ჩვენ მოგიყვებით, რატომ უნდა დააზღვიოთ თქვენი მანქანა თიბისი დაზღვევაში
იცით, პირველს რას ამჩნევენ ტურისტები, რომლებიც თბილისში ჩამოდიან? ძველი თბილისის არაჩვეულებრივ არქიტექტურას? არა! ქალაქში გაფანტულ ცხენიან ძეგლებს? არა! როგორ აცვიათ თბილისელებს? ჰმ, არა! სინამდვილეში უცხო თვალისთვის ყველაზე შესამჩნევი რამ თბილისის ქუჩების ალოგიკური და ქაოსური მოძრაობაა.
თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნები, რომლებიც ცდილობენ, წესების დაცვით იმოძრავონ იქ, სადაც წესების დაცვით არავინ მოძრაობს, მაშინ ეს სტატია შენთვის დაგვიწერია.
ზემოთ თბილისის ქუჩების ველური ჯუნგლები ვახსენეთ და მოდით, შევთანხმდეთ: ასეთ სიტუაციაში ავტოდაზღვევის გარეშე მოძრაობა ოპტიმისტებისთვისაც კი ზედმეტი თავზეხელაღებულობაა. ამიტომ, თუ მანქანა გყავს, მაგრამ დაზღვეული არაა, ალბათ, ამ სერვისის შეძენაზე ერთხელ მაინც გექნება ნაფიქრი.
ამ მომენტში ქართულ ბაზარზე ავტოდაზღვევა 17 სადაზღვევო კომპანიას აქვს. რითი უნდა იხელმძღვანელო შენთვის შესაფერისის შესარჩევად?
დაზღვევის შეძენის სიმარტივე
რა კარგი იქნებოდა, რომელიმე სადაზღვევო კომპანიას ჩეტბოტი რომ ჰყავდეს, რომელსაც მისწერ და სახლიდან გაუსვლელად დააზღვევ მანქანას... უი, პრინციპში, თიბისი დაზღვევის ბი ბოტი ზუსტად ამას აკეთებს.
ანაზღაურების სიმარტივე
შეიძლება მანქანა დაზღვეული გყავდეს და თავიც ქუდში გეგონოს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის მომსახურების ხარისხს იქამდე ვერ გამოცდი, სანამ "სადაზღვევო შემთხვევა არ დადგება".
კვლევის თანახმად, იმ მომხმარებელთა შორის, რომელთაც სადაზღვევო შემთხვევა ჰქონიათ, ყველაზე მეტად თიბისი დაზღვევის მომხმარებლები არიან კმაყოფილები (65,1). 2018 წელს თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურებული თანხა 9 500 000 ლარი იყო, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი, კომპანიამ მომხმარებლებს უკვე 6 400 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა.
ასე რომ, თიბისი დაზღვევა მართლა ანაზღაურებს.
სახლიდან ფეხის მოცვლის გარეშე ანაზღაურება
ვირტუალურად თითქმის ნებისმიერი კომპანიის ავტოდაზღვევას შეიძენ, თუმცა უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, როგორც წესი, ყველაფერი ისევ ბიუროკრატიული ქაოსით იცვლება. დროა, ქაღალდებით აქეთ-იქით სირბილის მავნე პრაქტიკა დასრულდეს!
თიბისი დაზღვევა ერთადერთი კომპანიაა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომლის სერვისიც დისტანციურად სრულდება.
რას ნიშნავს დისტანციურად და კონკრეტულად web-ით დასრულება
ზარალის ოდენობაზე შეთანხმების შემდეგ მზადდება დარეგულირების აქტი, რომელზეც ხელი უნდა მოაწერო, ამ დროს კი თავად წყვეტ, რომელი გზით ისარგებლო: ზარით თუ ვებით.
Web: მხოლოდ ლინკზე გადასვლით ასრულებ ოპერაციას;
Call: რამდენიმე კითხვით გადიხარ იდენტიფიკაციას და სულ ეგაა!
ავტოტექნიკური დახმარება გზებზე
ავტოდაზღვევის შეძენის შემთხვევაში საწვავის ამოწურვა თუ საბურავის დაშვება მთელ დღეს აღარ გიფუჭებს, რადგან გზებზე მარტო აღარ ხარ.
დამატებითი საჩუქრები და მომსახურებები
თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევის სრული ნაკრების ონლაინ შეძენისას შენ არა მხოლოდ სიმშვიდე გადმოგეცემა, არამედ გალფის ან ვენდუს 250 ლარამდე ვაუჩერი, თეგეტასა და ვიანორის ფასდაკლების ბარათები და 50%-იანი ფასდაკლება რეცხვის ულიმიტო სერვისზე პარტნიორ სამრეცხაოებში, მთელი წლის განმავლობაში.
ასე რომ, დაზღვევასთან ერთად მანქანაზე ზრუნვის მთელ პაკეტს ყიდულობ.
თიბისი დაზღვევა მუდმივად განვითარებად, მარტივ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. წელს მომხმარებლების 46%-ს ზარალი დისტანციურად აუნაზღაურდა, მომავალ წელს კი ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები