როგორ ცვლის ელექტრონული კომერცია ჩვენს ცხოვრებას და რა მომავალი აქვს მას საქართველოში
ფოტო: Shutterstock
ინტერნეტი ჩვენი დროის მთავარი აღმოჩენაა, რომელიც სამყაროს ახლებურად აღქმაში გვეხმარება. მისი განვითარების შემდეგ თითქმის ყველა სფეროში რევოლუციური გარდაქმნები დაიწყო, რაც პირდაპირ აისახა ჩვენი ცხოვრების სტილზე, კომუნიკაციაზე და შოპინგის სახეობაზეც კი. რაც მეტი დრო გადის, ელექტრონული კომერცია მეტად გავლენიანი ხდება და ჩვენს ცხოვრებაში უფრო დიდ ადგილს იკავებს. როდესაც ვფიქრობთ, რომ რაიმე ახალი ტექნიკის შეძენა გვსურს, პირველ რიგში სწორედ ონლაინ შოპინგის საიტებს ვათვალიერებთ და ხშირად იქვე ვყიდულობთ.
ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ელექტრონულმა კომერციამ ყიდვა-გაყიდვის პრინციპები გაამარტივა, რაც ჩვენს არჩევანზეც აისახა.
თუკი ადრე სახლის მოსაწყობად, სამუშაო სივრცის შესაბამისი ტექნიკით აღსაჭურვად, ტანსაცმელების ასარჩევად ან თუნდაც, სამზარეულოს ჭურჭლის შესაძენად ერთი მთლიანი თავისუფალი დღე, შემდეგ რიგებში დგომა, ბევრი სიარული და ტრანსპორტში დროის კარგვა გვჭირდებოდა, ელექტრონულმა კომერციამ ეს რეალობა შეცვალა. ახლა საჭიროა კარგად მოკალათდეთ სახლში, ჩართოთ კომპიუტერი და სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, რათა ცარიელი სამზარეულო ჭურჭლით შეავსოთ, გარდერობი ტანსაცმლით, სამუშაო სივრცე ავეჯითა და ტექნიკით, ხოლო მაცივარი — სასურველი პროდუქტით.
გარდა ამისა, ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ შეძენილი პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე პირდაპირი შესყიდვის დროს. თქვენ გაქვთ ელექტრონულად გაფორმებული შეკვეთა, რომელიც არ იკარგება, განსხვავებით მაღაზიებში მიღებული ჩეკებისგან, რომლის გარეშეც პროდუქტს არავინ დაიბრუნებს ან გადაგიცვლით. მაგალითად: თუ თქვენ შეიძენთ მაცივარს და სახლში მიტანის დროს აღმოაჩენთ, რომ თქვენს სამზარეულოს არ უხდება, ფაქტთან შეგუება მოგიწევთ. არადა, ონლაინ შოპინგის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიწეროთ საიტს, რომელიც გამოაგზავნის თავის კურიერს, მაცივარს წაიღებს და გადაგიცვლით თქვენთვის სასურველში.
მარტივია, არა?!
თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს ყველაფერი კი მართალია, მაგრამ საქართველოში ნაკლებად ხდება ასეო. ეს რომ რამდენიმე თვის წინ გეთქვათ, მართლები იქნებოდით, მაგრამ დღეს რეალობა განსხვავებულია. საქართველოში უკვე გაიხსნა ახალი ონლაინ შოპინგის პლატფორმა Vendoo, რომელსაც ახალი მიდგომები და სტანდარტები აქვს ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
რა არის Vendoo?
Vendoo გამოირჩევა კომფორტული და მარტივი ვებგვერდით, სწრაფი მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ნივთის დაბრუნების განსაკუთრებული პირობებით. სასურველი პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა შესაძლებელი, კვალიფიციური კონსულტანტები კი მომხმარებელს სრულფასოვან სატელეფონო და ონლაინ მომსახურებას უწევენ.
საიტზე რომ შეხვალთ, მარტივი და მეგობრული დიზაინის დახმარებით ადვილად გაიკვალავთ გზას სასურველი კატეგორიებისკენ. ვებგვერდი ახალი გაშვებულია, თუმცა უკვე პროდუქტის მრავალფეროვნება შესამჩნევია. საიტს ყოველდღიურად ემატება 200-ზე მეტი ახალი პროდუქტი, სულ მალე კი ახალი კატეგორიებიც დაემატება.
ამჟამად ვენდუზე სამი ძირითადი კატეგორიაა:
- ტექნიკა;
- საბავშვო;
- თავის მოვლის საშუალებები;
თითოეულ კატეგორიაში 5000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული. ასე რომ, შეგიძლიათ ჩაუჯდეთ საიტს და უსასრულოდ ეძებოთ სასურველი ნივთები, გამოიწეროთ და რაც მთავარია, ისიამოვნოთ პროცესით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევანი ყოველდღიურად გაიზრდება, ამიტომ რაც უფრო ხშირად ეწვევით საიტს, მით მეტს აღმოაჩენთ.
სხვა ყველაფერთან ერთად, Vendoo-ს რაც გამოარჩევს, იმავე დღის მიტანის სერვისია. ზიხართ კომპიუტერთან, ირჩევთ სასურველ პროდუქტს, რომელიც კურიერს იმავე დღეს მოაქვს თქვენს მისამართზე. ასეთი მიდგომით კომპანია თავის სლოგანს "სურვილის სისწრაფით" მთლიანად ამართლებს.
Vendoo.ge-ზე თქვენ შეხვდებით სპეციალურ შეთავაზებების კატეგორიასაც, რომელშიც ყოველდღიური ფასდაკლებებით შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი ნივთები და დაზოგოთ ბევრი ფული.
თუ თქვენ თავად ხართ ბიზნესის მფლობელი და გინდათ, ვენდუზე თქვენი პროდუქციაც მოხვდეს, მაშინ ახალ ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეთ. ვენდუს პარტნიორი თუ გახდებით, კომპანია გამართული სასაწყობე სისტემით, ონლაინ მარკეტინგული მომსახურებითა და სწრაფი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფს თქვენი პროდუქტის გაყიდვას. ეს მომსახურება კი შესაძლებლობას მოგცემთ, საკუთარი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდოთ და გააფართოვოთ ბიზნესი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
კომენტარები