ირაკლი ოქრუაშვილი მის მიმართ სროლის ფაქტში ოცნებას ადანაშაულებს
ფოტო: TV პირველი
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილის, რომელსაც დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მიიჩნევს, რომ ინციდენტი ქართული ოცნების მიერაა პროვოცირებული. გორში დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაიჭრა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და კოორდინატორი რომელსაც ამ წუთებში გორში ოპერაცია უტარდებათ. ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა:
"დილიდან ვაწარმოებდით ჩვეულებრივ რეჟიმში საარჩევნო შეხვედრებს. დილიდან ქართული ოცნების აქტივისტები ცდილობდნენ ჩვენი საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს არ გამოუვიდათ დღის გარკვეულ მონაკვეთამდე. ბოლოს მოიყვანეს კრიმინალური წარსულის მქონე ერთ–ერთი ადამიანი იმისთვის, რომ მას ეს შეხვედრა ჩაეშალა. ეს პიროვნება გახლავთ არაერთგზის მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე და იარაღის უკანონო ტარებაზე არის ნასამართლევი. ეს პიროვნება მოიყვანა ოცნების ერთ–ერთმა კოორდინატორმა ე. ნ.–მ, რომელიც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. მათ არ გაუვიდათ საარჩევნო შეხვედრის ჩაშლა და ბოლოს გადაწყვიტეს უკვე, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ. რამდენიმე გასროლა განახორციელეს როგორც ჩემ მიმართ, ისე ჩემი დაცვის წევრების მიმართ და ბოლოს დადგა ასეთი საგანგაშო შედეგი – დაიჭრა ჩემი დაცვის წევრი და ჩვენი კოორდინატორი".
ირაკლი ოქრუაშვილი გორში სიტუაციის დაძაბვაში კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს ადანაშაულებს:
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საარჩევნო პროცესში შეინიშნებოდა ძველი ბიჭების ჩართვა. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა კახა კალაძის ცოლის ძმა, ის უწევდა ორგანიზებას ასეთი ადამიანების ჩართულობას, რომ ე.წ. ქუჩის პალაჟენია გორში დაელაგებინა".
ოქრუაშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად იპოვონ ადამიანი, რომელმაც მისი მიმართულებით ისროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ეს შეიძლება გადაიზარდოს თვითნებურ ანგარიშსწორებაში".
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სროლის მოტივი პოლიტიკური არ ყოფილა და ამ ფაქტის "პოლიტიზირება დაუშვებელია":
"მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ აქციაზე მოხდა ეს ფაქტი, მოტივი ამ ქმედების არ იყო პოლიტიკური, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი შელაპარაკება, რომელიც დაიწყო ოქრუაშვილი მხარდამჭერებსა და კონკრეტულ ადამიანს შორის".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შენახვა–შეძენის ტარების ფაქტზე.
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები