ვიდეო: კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან თიზერი
ფოტო: Jesse Grant - © 2015 Getty Images
ფენტეზის ჟანრის, კომედიის და ტელეეკრანების უგვირგვინო გენიოსის, ჯონი დეპის, მოყვარულთათვის სასიხარულო ამბავია, კარიბის ზღვის მეკობრეების მეხუთე ნაწილის, მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან თიზერი გამოვიდა.
ერთი შეხედვით მარტივად მისახვედრია, რომ ფილმი ტრადიციულ სტილს არ კარგავს - ბნელი ფერები, იდუმალებით მოცული ზღვის ნაპირები, მძიმე საუნდტრეკები და ცოხალ-მკვდარი მეკობრეები ბრიტანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.
თიზერი გვამცნობს, რომ კაპიტანი ჯეკ ბეღურა ახალ "შარში" გაეხვა და მისი მტრების სია კიდევ უფრო გაიზარდა. სამწუხაროდ, თიზერი არ გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, ამჯერად რა ხრიკებით აპირებს ბეღურა თავის გადარჩენას, ისიც კი უცნობია სად იმყოფება ან როგორ და როდის გადაიმტერა ეს მეკობრეები.
ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია ინფორმაცია ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან 2017 წელს გამოვა. ინტერნეტ ჭორებით თუ ვიმსჯელებთ მას ან მაისში ან ივლისში უნდა ველოდოთ.
კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმების სერია 2003 წელს დაიწყო. პირველი ფილმი შავი მარგალიტის წყევლა, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ Walt Disney Pictures-მა გადაწყვიტა გაგრძელება ტრილოგიის სახით შემოეთავაზებინა.
მეორე ფილმი, მიცვალებულის სკივრი, 2006 წელს გამოვიდა. ფილმმა პრემიერის დღეს ფინანსური რეკორდები მოხსნა. რამაც შემქმნელებს ისე აღუძრა მადა რომ მესამე ნაწილი, მსოფლიოს დასასრული, გაცილებით უფრო მალე, 2007 წელს გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთი ფილმი, შემდეგ კი ტრილოგია დაიგეგმა დისნეი არ გაჩერდა და 2011 წლის 20 მაისს ეკრანებზე ახალი ნაწილი გამოუშვეს, სახელით - უცნაურ ნაპირებზე. ამ ფილმს მაყურებელთა ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა ვინაიდან ორლანდო ბლუმისა და ნატალია პორტმანის გარეშე ფილმი ვერ წარმოედგინათ, თუმცა პენელოპა კრუზმა ჯონი დეპისთვის პარტნიორობის ღირსეულად გაწევა შეძლო. ფილმმა $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი ნახა, რისი წყალობითაც მსოფლიო კინოს ისტორიაში, მაღალი შემოსავლის მქონე ფილმებს შორის მერვე ადგილი დაიკავა. კარიბის ზღვის მეკობრეები იყო პირველი კინო-ფრენჩაიზი, რომელშიც ერთზე მეტმა ფილმმა $1 მილიარდზე მეტი შეაგროვა.
ასე იქცა ცბიერი, მოღალატე, თავკერძა მეკობრის თავგადასავალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და მაღალშემოსავლიან ფილმად. შესაბამისად, ახალი ნაწილის მოლოდინი საკმაოდ დიდია. დაველოდოთ, შეძლებენ თუ არა ვოლტ დისნეი და ჯონი დეპი კინომოყვარულთა იმედების გამართლებას.
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები