როგორ ხვდებიან ძაღლები, რომ თავს ცუდად ვგრძნობთ
ფოტო: Dan Steel / Getty
ამანდა მალი - ჟურნალისტი და ჩიხუახუა მიჩის მზრუნველი პატრონი - საკუთარ გამოცდილებასა და კვლევებზე დაყრდნობით იმ უნარებზე გვიამბობს, რომლებიც ძაღლებს ადამიანების ავადმყოფობათა ამოცნობაში ეხმარებათ.
ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, ოღონდ არ ვაღიარო, რომ ავად ვარ. სურდოს დროს ალერგიის მედიკამენტების ორმაგ დოზას ვიღებ. ყელის ტკივილს ჩემი კორპუსის მშრალ გათბობის სისტემას ვაბრალებ. უენერგიობასა და გაღიზიანებას იმ ფაქტით ვამართლებ, რომ დღის განმავლობაში 14 საათს ინტერნეტში ვატარებ.
ერთადერთი სიმპტომი, რომლის იგნორირებაც არ შემიძლია, ჩემი ძაღლის პაწაწინა თავია, რომელიც ჩემს მუხლებზე დღის იმ მონაკვეთში ასვენია, როცა, ჩვეულებრივ, არც კი მიმჩნევს ხოლმე. ამ დროს მან როგორღაც იცის, რომ ვეღარ გავაგრძელებ თავის მოტყუებას, თითქოს არაფერი მაწუხებდეს.
მიჩი, ჩემი ჩიხუახუა, სულ რაღაც 6 კილოგრამს იწონის. ის, შეიძლება, მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულე ძაღლი არ იყოს, მაგრამ ერთმანეთს მშვენივრად ვეწყობით. თუმცა მას საკუთარი ინტერესის სფეროებიც აქვს: პატარა, ფუმფულა სათამაშოების ულმობლად გაბრდღვნა და თავისი საწოლის დაუღალავად ღეჭვა (მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება).
ფოტო: iStock
მაგრამ როგორც კი გაციების თანმხლები ოდნავი თავის ტკივილი შემაწუხებს, ჩემი ძაღლიც მაშინვე იწყებს გადასხვაფერებას. ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს - აღარ ცდილობს მეთამაშოს და არც თავის პატარა თათებს მასობს ნეკნებში, რომ ბურთი გადავუგდო. ამის მაგივრად ის ნამდვილ ექიმად ტრანსფორმირდება, რომლის ერთადერთი საზრუნავი ჩემს გამოჯანმრთელებაზე ზრუნვაა - ის ჩემ გვერდით ან ჩემზე წვება და არც ერთი წამით აღარ მშორდება.
იმის მიუხედავად, რომ მყარად მწამს, ჩემი ძაღლი ყველასგან გამორჩეულია და მისნაირ ანგელოზისებრ ბუნებას სხვა არავინ ფლობს, ძალიან მარტივად შეიძლება უამრავი ისტორიის მოძებნა იმ შინაურ ცხოველებზე, რომლებიც თავიანთ პატრონებს ცუდად ყოფნის ან რაიმე ტიპის დაზიანების დროს იცავდნენ და ანუგეშებდნენ. გასულ კვირას, როდესაც თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, მიჩი, რა თქმა უნდა, ჩემზე იყო მოწებებული. ამის შემყურე ჩემმა მეგობრებმა მიამბეს, როგორ ზრუნავდნენ მათზე მათი შინაური ცხოველები სხვადასხვა ავადმყოფობისას - იქნებოდა ეს ოპერაციის შემდგომი პერიოდი თუ უბრალო მუცლის ტკივილი (სხვათა შორის, მიჩს ყურიც არ შეუბერტყავს, როცა გასულ თვეს ბასრი დანით ხელი გავიჭერი).
მკვლევრები, რომლებიც ძაღლისებრთა ოჯახის შემეცნებით უნარებს სწავლობენ, ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ძაღლების პატრონთა წარმოსახვის ნაყოფი არ არის. ოთხფეხა მეგობრებმა მართლაც იციან, როცა თავიანთ პატრონებს რთული პერიოდი აქვთ და ამის მისახვედრად ისინი მრავალგვარ სიგნალს უყურადებენ. თქვენს ძაღლს არამხოლოდ იმის ამოცნობა შეუძლია, რომ სურდო გაწუხებთ, არამედ განწყობის წუთიერი ცვლილებების აღქმის უნარიც აქვს და ბევრად უფრო სერიოზული დაავადებების შემჩნევის ძალაც შესწევს.
"ძაღლები უჩვეულოდ მგრძნობიარენი არიან თავიანთ პატრონებში მიმდინარე ცვლილებების მიმართ", - ამბობს ალექსანდრა ჰოროვიცი, ბერნარდის კოლეჯის ძაღლის შემეცნების ჰოროვიცის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, - "როცა ადამიანს რაიმე ვირუსი ან ბაქტერია უტევს, მას განსხვავებული სუნი აქვს". ზოგიერთი დაავადება იმდენად ძირეულად ცვლის ადამიანის სუნს, რომ ეს სხვა ადამიანისთვისაც მარტივი შესამჩნევი შეიძლება იყოს. მაგრამ ძაღლებს თავიანთ პატრონებში შეცვლილი სუნის აღქმა ჯერ კიდევ იქამდე შეუძლიათ, სანამ თავად დაავადებული ადამიანი იგრძნობს საკუთარ თავში რაიმე სახის ცვლილებას. ეს იმიტომ ხდება, რომ ძაღლები ადამიანებთან შედარებით განსაკუთრებულად ძლიერი ყნოსვით არიან დაჯილდოებულები. მათ ცხვირში 300 მილიონამდე ყნოსვითი რეცეფტორი აქვთ, მაშინ, როცა ადამიანი, საშუალოდ, სულ რაღაც 6 მილიონი რეცეპტორით კმაყოფილდება.
ფოტო: Arszahner Photography / Getty
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ადამიანის განწყობაც, რომელიც სერიოზულ დაავადებებზე მიმანიშნებელიც შეიძლება იყოს ხოლმე, ძაღლის ყნოსვითი რეცეპტორებით აღიქმება. ადამიანის ემოცია სხეულის მიერ გამოყოფილი ნივთიერებათა მეშვეობით ფიზიკურად ვლინდება და ძაღლებს ამ ცვლილებების გაშიფვრის თანდაყოლილი უნარი აქვთ.
სუნის გარდა ძაღლებს ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღება ადამიანის ხმისგანაც შეუძლიათ. 2014 წელს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლებს, ადამიანების მსგავსად, ტვინის ის უბანი აქვთ, რომლის მეშვეობითაც მათ მოსაუბრის ხმაში დაფარული ემოციების გარჩევა მაშინაც კი შეუძლიათ, როცა წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობა არ იციან. სწორედ ამიტომ აქიცინებს მიჩი თავის პაწაწინა კუდს, როცა აღფრთოვანებული ვეკითხები - "ვინ არის ჩემი ბუბუსა?" - და მას წარმოდგენაც არ აქვს, რას ნიშნავს ეს სიტყვა (გულწრფელად რომ გითხრათ, არც მე მაქვს). ადამიანის ხმის ტემბრი დეპრესიის, ენერგიის ნაკლებობის და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების მაჩვენებელიც შეიძლება იყოს.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ახსნას უძებნიან ძაღლები ამ ცვლილებებს. "ჩვენ ვგზავნით უამრავ ისეთ სიგნალს, რომელთა აღქმაშიც ძაღლები კარგად გაწვრთნილები არიან, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, აკავშირებენ თუ არა ისინი ამ ცვლილებებს ცუდად ყოფნასთან", - ამბობს ჰოროვიცი. ასეთ დროს ძაღლების ქცევას ჩვენ მზრუნველობად აღვიქვამთ, მაგრამ ეს, შეიძლება, გაზრდილი ცნობისმოყვარეობის გამოხატულება იყოს. სხვა თუ არაფერი, ისეთ რამესთან ახლოს ყოფნა, რაც ჩვენში ეჭვებს იწვევს, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შესანიშნავ გზას წარმოადგენს.
ასევე, "შეშფოთება, შესაძლოა, სიფხიზლეს გამოხატავდეს", - აღნიშნავს ჰოროვიცი. თუ შენი ძაღლი შენს კეთილდღეობაზე ღელავს, ის შეიძლება, მოულოდნელად პირად მცველად გადაიქცეს. ასეთ დროს ძაღლი დაჟინებით მოითხოვს შენთან სიახლოვეს და ცდილობს, სანამ გამოჯანმრთელდები, შენამდე სხვა არავინ მოუშვას. ზომისა და ტემპერამენტის მიხედვით, შესაძლოა, ძაღლმა გრიპიანი პაციენტის ჰიდრაციის პროცესიც კი შეაფერხოს, მაგრამ, როგორც ჰოროვიცი გვეუბნება, იმაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ მას ჩვენთვის მხოლოდ კარგი უნდა.
ფოტო: Katie Martin
ძაღლების მოშინაურებიდან საუკუნეებია გასული და ამ ხნის განმავლობაში მათ ადამიანებთან იმაზე მჭიდრო კავშირი დაამყარეს, ვიდრე ერთმანეთთან აქვთ. როცა მათ საოცარ მგრძნობელობით უნარებსაც გავითვალისწინებთ, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მსგავსი ინტენსიური კავშირი ადამიანების ჯანმრთელობისთვის უდიდესი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს. ჩვეულებრივი სეზონური გრიპების გარდა, ზოგიერთ ძაღლს აქვს უნარი, ზუსტად ამოიცნოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორებიცაა მალარია, პარკინსონის დაავადება, დიაბეტი და გარკვეული ტიპების კიბო. მკვლევრების თქმით, დაავადებების ამოცნობის უნარის გარდა, უბრალოდ ის ფაქტი, რომ ძაღლი გყავს, დადებითად მოქმედებს შენს განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ძაღლები გვეხმარებიან მოდუნებაში; ისინი განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებენ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებზე და მათზე, ვინც პოსტტრავმულ სტრესს უმკლავდება.
მართალია, ძაღლის ჯიშებს შორის ჩიხუახუები ყნოსვითი უნარებით ნამდვილად არ გამოირჩევიან, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი განსაკუთრებული მონდომებით იცავენ თავიანთ პატრონებს. მიჩს შეუძლია, მტვერსასრუტსაც კი შეებრძოლოს ჩემი უსაფრთხოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის დაავადების აღმოჩენის სუპერძალას არ ფლობს, მაინც უზომოდ სასიამოვნოა, როცა შენს კალთაზე პაწაწინა, საყვარელ ცუგას სძინავს; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თავს არც ისე მხნედ გრძნობ.
და დიახაც, ის მე ამით ძალიან მეხმარება. შემდეგ ჯერზე, როცა მიჩი ნეკნებში თათებს ჩამასობს, რათა ხელიდან სათამაშო გამომტაცოს, არაფრის დიდებით არ ვუსაყვედურებ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები