გომელაურის ცინიზმი: ორჯერ წყალს მივასხამთ, გვლანძღავენ სიცივეში როგორ შეიძლებაო; ახლა ვცდილობთ წყალი გავათბოთ
ფოტო: საქართველოს მთავრობა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აქციებზე დაპირისპირებისას პოლიციის უმოქმედობის კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიციას ხშირად უწევს უმოქმედობაში ყოფნა. გარდა ამისა, მან სიცივეში წყლის ჭავლის გამოყენებაზე იხუმრა და თქვა, რომ სამომავლოდ წყალს გაათბობენ.
"თუ გამოვალთ, ვთქვათ, ხელკეტსაც არ ვხმარობთ, არც რეზინის ტყვიებს, არც გაზს [არ ვიყენებთ]. უბრალოდ ორჯერ წყალს მოვასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, სიცივეში როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ, გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ. ვმოქმედებთ არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ არ მოსწონთ. ძალიან რთულია", — განაცხადა ჟურნალისტებთან ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მმართველი გუნდისა და სამოქალაქო აქტივისტების ფიზიკურ დაპირისპირებას, გომელაური ამბობს, რომ დაპირისპირება ორივე მხრიდან იყო. მისივე თქმით, აგრესიული მონაწილეები ტერიტორიას განარიდეს.
"ნაციონალური მოძრაობის ოფისთან რომ მივიდნენ ქართული ოცნების მომხრეები და პროტესტი გამოხატონ. მოვიდა პოლიცია და დაპირისპირება მოუვიდათ ნაციონალურ მოძრაობასთან. ვინ უნდა გაწიოს პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან, ქართული ოცნების მხარდამჭერები თუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები? პოლიციამ მოუწოდა გასვლისკენ. ესენი [სამოქალაქო აქტივისტები] დაწვნენ არ დგებოდნენ, ერთი სამწუხაროდ შეუძლოდ გახდა. პოლიციამ რა უნდა ქნას? ვისი ოფისიცაა ისინი დგანან და აგრესიას გამოხატავენ. ორივე მხარეს იყო დაპირისპირება. თუ მოკიდებს ხელს და ძალით მანქანაში ჩასვამს, პოლიცია აკავებს და რატომ აკეთებს ამასო. როცა არ აკეთებს ამას, რატომ არ აკეთებსო", — ამბობს გომელაური.
2 დეკემბერს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთხის წევრები და მხარდამჭერები ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისტები ამბობდნენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 აქტივისტი.
ისინი მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ დაეკავებინათ აგრესიული პირები, თუმცა უშედეგოდ. აქტივისტები გინების პასუხად, ქართულ სიმღერებს მღეროდნენ.
აქცია "რამდენს ბედავთ" ოცნების ოფისთან მცხეთაში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, სადაც მოძრაობა გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები და მხარდამჭერები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ წაქცეულ აქტივისტს სახეში ურტყამენ ფეხს. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- ბატონ ბიძინას აგინეს და არ მოვითმენთ — სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გოგაშვილის შვილი ოცნების ოფისთან აქციაზე
- ოცნების მხარდამჭერების თავდასხმისას 5 ჩვენგანი დაშავდა, 1-ს ნასროლი შუშხუნა თვალში მოხვდა — აქტივისტები
- ოცნების მხარდამჭერების გინების პასუხად, აქტივისტებმა პარტიის საიმიჯო სიმღერა "ჩემი საქართველო აქ არის" იმღერეს
- დავცხოთ ამათი დედა მოვტ**ნ — ოცნების ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებს პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ
ბოლო დღეების მოვლენები
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები