცა და ყალბი ანგარიშებიც, რომლებიც იმავე საქმეს აკეთებენ. ის, რომ მათი წინამორბედები-პარტნიორები გაუქმდნენ და ფეისბუქმა არაკეთილსინდისიერად მოქმედი სქემა ამოხსნა, არის სიგნალი ყველასთვის, რომ ამ სოციალურ ქსელში მათი თავისუფლად მოქმედება დროებითია და თუ 20 დეკემბერს ამ წმენდას გადაურჩნენ, 20 თებერვალს ისინიც იმავე ბედს გაიზიარებენ. ვის უნდა ფეისბუქისგან სამუდამოდ დაიბლოკოს? ანდა, რა აზრი აქვს, უკვე ხო მაინც არაეფექტური იქნება მათი ეს მონდომება?
8. განცხადებაში პირდაპირაა დასახელებული ტროლგვერდების მმართველი ძალები
ქვეყანა რომ იყოს გარეული - გვეწყინებოდა, მაგრამ ფეისბუქისვე გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტულად წერია - რომ ხელისუფლება, კონკრეტულად კი - ქართული ოცნება იყენებდა ამ გვერდებს მისივე ნარატივის გასავრცელებლად და კრიტიკულ აზრთან საბრძოლველად. სტატიაში პირდაპირ ვხვდებით ერთ-ერთ პოსტს ბიძინა ივანიშვილის შესახებ, როგორც მაგალითს - როგორ ცდილობდნენ ეს გვერდები ოლიგარქის შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელებას. ტრამპისა და კემბრიჯ ანალიტიკას ქეისისა და ბრექსიტში რუსეთის პირდაპირი ჩარევების შემდეგ, ამხელა პოლიტიკური სკანდალი სხვა ქვეყნებს არ ახსოვთ. არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა რომელ საათზე დაიძინა გუშინ, მე მის ადგილზე სირცხვილით არ დამეძინებოდა. მოხერხება ხომ უნდა - ოფიციალურმა ფეისბუქმა შენი ფოტო ასე სამარცხვინოდ ანახოს მილიონობით ადამიანს და ამხელა სქემა წყალში ჩაგიყაროს.
9. როგორც იქნა, საქართველო და მისი პრობლემები ფეისბუქისთვის აქტუალური გახდა
საქართველოში ფეისბუქს ყველა უპირატესობით ვერ ვიყენებდით. ქართული ენის და ლოკალური კონტექსტის ანალიზი ფეისბუქის ალგორითმებს უჭირდათ, სწორედ ამიტომ ხდებოდა, რომ ცალსახად ფეისბუქის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მყოფი (სიძულვილის ენის, ძალადობის ან სხვა კანონდარღვევის შემცველი) პოსტები რეპორტის შედეგად არ იშლებოდა და ისიც, რომ ამდენი წელი ამდენი ყალბი გვერდი და ანგარიში თავისუფლად მუშაობდა. ეს ამბავი არის პრეცედენტი და ნიშნავს იმას, რომ ფეისბუქი მეტად მოგვაქცევს ყურადღებას და მაქსიმალურად შევძლებთ 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი ტროლებისგან მაქსიმალურად გაწმენდილ გარემოში გავატაროთ.
10. მჩაგვრელებზე ჩაგრულების გამარჯვების იმედად
თუ ვინმემ არ იცით ან არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ეს გვერდები და მათი მმართველები (მთავრობის მეთაურობით), წერდნენ ათას სიბინძურეს მაკო გომურის, ვაჟა გაფრინდაშვილის, ლუკა სირაძის და სხვათა შესახებ. მათთვის არც ადამიანური ტრაგედიები იყო დაბრკოლება, არც მორალური ღირებულებები, არც ქვეყნის წინაშე ანგარიშვალდებულება და არც მომავალზე ზრუნვა. ეს უსახური ანგარიშები, რომელთა უკანაც რეალური ადამიანები აღმოჩნდნენ, თავიანთ ახლობლებზეც კი თვალისდაუხამხამებლად გაავრცელებდნენ ათას სიყალბეს - თუკი "კომპარტია" უბრძანებდა ამას.
ამ გვერდების წაშლა ასეთ ადამიანებს უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, ვერც უსამართლობას აღმოფხვრავს ბოლომდე და ვერც პოლარიზებულ საზოგადოებას დააახლოებს ერთმანეთთან, მაგრამ არის მაინც რაღაც, იმედის ნაპერწკალი, რომ თუ ერთხელ მაინც შევძელით გამარჯვება და მჩაგვრელები დავამარცხეთ, თუ ერთხელ მაინც გავიგეთ ამ ბედნიერების გემო - ვეღარაფერი შეგვაჩერებს.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენელები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჯეოკეპმა ახალი საწარმო გახსნა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა

კომენტარები