ხალხს ირაკლის ხმაზე მოძალადე რეჟიმები და მმართველები არ უნდა აგონდებოდეს — ქეთათო
რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა ქეთათომ სირცხვილიას აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის გაჟღერება გააკრიტიკა და თქვა, რომ ოკუპაციის გაპროტესტებისას სხვისი საავტორო უფლებების "მაჯლაჯუნა მიმტაცებელი" არ უნდა იყო.
ამჯერად ქეთათო წერს, რომ სწორი იყო, როდესაც მომიტინგეების გადამეტებული ძალით დაშლის შემდეგ, სირცხვილიას აქციებზე ჩარკვიანის შემოქმედება ჩართეს:
"აქციების დასაწყისში, როცა მუსიკა ძალადობის საპასუხოდ გაჩენილი მუხტის ასამაღლებლად იყო გამოყენებული, როდესაც საკუთარი ღირსების დასაცავად გამოსულ ხალხს ნადირის ტყვიებით დამიზნებით უმასპინძლდებოდნენ, როდესაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და როდესაც დაჩოქილ და ხელებაწეულ დემონსტრანტებს გადაუარეს, მაშინ სხვა რა, თუ არა "საქართველო?!" სხვა ვინ, თუ არ ირაკლი?!"
თუმცა ის დასძენს, რომ გრძელვადიან პროტესტში მას ზედმეტად ეჩვენება დღეში რამდენჯერმე ჩარკვიანის "საქართველოს" აქციაზე ჩართვა. ის მიიჩნევს, რომ ასე ირაკლის სახელი გაუფასურდება:
"ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება ზედმეტად აღმატებულია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსების სახელებთან, მათ პოლიტსივრციდან გაძევებასთან, ან მათ აღზევებასთან იყოს დაკავშირებული, პოლიტიკოსების, რომლებიც თუ შევლენ ისტორიაში, არამგონია კარგი კვალი დატოვონ და ნამდვილად არ მინდა ამ დროებით სახელებთან ეს მართალი და მრავლისმთქმელი მუსიკა ასოცირდებოდეს. ხალხს ირაკლის ხმაზე მხოლოდ მოძალადე რეჟიმები და ამ რეჟიმების მოძალადე მმართველები არ უნდა აგონდებოდეს".
ქეთათო ამბობს, რომ პირადად იცნობს აქციების ორგანიზატორებს. ის დასძენს, რომ ანტისაოკუპაციო გამოსვლებისას არაერთხელ დაკავშირებიან და სიტყვიერი თანხმობით, უფასოდ შეთანხმებულად ირაკლი ჩარკვიანის კომპოზიციის გაშვებაზე.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ ჯერზე მისთვის თანხმობა არ უთხოვიათ, რის შემდეგაც ქეთათოს სიტყვებით, ის ერთ-ერთ ორგანიზატორს დაუკავშირდა და სთხოვა, აღარ გაეშვათ კომპოზიციები.
"რისი მოთხოვნის — არადა, მე თხოვნით მივმართე, — როგორც მორალური, აგრეთვე სამართლებრივი უფლება მაქვს. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა ნეგატივის კულტივირება, საკმაოდ რთული, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი მთავარ მიზნამდე. მე მჯერა, რომ - ჩვენ მოვიგებთ ომს!" — წერს ქეთათო ფეისბუქზე.
ქეთათოს კრიტიკის მიუხედავად, აქციებზე ჩარკვიანის შემოქმედება მაინც ჟღერდება. 4 ივლისის აქციაზე ჩარკვიანის სიმღერები შეასრულეს ზურა ჯავახიამ და ანი სუბელიანმა. სუბელიანმა სიმღერის შესრულებამდე განაცხადა, რომ მეფის შემოქმედება ყველასია.
საავტორო უფლებები
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, მის შემოქმედებაზე საავტორო უფლებები ცოლს გადაეცა. ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენებას საჯაროდ აპროტესტებს. 2017 წლის ბოლოს, მუსიკის კოლექციონერ ჯაბა შავიშვილს, მიღებული რეპორტის გამო YouTube-ის არხი წაუშალეს, სადაც ჩარკვიანის გარდა, ათასზე მეტი ქართული კომპოზიცია ჰქონდა განთავსებული. მაშინ შავიშვილი წერდა, რომ მის იუთუბ არხზე არსებული სიმღერების დიდი ნაწილის ასლი არ არსებობდა.
"საქმე იმაშია, რომ კეთდება ირაკლის და ჩემი ოფიციალური არხი იუთუბზე, MepeKetato Official, სადაც აიტვირთება ყველა მასალა, რაც გამოვეცით ირაკლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო იუთუბის ყველა სხვა არხზე მასალა განთავსდება მხოლოდ ჩემი თანხმობით, ვინაიდან მე ვარ საავტორო უფლების მფლობელი", — დაწერა ქეთათომ საპასუხოდ.
20 ივნისის აქცია
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.
აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები