სიცოცხლე "ჩერნობილის მკვდარ ტყეში"
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TREE
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად გარემოში 400-ჯერ მეტი რადიაცია გაიფანტა, ვიდრე ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებისას. ავარიამ დიდი გავლენა იქონია როგორც ადამიანებზე, ისე ბუნებაზე. დაზარალებულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. გაეროს მონაცემებით, უშუალოდ ავარიის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დასხივების შემდგომ პერიოდში — 4 000 ადამიანი. გაურკვეველია, რადიაციამ პირდაპირ თუ ირიბად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარემოს. ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელზეც რადიაციამ განსაკუთრებული გავლენა იქონია, ფიჭვნარის ტყეა, რომელიც მას შემდეგ წითელი ტყის სახელითაა ცნობილი. ამ მონაკვეთმა რადიაციის მაღალი დოზა მიიღო, ხეები გახმა და ფოთლები გაწითლდა. ატომურ კატასტროფას ცხოველების უდიდესი ნაწილი ვერ გადაურჩა.
ჩერნობილის ავარიის შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ უკრაინის ეს რეგიონი სიცოცხლისთვის უსარგებლო გახდებოდა და მოგონებების რადიაციულ უდაბნოდ გადაიქცეოდა. იმ ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, რომელიც ზოგიერთ რადიოაქტიურ ნივთიერებას დაშლისთვისა და გარემოდან გაქრობისთვის სჭირდება, მიიჩნევდნენ, რომ ჩერნობილი და მისი მიმდებარე ტერიტორია ველური ბუნებისთვის საუკუნეების განმავლობაში მიუწვდომელი იქნებოდა.
ჩერნობილის ველური ბუნება დღეს
დღეს, ტრაგედიიდან 33 წლის შემდეგ ადამიანების მიერ დატოვებული ტერიტორია ცხოველებითაა დასახლებული. იქ ცხოვრობენ დათვები, ბიზონები, ირმები, მგლები, მრავალი სხვა ცხოველი და 200-მდე სახეობის ფრინველი.
პროექტ TREE-ს ფარგლებში რამდენიმე წლით მიტოვებულ ტერიტორიის სხვადასხვა ზონაში 42 კამერა დაყენდა. გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ცხადყოფს, რომ რადიაციის ყველა დონეზე ცხოველები ბინადრობენ.
რა თქმა უნდა, დაფიქსირდა ისეთი ფაქტებიც, რომელიც კონკრეტული სახეობებისთვის დამახასიათებელი არაა. მაგალითად, ფრინველებს შორის ხშირად ჩნდებიან ალბინოსები, მწერების სიცოცხლის ხანგრძლივობა "მკვდარ ტყეში" ნაკლებია, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო მღრღნელები ნაკლებ შთამომავლობას აჩენენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რადიაციის მიმართ ცხოველები იმაზე უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ადაპტაციაც ადვილად გაიარეს. ამასთანავე, მკვდარ ზონაში ადამიანების არყოფნამ ცხოველების მომრავლებას ხელი შეუწყო.
ჩერნობილის მომავალი
ჩერნობილის ატომური რადიოსადგურის გარშემო რადიაციის დონე ახლა, რა თქმა უნდა, იმაზე დაბალია, ვიდრე ეს კატასტროფის დროს იყო, თუმცა ადამიანისთვის იქ ყოფნა მაინც საშიშია. კატასროფასთან ყველაზე ახლომდებარე ქალაქი პრიპიატი ახალი დასახელებისთვის ვარგისი მხოლოდ 24 ათასი წლის შემდეგ იქნება.
ბოლო წლებში ჩერნობილი ევოლუციური პროცესების კვლევისთვის ბუნებრივ ლაბორატორიად იქცა. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში იმატა ადამიანების სტუმრობამაც — 2018 წელს ჩერნობილში 70 ათასი ტურისტი ჩავიდა. წინა წელს მიტოვებულ პრიპიატიში არტ ინსტალაცია და ტექნო ღონისძიება მოეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩერნობილში განვითარებული მოვლენები ოპოტიმისტურია, მეცნიერები თანხმდებიან, რომ სამი ათწლეული ძალიან მცირე დროა ატომური ავარიისთვის. კატასტროფის მასშტაბები ჯერ კიდევ წინგველოდება.
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება


კომენტარები